September 12, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს,11: მადლიერება:

 ქველმოქმედის და დავალებულის მოვალეობებს საუკეთესოდ გადმოსცემს ეს აღმოსავლური ანდაზა: „თუ  აკეთებ სიკეთეს დაივიწყე; თუ კი გიკეთებენ სიკეთეს გახსოვდეს მუდამ”.


  I: არ დაგავიწყდეთ თუ კი ვინმემ სიკეთე გამოიჩინა თქვენს მიმართ. ჩვენ გვევალება არ დავივიწყოთ არც ჩვენთვის გაწეული სამსახური და არც პიროვნება ვინც სამსახური გაგვიწია. თუ კი ჩვენ ამის საშუალება მოგვეცემა ჩვენ სიკეთითვე უნდა ვუპასუხოთ.
  მისთვის გაწეული სამსახურის დამვიწყებელი უმადურობის დანაშაულს სჩადის. უმადურობა ყველაზე საზიზღარი მანკიერებაა.
  ქველმოქმედის და დავალებულის მოვალეობებს საუკეთესოდ გადმოსცემს ეს აღმოსავლური ანდაზა:”თუ  აკეთებ სიკეთეს დაივიწყე; თუ კი გიკეთებენ სიკეთეს გახსოვდეს მუდამ”.

    II: მადლიერება პირველ რიგში მიღებული და განცდილი სიკეთის ერთგული და გულისხმიერი დამახსოვრებაა; შემდეგ ესაა მადლიერების და სიკეთის გამოხატვა სიკეთის მოქმედთა მიმართ.
  დავალებული ერთგვარად ისაა ვინც ისესხა და ვალი უნდა გაისტუმროს მაშინ როდესაც ის შესძლებს ამის გაკეთებას.

  “ნამდვილად დიდი სულის სიღრმეში ნამდვილად იპოვი ისეთ სათნოებას როგორიცაა მადლიერება”(დე სეგური).

 საკითხავი: სიკეთის გახსენება :
  აბრეშუმით ვაჭარი ერვე ერთხელ იყო მაღაზიაში სხვა ბურჟუებთან ერთად. გაირა საქონლით დათვირთულმა პატარა ბიჭმა და სიცილით უთხრა მათ: “აბა ვინ მასესხებს ათ ეკიუს? როცა გავმდიდრდები მე ვალს გავისტუმრებ მოგების ნახევრის მიცემით”. ერვეს მოეწონა ბიჭუნა და გაუწოდა მას ფული.

   თხუთმეტიოდე წლის შემდეგ ერვე სადილობდა როდესაც მოახსენეს რომ მისი ნახვა სურდა ვიღაც კარგად ჩაცმულ ბატონს.
 ერვე წამოდგა იმის გასაგებად თუ რა უნდოდა ამ კაცს.
 შეწუხების გამო მობოდიშების შემდეგ სტუმარმა იკითხა თუ ახსოვდა მას ბავშვი რომელსაც ოდესღაც ასესხა ათი ეკიუ.
   ერვეს სულ არ ახსოვდა მაგრამ სტუმარმა მოუყვა ამბავი და გაახსენა ბევრი დეტაილ რამაც მეხსიერება აღუდგინა ერვეს.
   “ დიახ,ბატონო,თქვა სტუმარმა,მე ვიყავი ის პატარა ბიჭი. მე ვიშრომე,მოვიარე ქვეყანა და გავმდიდრდი და ეხლა უნდა მოგცეთ ორმოცდაათი ათასი ეკიუ”.

   ერვემ მტკიცედ იუარა იმიტომ რომ მისი თქმით მას უნდოდა ჩუქება და არა სესხება.მან კატეგორიული უარი თქვა ფულის მიღებაზე.
   სტუმარი წავიდა მაგრამ მეორე დღეს გამოუგზავნა ვერცხლის ჭურჭელით დატვირთული მტვირთავები და სთხოვა ყველაფერი ამის როგორც მადლიერი გულის სახსოვარის მიღება და დაუმატა რომ თუ მას არ უნდა ამის მიღება როგორც მსესხებელს მას შეუძლია ამის ვალის ამღებს” (მული ერ.)

No comments:

Post a Comment