March 20, 2011

ქართული ცენტრი კახში




კახის ქართულ ცენტრს არანაირი დაფინანსება არ ჰქონდა. ჩვენ 7-8 წლის ანმავლობაში ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდით. ეს ცენტრი ერთად-ერთი დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაცია იყო. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონებს ვემორჩილებოდით. კორუმპირებული და შოვინისტი ჩინოვნიკები ვერ ახერხებდნენ ჩვენს ცენტრზე კონტროლის დამყარებას. მთავარიც სწორედ ეს იყო.
ცენტრში სრულიად თავისუფალი ქართული გარემო გვქონდა შექმნილი და სწორედ ეს განასხვავებდა ამ ცენტრს სხვა ქართულ ორგანიზაციებისაგან. სწორედ ეს არის მიზეზი ცენტრის შენობის აღდგენის ამდენ ხანით გაჭიანურებისა და ეს იმ დროს, როცა საქართველოს მხარე თანახმაა შენობა საკუთარი ხარჯებით აღადგნოს).
სავარაუდოდ აპირებენ რაღაც ახალი ცენტრის ,,შექმნას " , გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ისეთივე შინაარსგამოცლილი ცენტრი როგორიცაა ე.წ. ქართული სათვისტომო, თეატრი, სკოლები და სხვა. აქაურ ჩინოვნიკებს, საჩვენებლად მხოლოდ აბრები სჭირდებათ და მგონი ეს საქართველოს მხარესაც აწყობს უკვე. აგერ უკვე ერთი წელი გავიდა რაც ველით პასუხს თუმცა...(ხანძრის შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით, პირადად მე მხოლოდ ერთხელ, ისიც სრულიად შემთხვევით შევხვდი საქართველოს პარლამენტის წევრებს. ეს იყო ერთი წლის წინ და ამის შემდეგ არც არავინ აღარ დაგვკავშირებია. შენობა ყოველ დღე ინგრევა და ალბათ მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდება. სამწუხაროდ აი ასეთი სიტუაციაა!

No comments:

Post a Comment