რესპუბლიკის ერთიანობა, განუყოფლობა, თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა ან სიკვდილი! |
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა :
საფრანგეთის რესპუბლიკის დევიზი «თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა»
სახელმწიფო შენობათა ფრონტონებზე გამოჩნდა 1880 წლის 14 ივლისის აღნიშნვისას. ის არის საფრანგეთის 1946 და 1958 წლების კონსტიტუციებში და დღეს არის უეჭველი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი. მაშ ერთი საუკუნე გახდა საჭირო ამ სიტყვების გასაბატონებლად და ეროვნული მეობის სიმბოლოებად გადასასაქცევად. მაგრამ კიდევ საჭირო იყო სიტყვათა წყობის დადგენა. ვოლტერმა დაადგინა მისი საკუთარი წყობა :
«ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ესოდენ ძვირფას სანაპიროებზე, მეფეებისა და ქვეშევრდომების გარეშე,ყველანი თავისუფალნი, ყველანი ძმანი»
1789 წლის რევოლუციის პირველ დღეებში ყველგან გამოჩნდა ფრანკ--მასონებისთვის ძვირფასი სამნაწილიანი ფორმულები: «კავშირი, ძალა, სათნოება», «ძალა, თანასწორობა, სამართალი», ან კიდევ «თავისუფლება, უშიშროება, საკუთრება.»
სიტყვები თავისუფლება და თანასწორობა თითქოს სწრაფად გაბატონდა, მაგრამ სიტყვა ძმობა მათ დაემატა მხოლოდ 1848 წლის რევოლუციის დროს. მისი მნიშვნელობა არ ყოფილა თავისთავად ცხადი.