September 12, 2011

ოგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-10: ადამიანის მოვალეობები: ქველმოქმედება, მოწყალება:

 ”გული უნდა იყოს უხვი როდესაც უხვი ვერაა ხელი”.
ამერიკელი მხატვარი
კეიტ ჰარინგის გული.
 ქველმოქმედება, მოწყალება:

 I:  ქველმოქმედება არის ყველაფრის გაკეთება ტანჯულებისთვის  იმის მიცემა რაც ჩვენ ჭარბად გვაქვს. საჭიროა მათი გამხნევება, მათთვის დახმარების გაწევა,მათთვის სამუშაოს შოვნა და ყველაფერი ამის გაკეთება დახმარების გაწევისას მათი დამცირების გარეშე. “ის თუ როგორ გაიღებენ უფრო მნიშვნელოვანია იმაზე რასაც გაიღებენ” (კორნელი).

II:  ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მსგავსები. მეტიც, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ როდესაც მათ უჭირთ.  კეთილგანწყობა უნდა მიდიოდეს ქველმოქმედებამდე.

   ქველმოქმედების ყველაზე უბრალო ფორმაა მოწყალება, მაგრამ ჭეშმარიტი ქველმოქმედება არასოდეს შემოიფარგლება მატერიალური დახმარებით.
  ჭეშმარიტ ქველმოქმედებას შეუძლია გამხნევება, რაც აორმაგებს მატერიალური დახმარების მნიშვნელობას,დამშვიდება, კარგი რჩევის მიცემა და სიმპატიის გამოხატვა.

  ”გული უნდა იყოს უხვი როდესაც უხვი ვერაა
ხელი”.

No comments:

Post a Comment