March 20, 2011

კახის ეკლესიის უახლოესი წარსულიდან


მინდა გაგაცნოთ, ადამიანი, რომელმაც მიუხედავად თავისი მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა, მან აქ, საინგილოში, თავისი სიტყვა ნამდვილად თქვა და მინდა ყველამ იცოდეს მისი ღვაწლის შესახებ. არ არის აუცილებელიადამიანი ღრმად მოხუცდეს, გარდაიცვალოს და მერე დავინახოთ მისი ღვაწლი და დავაფასოთ (შეძლება საერთოდაცვერც დავინახოთ). ის ახალგზრდა და განათლებული ადამიანია და დღეს ვეჟინის მონასტერში განაგრძობს მოღვაწეობას. ყოველთვის მინდოდა მის შესახებ ბევრ ადამიანს სცოდნოდა საქართველოში, მაგრამ მხოლოდ ახლა, ბატონი გიორგი მარჯანიშვილის წყალობით, მომეცა ამის გაკეთების საშუალება.

როდესაც მამა იოანე (აბასაშვილი) კახის ეკლესიაში, გაამწესეს (2002 წელი, კახის მოქმედი ეკლესია ძალზე მძიმემდგომარეობაში იმყოფებოდა (განსაკუთრებით სამეურნეო კუთხით). მარტო იმას აღნიშვნაც კი საკმარისია, რომმღვდლებს, პატარა საცხოვრებელი ოთახიც კი არ გააჩნდათ (2002 წლამდე ყველა წინამძღვარი ან ქირით ცხოვრობდა ან ჩამოდიოდა, ატარებდა წირვა-ლოცვას და უკან საქართველოში ბრუნდებოდა).
მას აღმშენებლობის საოცარი უნარი გააჩნია. მოკლე დროში მან შესძლოსიტუაციის კარდინალურად შეცვლა. ეკლესიის ტერიტორიაზე არსებულიძველი შენობა შეაკეთა და იქ კელიები მოაწყო. შემდეგ ეკლესიის მეზობლადმდებარე სახლი შეიძინა, შეაკეთა და კეთილმოაწყო. ააშენა ქართული პურისსაცხობი (ყველა გაჭირვებულს პურს უფასოდ ურიგებდა). სანთლისჩამოსასხმელი პატარა საამქრო. სანთლები ყველა მლოცველს უფასოდეძლეოდა.

ცდილობდა ეკლესიის ტერიტორიის გაფართოებას. მუნიციპალიტეტისაგანშეიძინა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და აპირებდა საკვირაო სკოლისადა სხვა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობას. (მისი გადაყვანისშემდეგ ეკლესიამ დაკარგა ეს ტერიტორია და არა მარტო ტერიტორია…).

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ მას აქტიურიურთიერთობები ჰქონდა მთელი რაიონის ქართულ სოფლებთან (სწორედმისი დმსახურებაა, ს. მეშაბაშის, ს. ქოთოქლოს ეკლესიების შეკეთება და იქხატების შეტანა (ქოთოქლოსა და ალიბეგლოს ეკლესიებში კანკელების დაყენადა პერიოდულად წირვების გადახდა). კარგი ურთერთობა ჰქონდააზერბაიჯანულ მოსახლეობასთანაც.

აგრეთვე მისი დამსახურებაა ალიბეგლოს ეკლესიის ამოქმედებისსტიმულირება და ეკლესიის შეკეთების დაწყება, უფრო მეტიც, მისიმცდელობით, ჯერ კიდევ 2006-ში (თარიღი შეიძლება მეშლებოდეს) ალიბეგლოში მღვდელიც კი დაინიშნა (მამაკახაბერი).

მამა იოანე აქტიურად ცდილობდა, ქურმუხის დიდი საყდრის აღდგენა (რომელსაც აზერბაიჯანის კულტურისსამინისტრო ანხორციელებდა) ეკლესიის უშუალო ზედამხედველობით წარმართულიყო. (რამდენად გამოუვიდამარტოდ-მარტოს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია ეკლესია მთლიანად ალაბანური ,,პირველსახით” რომ ვერ,,აღადგინეს” ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი დამსახურებაა!)

პერიოდულად დადიოდა გიშის ეკლესიაში და შეიძლება ითქვას ერთგავარ მონიტორინგს ანხორციელებდა იქ არსებულსიტუაციაზე და ამავე დროს ძალზე კარგი ურთიერთობა ჰქონდა იქაურ აზერბაიჯანელებთან. ქტიური ურთიერთობაჰქონდა ბაქოს რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან და იქაური მრევლი ხშირად ჩამოყავდა კახში (ესმნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რადგან კახის ქართული ეკლესია ამით ცდილობდა, მართალია მცირედ, მაგრამ მაინცმონაჭილე ყოფილიყო მთელი ქვეყნის რელეგიურ და საზოგადოებრივი პროცესებისა). ეს ყველაფერი ეკლესიისამოქმედების დღიდანვე რომ დაწყებულიყო, დღეს ბევრი პრობლემა არც შეიქმნებოდა, მათ შორის დიდი საყდრისაც.

სწორედ მის კახში მოღვაწეობის პერიოდს დაემთხვა, კულტურის სამინისტროს მხრიდან დიდი საყდრის ტურისტულობიექტად გადაკეთების მცდელობები და პროვოკაციები. რომ არა მისი პირადი მხარდაჭერა მოსახლეობას შორისექსცესები გარდაუვალი იქნებოდა (მისი მხარდაჭერით შევძელით ქართულ და აზერბაიჯანულ მოსახლეობაშიარსებული დაძაბულობის განეიტრალება).

რომ არა მამა იოანე, კულტურის სამინისტროს უკვე დიდი ხანია განხორციელებული ექნებოდა თავისი ბოლშევიკური პროექტი და დღეს დიდი საყდარიც მუზეუმად იქნებოდა გადაკეთებული (კახის ცენტრში მდებარე ,,პატარა ალავერდის”წმ. გიორგის ეკლესიის მასგავსად).

აი ასეთი ადამიანი, რომელსაც ყველა ეკლესია თუ კუთხე ინატრებდა, 2006 წლის დასაწყისში, მოულოდნელად,მრევლისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გადაიყვანეს საქართველოში. ეს ძალზე დიდი დარტყმა იყოქრისტიანული მისიისათვის საინგილოში. მიზეზებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი-გადაყვანამდესულ რაღაც 6-8 თვის წინ, გაწეული სამუშაოებისათვის, პატრიარქმა ის ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენისწოდება მიანიჭა და შემდეგ რა მოხდა ვერ გეტყვით, თუმცა ძალზე ბევრისმთქმელია ის ფაქტი, რომ მამა იოანესგადაყვანის შემდეგ, ქართველი ქრისტიანების მხრიდან, დიდი საყდრის თაობაზე, არც ერთი განცხადება აღარგაგზავნილა ცენტრალურ ხელისუფლებაში და ყველაფერი რაღაც გაყინულ რეჟიმში გადავიდა და დღესაც ისევგაურკვევლობაა.

ეკლესიებისა და კახის პეიზაჟების ფოტოების უმრავლესობა მისი გადაღებულია (კახის ალიბეგლოს, ალათემურის,ლექითის, ქოთოქლოს, ყარამეშის, პატარა ალავერდის, დიდი საყდრის ფოტოები. კახის პეიზაჟები).

იგი მეხმარებოდა ჩვენებური ძველი წინდების სახეების შეგროვებაში, კულტურის ცენტრში ხალხური სიმღერებისა დასაგალობლების წრეების ბავშვებთან მუშაობაში. ცდილობდა ბავშვებიც ჩაერთო წირვა-ლოცვებში და ბერი სხვა რამ.

მალხაზ ნუროშვილი
კახი 20.02.2011


No comments:

Post a Comment