June 29, 2012

თანამედროვეობის პრობლემები, ჰონკონგი:

დენ სიაო პინი და 
მარგარეტ ტეტჩერი 
მიუხედავად ყველაფრისა ძნელია ჩინელობა ჰონ კონგში...ჰონკონგი, წასვლა ინგლისურად,ინგლისელი ჯენტლმენები და ჰონკონგი:

კოლონია კოლონიზაციის გარეშე,ჰონკონგი, დიდად არ აინტერესებდა ინგლისელებს. ისინი ხელს არ უშლიდნენ მის ფენომენალურ ეკონომიკურ განვითარებას და მათ არაფრით შეუშლიათ ხელი ჰონკონგის ჩინეთისთვის დაბრუნებაში 1997 წელს.
ჰონკონგი,რომელიც ჩინეთმა 1898 წელს 99 წლით გადასცა ინგლისს, ოფიციალურად დაუბრუნდა ჩინეთს 1997 წლის პირველ ივლისს.

ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ 1984 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით დადგენილმა ამ მოვლენამ დაასრულა შეხვედრებისა და მზადებათა გრძელი სერია რომლებმაც პეკინის მთავრობას მისცეს ტერიტორიის გაკონტროლების საშუალება.

დიდი ბრიტანეთი ამაში ხედავს მოლაპარაკებებით დეკოლონიზაციის მოდელის წარმატებას.
ჩინეთისთვის ესაა დასასრული კოლონიალური უზურპაციისა რომელიც იყო დასავლეთის მიერ ჩინეთის დამონების ერთ-ერთი ბოლო კვალი.მაგრამ სწორედ ბრიტანეთმა გადააქცია ჰონკონგი თავშესაფრად იმათთვის ვინც მოახერხა გაქცევა ტერორის და სიღატაკის კომუნიზმისგან.

მეორეს მხრივ ჰონკონგში გადასახლებულ ჩინელებს ცოტა რამ აკავშირებდათ დედა-ჩინეთთან. 1996 წლის ივნისში ჰონკონგის მცხოვრებთა 36 პროცენტი თავს ჩინელად თვლიდა და 49 პროცენტი უწინარეს ყოვლისა ჰონკონგელად... ტერიტორიის ეს მიმზიდველობა შეიძლება აიხსნას ბრიტანული კოლონიზაციის წარმატებით.

წარმატება,მაგრამ პარადოქსული და უნებური. ჰონკონგი ყოველთვის იყო კოლონია კოლონიზაციის გარეშე. ბრიტანეთის იმპერიის დროს ჰონკონგი ბევრს არაფერს ნიშნავდა ლონდონისთვის რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობდა ინდოეთს,მალაიზიას,კონტინენტურ ჩინეთს,მაგალითად შანხაის.

ცივი ომი:
1949 წლიდან, ჩინეთის ხელისუფლებაში კომუნისტების მისვლამ ბრიტანეთის ხელისუფლებას უბიძგა მათი ჩვევის პოლიტიკად გადაქცევისკენ. ჰონკონგს ყურადღებას აქცევდნენ მხოლოდ უხმაუროდ და რაც შეიძლება ნაკლებად.

ჰონკონგის გუბერნატორს მისცეს მეფისნაცვლის//ვიცე-მეფის//უფლებები.

ზოგი გუბერნატორი აშკარად კონსერვატორი იყო და ზოგიც სიახლეების მომხრე,მაგრამ ყველა კარგი მმართველი იყო და ყველა ცდილობდა არ მიეცა ჩინეთისთვის ჩარევის,ინტერვენციის საბაბი.

ჰონკონგის გეოგრაფიული პოზიცია იყო სტრატეგიული კოზირი: მასთან ახლოს იყო აქტიურად განვითარებადი იაპონია,კორეის ომის//1950-1953// დროს ის იყო საწყობი და კოლონია მნიშვნელოვანი იყო ომთან დაკავშირებულ ოფიციალურ მომარაგებასთან და ყველანაირ ვაჭრობასთან.

ჰონკონგი იყო ცივი ომის დედაქალაქებს შორის. ის სავსე იყო საიდუმლო აგენტებით და 1953 წლიდან აშშ-ს საკონსულოში იყო 115 დიპლომატი,მაშინ როდესაც იქ 3 დიპლომატი იყო 1938 წელს.

როგორი იყო,მაშ,ბრიტანული ხელისუფლების სტრატეგია? პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის დაკავშირება ტერიტორიის განვითარებასთან. ჩინურ ელიტებს რთავდნენ ადმინისტრაციაში. ამას გარდა 1970-1980-ან წლებში განხორციელდა ბინათმშენებლობაზე კონცენტრირებული ეფექტური სოციალური პოლიტიკა რომელმაც გააქრო ქოხმახების გარეუბნები.

და ბოლოს ზომიერად კორუმპირებული პოლიციის და თითქმის მიუკერძოებელი მართლმსაჯულების წყალობით ბრიტანელებმა ჰონკონგი აქციეს ჩინეთის ყველაზე წესიერ,ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე თავისუფალ ტერიტორიად.

ეკონომიკურ სფეროში ბრიტანელმა ფუნქციონერებმა ექმნეს კაპიტალისტური თამაშის წესების და განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის გარანტიები და ამით ხელი შეუწყვეს ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებას. ჩინეთში აკრძალული დიდი ჩინური ბურჟუაზიის უზარმაზარი კაპიტალები წლების მანძილზე გადავიდა ჰონკონგში და დაემატა შანხაის კაპიტალებს.

ბრიტანეთის ასეთმა პოლიტიკამ ყოფილი კოლონია გადააქცია აზიის მესამე ფინანსურ ცენტრად,მსოფლიოს მე-7 ფინანსურ ცენტრად და ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ეკონომიკად,დედამიწის ერთ-ერთ მთავარ კომერციულ ცენტრად.

ჰონკონგი დღესაც დიდად უწყობს ხელს ჩინეთის მსოფლიო ეკონიმურ გავლენას და მისი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე აჭარბებს დიდი ბრიტანეთის მკვიდრის შემოსავალს.

ბრიტანეთის მმართველები დიდი ხნის მანძილზე მეტისმეტად აფასებდნენ მაოს სიკვდილის შემდეგ 1978 წლის დეკემბერში დაწყებულ ჩინეთის მოდერნიზაციის პოლიტიკას.

ბრიტანელებს დიდ ხანს სჯეროდათ რომ შესძლებდნენ ჰონკონგის სტატუსის შენარჩუნებას.

მაგრამ დენ სიაოპინს სურდა ჰონკონგის და შემდეგ ტაივანის დაბრუნება ჩინეთისთვის. მან ჩინეთის გახსნა გამოიყენა სატყუარად და ინგლისის დამოკიდებულებაში დაინახა სისუსტის ნიშანი.

1982 წლის სექტემბერში ჩინეთში ჩასულ მარგარეტ ტეტჩერს დახვდნებ უხეშად:

" დროა განვაცხადოთ რომ ჩინეთი 1997 წელს დაიბრუნებს ჰონკონგს" გაისმა მუქარა რომ მღელვარებათა შემთხვევაში გამოიყენებდნენ ძალას.

მოულოდნელობისგან დაბნეულმა რკინის ლედიმ დაუშვა შეცდომა და დათმო პრინციპი. ის დაკმაყოფილდა პეკის ფასადური მოჩვენებითი დათმობებით. პეკინის დაპირებით რომ ჰონკონგში შეიქმნებოდა მაღალი ხარისხის ავტონომიის მქონე საგანგებო ადმინისტრატიული რეგიონი და რომ 50 წლის მანძილზე კოლონია შეინარჩუნებდა ეკონომიკურ,საკანონმდებლო და აღმასრულებელ ავტონომიას.

ლონდონმა ვერ გაიგო რომ რეფორმების და უცხოეთის კაპიტალებისთვის გახსნის შედეგად აღელვებულ ჩინეთში დენ სიაოპინმა ჰონკონგის საკითხი გამოიყენა ჩინელ კონსერვატორთა დასამშვიდებლად . ჩინური პროპაგანდა,მაშ,დაუნდობელი იყო განსაკუთრებით პეკინში 1989 წლის მღელვარებათა დროს.

და 1990 წელს ჩინური დიპლომატიის ზეგავლენით ბრიტანელებმა ახალი " საგანგებო ადმინისტრატიული რეგიონის" "ძირითად კანონში" ჩაწერეს

" ძირის გამოთხრის " ამკრძალავი მუხლი.

მაგრამ ჩინეთის ხელისუფლებამაც დაუშვა შეცდომა როდესაც მეტისმეტად სუსტად ჩათვალა აღმართული დროშით წასვლის მსურველი ბრიტანელები.

ბრიტანელებმა 1992 წელს ჰონკონგის გუბერნატორად დანიშნეს ნამდვილი პოლიტიკოსი,გამომგონებელი და მამაცი,კონსერვატორთა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და ვაშინგტონში მეგობრების მყოლი კრის პატენი რომლის აზრითაც ჰონკონგის კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა "ჩვენი ცხოვრების წესის დაცვა" მან მაშინვე ჩამოაყალიბა პროგრამა რომლის დანიშნულებაც იყო კოლონიის განსაკუთრებული სტატუსის დაცვა.

ჩინეთმა მოუჭირა მარწუხები:

მან დაიწყო გრძელვადიანი ინვესტიციები,და,ყველაზე მეტად,

დემოკრატიზაციის პროცესი. ტერიტორიის საკანონმდებლო საბჭო გადაიქცა ნამდვილ პატარა პარლამენტად. არადა სხვადასხვა ნაწილობრივ და განსაკუთრებით 1995 წლის არჩევნებში გაიმარჯვეს კომუნიზმის მოწინააღმდეგე დემოკრატებმა.

პეკინმა წამოიწყო ფსიქოლოგიური და პოლიციური შეტევა,მოახდინა ადგილობრივი ჟურნალების ნეიტრალიზაცია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო რომ პეკინმა ჰონკონგში შექმნა თავისი ეკონომიკური იმპერია. ამასობაში ბრიტანეთის ათასი ჯარისკაცი გავიდა და კრის პატენს მომხრედ დარჩა მხოლოდ უყურადღებო დასავლური საზოგადოებრივი აზრი.

თვითონ ჰონკონგის საზოგადოება განიარაღებული აღმოჩნდა პეკინის ამ ზეწოლის წინაშე.

საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე კოლონიამ თავისი კეთილდღობის უზრუნველასყოფად პოლიტიკური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები გადასცა დიდ ბრიტანეთს და მას არც უცდია პოზიტიური ლოკალური მეობის შექმნა. 1997 წელს კი უკვე ძალიან გვიან იყო.

მას შემდეგ გასულმა წლებმა დაადუსტურა ზომიერი პესიმიზმი რასაც აჩენდა პეკინის დიპლომატიური გამარჯვება 1997 წელს.

პეკინმა განამტკიცა თავისი ბატონობა მაგრამ ჰონკონგმა მაინც შეინარჩუნა გარკვეული მნიშვნელობა. ყველაფერთან ერთად ის არის ჩინეთის მმართველი ფენების მეტ-ნაკლებად კანონიერი ფინანსური ოპერაციებისთვის აუცილებელი ადგილი. ჰონკონგი აღარაა პოლიტიკური პრობლემა პეკინისთვის და მისი მდგომარეობა უნდა იყოს ისეთი რომ ტაივანსაც გაუადვილოს კონტინენტურ ჩინეთთან დაახლოება,ასე რომ ჰონკონგის ისტორიული როლი ჯერ არ დამთავრებულა //ჟან-ლუკ დომენაშის ეს საინტერესო წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში " ისტორია ",საგანგებო ნომერი " კოლონიური იმპერიების დასასრული ჯეფერსონიდან მანდელამდე",2010 წლის ოქტომბერი//.

2. ძნელია ჩინელობა ჰონ კონგში:
უკვე დიდი ხანია რაც ბევრი ადამიანი ჰონკონგში ხედავს სამოთხეს. როგორც აზიური დრაკონი ის წარმოადგენს კონტინენტის მრავალი მცხოვრების ოცნებას.

აყვავებული ეკონომიკა,მიმზიდველი სოციალური სიცტემა,ცხოვრების მაღალი დონე და ხარისხი,გამოთქმის თავისუფლება, ყველაფერი ჰგავს სრულყოფილ საზოგადოებას.

მით უფრო რომ პეკინმა ჰონკონგელების მისაზიდად მათ მისცა პრივილეგიები.

კონტინენტის უნივერსიტეტებში სასწავლებლად ჰონკონგელ ახალგაზრდებს შეუძლიათ შესვლა უფრო დაბალი ნიშნებით ვიდრე კონტინენტის ახალგაზრდებს.

ჰონკონგის ქარტიის 24-ე მუხლის შესაბამისად ჰონკონგში დაბადებულ ბავშვებს აქვთ ჰონკონგის მოქალაქეებად გახდომის უფლება და კონტინენტელი ჩინელი ფეხმძიმე ქალები "კუტკალიებივით შეესივნენ" ამ პატარა კუნძულს.

ჰუნკონგის აღწერის ბიუროს მონაცემებით 2001 წელს მხოლოდ 620 ჰონკონგელ ბავშვს ჰყავდა არაჰონკონგელი მშობლები. 2005 წელს კი მათი რაოდენობა 25000-მდე გაიზარდა.

ეს ბავშვები ზრდიან შობადობის დონეს რომელიც დაბალია ჰონკონგში,მაგრამ მათ მოაქვთ პრობლემათა სერია. ყველაზე მძიმეა სამედიცინო,მაგალითად გინეკოლოგიური რესურსების ნაკლებობა.

ზოგი ჰონკონგელი ჩივის რომ მეტისმეტად ბევრი ჰონკონგელი ფეხმძიმე ქალი იკავებს ადგილებს სამშობიაროებში და ამიტომ ჰონკონგელ ფეხმძიმე ქალებს არ ყოფნით ადგილები ან ოჯახებს უწევთ მეტისმეტად დიდხანს ლოდინი საავადმყოფოში მოსახვედრად. კონტინენტის ოჯახმა ერთი საწოლისთვის უნდა გადაიხადოს 50 000 იუანი//დაახლოებით 6000 ევრო//.

მეტიც,შეჯიბრს იწვევს განათლების პრობლემაც. სკოლები უკვე გადატვირთულია არაჰონკონგელი ჩინელების მიერ ჰონკონგში გაჩენილი ბავშვებით და ჰონკონგში დაბადებულ ჰონკონგელებს უწევთ ლოდინი.

ჰონკონგის მრავალი მოქალაქე ბრალად სდებს მთავრობას რომ მას მხედველობიდან გამორჩა ბუმის ასე სწრაფად დაწყების შესაძლებლობა. ისინი მოითხოვენ არაჰონკონგელების მიერ ჰონკონგში ბავშვების გაჩენისთვის შემზღუდველი ბარიერების დაწესებას და ამავე დროს სოციალური სტრუქტურების გაორმაგებას. ეს იქცა ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ თავსატეხად პრეზიდენტისთვის და საკანონმდებლო ასამბლეისთვის.

"ჰონკონგის მოუსვენრობის სინდრომი".

იდეალური ქალაქი ჰონკონკის ამაყი მცხოვრებლებისთვის ბოლო წლების მსოფლიო ეკონომიკური კიზისის ფონზე მოულოდნელი იყო კონტინენტური ჩინეთის ეკონომიკური ბუმი.

1997 წელს ჩინეთში დაბრუნების შემდეგ ჰონკონგში დამკვიდრდა მრავალი კონტინენტელი ტურისტი. მათ ბევრი მოიხმარეს და ამავე დროს ჩაიტანეს ცუდი ჩვევები. ეს პატარა კუნძული სულ უფრო და უფრო გადატვირთულია.

ჰონკონგი მჭიდროდაა დაკავშირებული კონტინენთან. მაგრამ ესაა უფრო ეკონომიკური თუ პოლიტიკური კავშირები.

მაგრამ კულტურის თვალსაზრისით არსებობს სხვაობა. 2011 წელს ჰონკონგელთა მხოლოდ 17-მა პროცენტმა თქვა რომ ისინი ჩინელები არიან. და ესაა ყველაზე დაბალი ციფრი ბოლო 12 წლის მანძილზე.

მაგრამ ამის მიუხედავად არსებობს შემწყნარებლობა და გაგება. ჰონკონგის უნივერსიტეტის ერთმა ჩინელმა სტუდენტმა გოგონამ თქვა რომ მის ირგვლივ არიან ნამდვილად ზრდილობიანი და თავაზიანი ჰონკონგელები. მეტიც,ჰონკონგელ სტუდენტებს გამოუთქვიათ პროტესტი მეტისმეტად ანტიჩინური პროპაგანდის წინააღმდეგ.

ჰონკონგსა და კონტინენტს შორის ნამდვილად არსებობს გამჭვირვალე კედელი. ესაა კულტურული განსხვავება,რეგიონალური გაუგებრობა //ფენგ ლინის ეს საინტერესო წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში "საერთაშორისო ჟურნალი", le Journal International, 2012 წლის ივნის-ივლისის ნომერში//.

No comments:

Post a Comment