September 12, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-9: გულმოწყალების,ქველმოქმედების, სოლიდარობის,ძმობის მოვალეობები:

ლამენე
   “დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩვენს უბედურებათა ტვირთი უფრო მსუბუქი იქნება” (ფლორიანი).

I:  გულმოწყალეობა, ქველმოქმედება ნიშნავს სიყვარულს.
გულმოწყალეობა, ქველმოქმედება მაშ, არის მოყვასის სიყვარული. 
 გულმოწყალების ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დავიცვათ ისინი ვის არსებობასაც ემუქრება საფრთხე, დავეხმაროთ საფრთხეში მყოფთ. 
    ჩვენ უნდა დავიცვათ ისინიც ვისაც სწამებენ ცილს, ვისაც ლანძღავენ ჩვენს წინ,და განსაკუთრებით მაშინ როდესაც გვჯერა რომ მათ უსამართლოდ სდებენ ბრალს.

II:  საზოგადოება ჰგავს დიდ ოჯახს რომლის წევრებიც უთანაგრძნობენ და გვერდში უდგანან ერთმანეთს. საზოგადოების ყოველი წევრის ინტერესი დაკავშირებულია ყველას ინტერესთან.


  ჩვენ, მაშ, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, უნდა ვეხმარებოდეთ ერთმანეთს და ერთმანეთი ჩავთვალოთ ძმებად. ეს პირველ რიგში ჩვენი ინტერესია, მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაცაა. 

   “დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩვენს უბედურებათა ტვირთი უფრო მსუბუქი იქნება” (ფლორიანი).

 საკითხავი: ადამიანური ძმობა:
  მარტო დარჩენილ ხეს ქარი აქცევს და ძარცვავს ფოთლებისგან, ამტვრევს მის ტოტებს. ჩად აწვდომის ნაცვლად ისინი მიწისკენ ეშვებიან.
  მარტო, თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ხეს მწვავე მზე ახმობს და ის კვდება.

მარტო დარჩენილ კაცს მიწისკენ ხრის ძალის ქარი. წუთისოფლის დიდკაცთა სიხარბე მას ართმევს საკვებს.
მაშ ნუ იქნებით მარტო დარჩენილი ხისა და მცენარის მსგავსად ; გაერთიანდით და დაეყრდენით ერთმანეთს, შეიფარეთ ერთმანეთი.
დაშლილებს და გათითოკაცებულებს ხვედრად გერგებათ მხოლოდ ტანჯვა, ჩაგვრა და უბედურება. 

  რა არის ბეღურაზე უფრო სუსტი და მერცხალზე უფრო უიარაღო? რადა მტაცებელი ფრინველის გამოჩენისას ბეღურები და მერცხლები ახერხებენ მის მოგერიებას მისი ირგვლივ შეკრებით და ერთად მისი განდევნით.
   მიბაძეთ მაშ ბეღურებს და მერცხლებს.
  ძმებისგან გამოყოფილს შიში დასდევს მაშინაც როდისაც ის დადის, როდისაც ის ზის, ძილშიც კი.
  მაშ როდესაც შეგეკითხებიან თუ რამდენი ხართ უპასუხეთ: “ჩვენ ერთი ვართ; ვინაიდან ძმები ჩვენ ვართჩვენ ვართ ჩვენ და ჩვენ,ესენი ჩვენი ძმები არიან” (ლამენე,”ერთი მორწმუნის სიტყვები”).

No comments:

Post a Comment