June 29, 2012

თანამედროვეობის პრობლემები, ჰონკონგი:

დენ სიაო პინი და 
მარგარეტ ტეტჩერი 
მიუხედავად ყველაფრისა ძნელია ჩინელობა ჰონ კონგში...ჰონკონგი, წასვლა ინგლისურად,ინგლისელი ჯენტლმენები და ჰონკონგი:

კოლონია კოლონიზაციის გარეშე,ჰონკონგი, დიდად არ აინტერესებდა ინგლისელებს. ისინი ხელს არ უშლიდნენ მის ფენომენალურ ეკონომიკურ განვითარებას და მათ არაფრით შეუშლიათ ხელი ჰონკონგის ჩინეთისთვის დაბრუნებაში 1997 წელს.
ჰონკონგი,რომელიც ჩინეთმა 1898 წელს 99 წლით გადასცა ინგლისს, ოფიციალურად დაუბრუნდა ჩინეთს 1997 წლის პირველ ივლისს.

ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ 1984 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით დადგენილმა ამ მოვლენამ დაასრულა შეხვედრებისა და მზადებათა გრძელი სერია რომლებმაც პეკინის მთავრობას მისცეს ტერიტორიის გაკონტროლების საშუალება.

დიდი ბრიტანეთი ამაში ხედავს მოლაპარაკებებით დეკოლონიზაციის მოდელის წარმატებას.

June 24, 2012

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მსურველი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი:


1. ანარქისტი და პატრიოტი ვარლამ ჩერქეზიშვილი
ანარქიზმი „უმეტესწილად, ორი მოქიშპე იდეოლოგიის – ლიბერალიზმის და სოციალიზმის იდეური თანხვედრის წერტილია, სადაც ორივე იდეოლოგია ანტისახელმწიფოებრივ დასკვნებამდე მიდის.“[1]

კეთილი, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ქართველი ანარქისტები ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმულნი და ქართული სახელმწიფოს აღორძინებისთვის იღწვოდნენ. რა იწვევდა ამ პარადოქსს?
ზემოთ უკვე გამოვარკვიეთ, რომ სათავადო სახლების წყალობით გამეფებული ანარქია გვიანი შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე ღრღნიდა ქართულ საზოგადოებას და სწორედ სახელმწიფოს (სამეფოს) უმოკლებდა გასაქანს.  ამ ისტორიული გამოცდილების ფონზე ქართველ თავადთა გაინტელიგენტებულ ჩამომავლებში ანარქისტული პოლიტიკური ფილოსოფიის აღმსარებლების გამოჩენა, თითქოს, არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ  ქართული ანარქიზმის სახელგასმენილი ავტორიტეტის,  ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925)  „საქმენი საგმირონი“ მაინც განსაცვიფრებელია.  მისი  და მისი თანამოაზრეების  (კომანდო გოგელია, მიხაკო წერეთელი…) დაუცხრომელი მოღვაწეობა ამინდს ქმნიდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.

June 22, 2012

ნაპოლეონი იბრაგიმბეკი-1.

Ибрагимбек. Фото из архива автора статьи"ნაპოლეონი ლოკაიდან"- ასე ჰქვია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნასრედდინ ნაზაროვის ერთ-ერთ წიგნს ადრეულ საბჭოთა ისტორიაზე რომელიც ეძღვნება ათი წლის მანძილზე წითელი არმიისთვის, ტაჯიკეთის და მთელი შუა აზიის ხელისუფლებისათვის თავზარდამცემ იბრაგიმბეკს.

ამ კაცის ბედში აისახა შუა აზიის ხალხთა რთული და წინააღმდეგობრივი ისტორია. ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ავღანეთში იბრაგიმბეკი ვიღაცისთვის საძაგელი ბანდიტი და დაუნდობელი უწიგნური ველურია და ვიღაცისთვის ისაა მრავალი წლის მანძილზე დაუმარცხებელ წითელ არმიასთან მარტო მეომარი ეროვნული გმირი.

აქ  ვილაპარაკებთ იბრაგიმბეკის ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აღმოსავლეთ ბუხარაში 1921-1926 წლებში და მისი ემიგრანტული ცხოვრების პერიპეტიებზე,მის მონაწილეობაზე ავღანეთის მისთვის უცხო სამოქალაქო ომში 1931 წლის ქპრილში ტაჯიკეთში დაბრუნებამდე...

იბრაგიმი დაიბადა 1889 წელს კიშლაკში კოკტაში //დუშაანბეს სამხრეთი ნაწილის მიმდებარე თანამედროვე რაიონი რუდაქი// და იყო ტომი ლოკაის,გვარი ისანხოჯას წევრი. ისანხოჯელები ცხოვრობდნენ სხვა უზბეკ ტომებთან და ტაჯიკებთან ერთად ვრცელ ტერიტორიაზე კოკტაშიდან იავანამდე და დანგარის ველის ჩრდილო ნაწილამდე. ლოკაელები და მათი მსგავსი ტომები //კონგრატები, იუზები, სემიზები,

June 20, 2012

ავღანურ-ბოლშენიკური სიამტკბილობის ისტორიიდან


თურქესტანის 
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი 
მოძრაობის დროშა.
ისე მოხდა რომ შუა აზიური ყველაზე აქტიურ-აგრესიული და უცხოეთის დახმარებით შუა აზიის რუსეთისგან მოწყვეტის მსურველი ემიგრაცია გეოგრაფიული,ისტორიული და ეთნიკური ფაქტორების გამო უფრო ავღანეთში დამკვიდრდა. თვითონ ემიგრაციის პროცესი დროში ორ ეტაპად იყოფა.
პირველი ეტაპია მასობრივი ემიგრაცია შუა აზიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას 1917-1922 წლებში. ბუხარის საამიროს და ხივას სახანოს ლიკვიდაციამ გამოიწვია მმართველი წრეების აქტიური წინააღმდეგობა.სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის შეიარაღებული ბრძოლის ყველაზე მკვეთრი ფორმის, ბასმაჩობის განვითარება. ავღანეთის ტერიტორიიდან ადგილობრივი ავტორიტეტების და უცხოური დაზვერვების მხარდაჭერით შუა აზიის რესპუბლიკების რაიონებს თავს ესხმოდნენ ბასმაჩების რაზმები რომლებსაც მეთაურობდნენ თურქმენი ჯუნა-ხანი,უზბეკი იბრაგიმ ბეკი,ტაჯიკი ფუზაილ მაკსუმი და სხვები. მაშინ შუა აზიაში საამიროს აღდგენა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა ვერ მოხერხდა. 

მასობრივი ემიგრაციის მეორე ეტაპია 1929-1931 წლებში კოლექტივიზაციია პერიოდი. საზღვარგარეთ დაბინავებული ბანდების საფარველით საზღვარზე საკმაოდ ხშირად გადადიოდნენ ნახირით და ქონებით ან ცდილობდნენ ამის გაკეთებას.

June 19, 2012

“ოსმალეთის ქართველები”


მუსლიმი ქართველები
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში შაბათს 10 მარტს 14:00 საათზე გამოფენა სახელწოდებით „მუსლიმი ქართველები“ გაიხსნა. გამოფენა საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის, თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის, ინტერნეტჟურნალ ამბიონისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის მიერ არის ორგანიზებული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. ამ მასალებიდან ცხადი ხდება, რომ XIX საუკუნის ოსმალეთის იმპერიასა და XX საუკუნის დასაწყისის ოტომანთა იმპერიაში ქართველებს წამყვანი როლი ეკავათ თურქეთის ისტორიაში.
“ოსმალეთის ქართველები”
უნიკალური საარქივო მასალა თურქეთის სახელმწიფო არქივებიდან

ქართველებს თითქოს საქართველო მეტისმეტად ეპატარავებოდათ და საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების ასპარეზად მსოფლიოს უდიდეს იმპერიებს ირჩევდნენ. 
თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზთა გამო იძულებული იყო სამშობლოდან სამუდამოდ გადახვეწილიყო და უცხო ქვეყანაში დამკვიდრებულიყო, სადაც წარუშლელ კვალს ტოვებდა. ასეთი ქართული კვალი აღმოჩნდა ოსმალთა იმპერიაში, რომელსაც ჩვენებურმა გურჯმა, თურქეთში მოღვაწე ისტორიკოსმა მურად ქესაბმა მიაკვლია.

ექვთიმე თაყაიშვილი გრიგოლ დიასამიძეს:


უცნობი წერილები, საზოგადო მოღვაწეთა, მამულიშვილთა.უცნობი წერილები, საზოგადო მოღვაწეთა, მამულიშვილთა.

აწ განსვენებული გურამ შარაძის წიგნში "ამერიკელი ქართველები თვალის ერთი გადავლებით", გამოქვეყნებულია ჩვენი მამულიშვილების წერილები, რომლებიც ემიგრაციაში იყვნენ პირველი რესპუბლიკის დამხობის შემდეგ. ქვემოთ მოყვანილი წერილი ეკუთვნის ექვთიმე თაყაიშვილს (წმ. ექვთიმე ღვთისკაცი), რომელიც მიმართულია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის გრიგოლ დიასამიძისადმი. წერილში ჩანს ტკივლი, გამოწვეული სამშობლოდან შორს მყოფობით, სიყვარული და იმედი მომავლისა.

ძვირფასო გრიგოლ!
მადლობა ღმერთს, რომ ვეღირსე შენს წერილს! ამდენი ხნის სიჩუმე თუ დავიწყებას არა, არც გახსენებას გულისხმობს, მერმე ჩემს უბედურ მდგომარეობაში მას შემდეგ რაც ნინო (პოლტორაცკაია, ექ. თაყაიშვილის მეუღლე გ.შ.) დავკარგე! მაგრამ რა გაეწყობა, ამ სავალალო დროში ცოცხალი რომ ვართ ჯერ კიდევ, ისიც ნუგეშად უნდა მივიღოთ! რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლო ცეცხლში იწვის, მაგრამ გადიტანს, მტკიცედ მწამს, როგორც არა ერთხელ გადუტანია განსაცდელი, კიდევ წარმოშობს, როგორც მრავალჯერ წარმოუშვია შესაფერ გმირებს, ღირსეულ შვილებს, რომელნიც მას მოუვლიან.

June 18, 2012

"ჩვენი ბიჭები" ირანში:

სტალინს, ორჯონიკიძეს და ვასილ კარგარეთელსაც უნდოდათ ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის შექმნა და მათ გზა გაუკაფეს გორბაჩოვ-სახაროვის პროექტებს.... 
Товарищи Сталин и Орджоникидзе. 1935г.1909 წელს ბეჩავ თეირანში დაიწყო შიმშილი. ევროპელთა დაცვის საბაბით ინგლისელთა თანხმობით ქალაში შევიდნენ რუსული ჯარები....12 აპრილს რუსები შევიდნენ თავრიზში მაგრამ შახის ძალებს არ მისცეს ქალაქში შესვლის უფლება.

სპარსეთის რევოლუციაში აქტიური როლი შეასრულეს რუსეთის ქვეშევრდომებმა, განსაკუთრებით ამიერკავკასიის რევოლუციონერებმა რომლებიც 1905-1907 წლების რუსეთის რევოლუციის დამარცხების შემდეგ თავქუდმოგლეჯილები გაცვივდნენ სპარსეთში.

სპარსეთში  სპარსეთის აზერბაიჯანელებს შორის რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდნენ ამიერკავკასიის თურქები და ეს განსაკუთრებით ეფექტური იყო.

ბაქოს რევოლუციური ორგანიზაციები 1905 წლამდეც ეწეოდნენ პროპაგანდას რუსეთში მომუშავე სპარსელებს შორის.  1904 წელს ნ. ნარიმანოვმა შექმნა ორგანიზაცია
"ჰემმატი" რომლის მიზანიც იყო პროპგანდა მაჰმადიან მუშებში. ამ ორგანიზაციამ გავლენა მოახდინა ირანელთა გარკვეულ რაოდენობაზეც.

თანამედროვე დებატებიდან-შოპენჰაუერი,ანდრე მალრო,ოლდოს ჰაქსლი:


ოლდოს ჰაქსლი
ოლდოს ჰაქსლი
«ჩვენი ქედმაღლობა, ჩვენი სევდა-მოუსვენრობა, ჩვენი სწრაფვა ძალაუფლებისკენ და სიამოვნებათა წყურვილი აბნელებენ ღმერთს» (ოლდოს ჰაქსლი (1894-1963), შვიდი მედიტაცია, არსი).

თანამედროვე დასავლურ-დემოკრატიული დებატი:

ეგზისტენციალიზმის წინამორბედი, გერმანელი არტურ შოპენჰაუერი (1788--1860):
«ჩვენ ვცხოვრობთ შესაძლებელთაგან ყველაზე უარეს სამყაროში.

ეს აზრი რადიკალურად და ექსტრემისტულად განსხვავდება სპინოზას აზრისაგან რომლის თანახმადაც სამყარო იმდენადაა სრულყოფილი რამდენადაც შესაძლებელია სრულყოფილება.

შოპენჰაუერმა პესიმიზმი აქცია აზროვნების სისტემად. ნების მისეული კონცეფცია წინ უსწრებს და მოასწავებს ნიცშეს მსოფლმხედველობის გამოჩენას.

მრავალი ფილოსოფოსისაგან განსხვავებით შოპენჰაუერს არ დასჭირვებია მთელი სიცოცხლე აზროვნების მისი სისტემის შესამუშავებლად.

ძმობის გარეშე თავისუფლებას და თანასწორობას მივყავართ დამღუპველ ეგოიზმამდე.


რესპუბლიკის ერთიანობა, განუყოფლობა,
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა
ან სიკვდილი!
ევროპულ ღირებულებათა ისტორიიდან:
თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა :

საფრანგეთის რესპუბლიკის დევიზი «თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა»
სახელმწიფო შენობათა ფრონტონებზე გამოჩნდა 1880 წლის 14 ივლისის აღნიშნვისას. ის არის საფრანგეთის 1946 და 1958 წლების კონსტიტუციებში და დღეს არის უეჭველი ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი. მაშ ერთი საუკუნე გახდა საჭირო ამ სიტყვების გასაბატონებლად და ეროვნული მეობის სიმბოლოებად გადასასაქცევად. მაგრამ კიდევ საჭირო იყო სიტყვათა წყობის დადგენა. ვოლტერმა დაადგინა მისი საკუთარი წყობა :

«ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ ესოდენ ძვირფას სანაპიროებზე, მეფეებისა და ქვეშევრდომების გარეშე,ყველანი თავისუფალნი, ყველანი ძმანი»

1789 წლის რევოლუციის პირველ დღეებში ყველგან გამოჩნდა ფრანკ--მასონებისთვის ძვირფასი სამნაწილიანი ფორმულები: «კავშირი, ძალა, სათნოება», «ძალა, თანასწორობა, სამართალი», ან კიდევ «თავისუფლება,  უშიშროება, საკუთრება.»

სიტყვები თავისუფლება და თანასწორობა თითქოს სწრაფად გაბატონდა, მაგრამ სიტყვა ძმობა მათ დაემატა მხოლოდ 1848 წლის რევოლუციის დროს. მისი მნიშვნელობა არ ყოფილა თავისთავად ცხადი.

June 17, 2012

ვლადიმირ დიმიტრის ძე ნაბოკოვის მკვლელობის წლისთავისთვის:

ვლადიმირ დმიტრის ძე
ნაბოკოვი. ი. კ. არციბუშევის
ნამუშევარი
 90 წლის წინ, 1922 წლის  28 მარტს ბერლინში ლექციის წასაკითხად ჩავიდა რუსი ლიბერალი  პაველ მილიუკოვი. მის მოსასმენად მივიდა მეორე რუსი ლიბერალი, მასთან პილიტიკური უთანხმოების მქონე ვლადიმირ დმიტრის ძე ნაბოკოვი. მას უნდოდა ყოფილი თანამებრძოლი და მეგობარი მილიუკოვის წარდგენა საზოგადოებისთვის.

 შესვენების დროს ესტრადასთან მხეცურად მივარდა ვიღაც ტიპი და აუტეხა სროლა მილიუკოვს. აშკარად ცდილობდა მის მოკვლას. დარბაზში იყვნენ გადაცმული აგენტები მაგრამ ტერორისტს ეცა ნაბოკოვი. დაცემისას მკვლელმა თან გაიყოლია ნაბოკოვი და მაშინ გაჩნდა მეორე მკვლელი რომელმაც სამი ტყვია დაახალა დაცემულ ნაბოკოვს.

მილიუკოვი გადაურჩა მკვლელების ამ თავდასხმას,მაგრამ დაიღუპა რუს კადეტთა  ერთ-ერთი ლიდერი,ცნობილი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე ვლადიმირ დიმიტრის ძე ნაბოკოვი,სახელგანთქმული რუსი მწერალი ვლადიმირ ვლადიმირის ძე ნაბოკოვის მამა.

იმავე 1922 წელს,იმავე მარტის ბოლოს ივან ალეკსეის ძე ბუნინმა პარიზულ გაზეთში დაწერა რომ ღმერთმა მომავალ "ახალ" რუსეთსაც რომ მისცეს ყველაზე უხვი სიკეთეები ის  ვინ იცის როდის იხილავს  ისევ  ნაბოკოვებს.

მოკლული იყო ნაბოკოვების სახელგანთქმული გვარის უბრწყინვალესი წარმომადგენელი. ის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრის შვილი,რუსეთის მრავალი ცნობილი მოღვაწის შთამომავალი და ნათესავი., მომავალში რუსული ემიგრაციის ყველაზე ცნობილი პროზაიკოსი ვლადიმირ ვლადიმირის ძე ნაბოკოვის მამა. 

June 14, 2012

სტროუბ ტელბოტი:

მამა ბუშს გული ჰქონდა გორბაჩოვისთვის მოსაწონ ადგილას!
"1987 წლის 10 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი პირველი ვიზიტის დასრულებისას მიხაილ გორბაჩოვი გამოვიდა თეთრი სახლიდან,
დაემშვიდობა რონალდ რეიგანს და ვიცე-პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად დაჯდა თავისი შავი ლიმუზინი "ზილის" უკანა სკამზე. მანქანა გაგორდა. ენდრიუსის სამხედრო-საჰაერო ბაზისკენ. ცრიდა. და ბუშმა უთხრა გორბაჩოვს რომ მას მოუვიდა იდეა,მაგრამ ურჩევნია რომ გორბაჩოვმა არ თქვას ის რასაც მოისმენს ეხლა. გორბაჩოვმა თავი დაუკრა. 

1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილი იყო სამი კვირა და ვიცე-პრეზიდენტი უკვე ატარებდა აქტიურ კამპანიას რათა წარდგენილი ყოფილიყო კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან. სენატის ლიდერი მისი პარტიიდან რობერტ დოული კანზასიდან რამოდენიმე გამოკითხვის თანახმად მას წინ უსწრებდა. 

June 3, 2012

ისევ დავით სარაჯიშვილზე, კაცი კაცისგან ფასდება:


საქართველო არაა სტალინის ქვეყანა, საქართველო დავით სარაჯიშვილის ქვეყანაა. რუსულმა  გაზეთმა "ზაკავკაზსკაია რეჩ" (№140, 25.06.1911) გამოაქვეყნა კავკასიის მთიელთა გამოხმაურება დავით სარაჯიშვილის გარდაცვალებაზე:
„ჩვენ, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წარმომადგენელი ინგუშები და ოსები,  ვუმსამძიმრებთ გარდაცვლილი დავით ზაქარიას ძის ოჯახს. დაუვიწყარი დ.ზ. იყო კულტურისა და მრეწველობის პიონერი ინგუშებში, ოსებში. მან აამაღლა ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობა და უზარმაზარი ბიძგი მისცა უკეთესი მომავლისაკენ. ამ დიდსულოვანი ადამიანის, დამცირებულთა და ღარიბთა ამ დამცველის ქველმოქმედება იმდენად დიდია რომ ყოველი მთიელი უფლის კურთხევით წარმოთქვამს გარდაცვლილის სახელს.  მისი სახელი ჩვენს გულებში მუდამ წარუშლელი დარჩება. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ათასი მაგალითი იმისა თუ როგორ მოდიოდა ჩვენში ყველგან დავით სარაჯიშვილი და როგორ ეხმარებოდა გაჭირვებულებს.... სულეიმან ბულატოვი, ბანუხო ბატაევი, ისაი ბაჩალოვი, მუხტარ კატაევი, მაგომედ მუტალიევი".

ცოტა რამ დავით სარაჯიშვილზე:
საქართველოს ერთ-ერთი დიდი შვილი, ცნობილი მეწარმე, სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწე, ევროპულად ნასწავლი და ქართულად აღზრდილი დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი დაიბადა ტფილისში1848 წლის 28 ოქტომბერს.

მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს 1710 წელს. მაშინ ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ რუსეთთან, ოსმალეთთან, სპარსეთთან და ა.შ.
დავითის პაპა დავით გიორგის ძე სარაჯიშვილი  (1745-1845) იყო ცნობილი შეძლებული მოქალაქე. მან სახელი გაითქვა როგორც ქველმოქმედმა, ჰქონდა კომერციის მრჩევლის წოდება. ცნობილი გახდა იმით რომ პირველმა გაიყვანა გზები კავკასიის მთებში და საფუძველი ჩაუყარა ვაჭრობას რუსეთთან. ის და მისი ძმა მიხეილი სანოვაგეს აძლევდნენ საქართველოში მდგომ რუსულ ჯარებს.

ალეკსანდრ გორბოვსკის მასალები ძველი და ახალი ჰუმანიზმის შედარებისთვის:

ლეონარდო
 გადმოცემის თანახმად ინდოეთის იმპერატორ აშოკას (ძვ.წ.273-239 წწ.), ინდოეთის გამაერთიანებელი ჩანდრაგუპტას შვილიშვილს სურდა დიდი პაპამისის სწორად ყოფნა. ის თვლიდა რომ საუკუნეებში სახელის განთქმის საუკეთესო საშუალებაა ომი და ის სათავეში ჩაუდგა ომს მეზობელი სამეფო კალინგას წინააღმდეგ.

კალინგას მკვიდრნი თავდაუზოგავად უწევდნენ წინააღმდეგობას აშოკას. ერთ-ერთ ბრძოლაში აშოკას ჯარისკაცებმა დახოცეს მოწინააღმდეგის 7000 მეომარი. სასაკლაოს შემდეგ ბრძოლის ველზე მივიდა იმპერატორი.

აშოკას თავზარი დასცა მოკლული და მომაკვდავი მეომრების ნახვამ.

ცხოვრების დარჩენილი წლები აშოკამ უძღვნა მეცნიერებებს, ბუდიზმის გავრცელებას და აღმშენებლობით მოღვაწეობას. ომის სანახაობისგან თავზარდაცემულმა მან გადაწყვიტა გაეკეთებინა ყველაფერი რათა ადამიანს აღარასოდეს ეფიქრა ადამიანის მოკვლაზე.

სომხეთის პატივისმცემელთა ინტერნაციონალზე:


სომხეთის და სომეხთა უთვალავი თაობის გარჯის პატივისმცემელთა ინტერნაციონალი
საფრანგეთში ამ მოძრაობაში გადამწყვეტი როლი შეასრულა პოეტმა არშაკ ჩობანიანმა. //1872-1954//. 1895 წელს ის კონსტანტინეპოლიდან გადასახლდა პარიზში. მან ევროპელებს გააცნო თავის თანამემამულეთა ტანჯვა-მარტვილობა,სომხეთის სილამაზე და სახე და სომხეთს და სომეხ ხალხს მალე გაუჩინა მრავალი პატივისმცემელი. სომხური მწერლობის ჭშმარიტმა ელჩმა ჩობანიანმა ფრაგულ საზოგადოებას აჩვენა სომხური კულტურის საგანძური. არშაკ ჩობანიანს აქტიურად უჭრდნენ მხარს ანატოლ ფრანსი,ჟორჟ კლემანსო,ჟან ჟორესი და მრავალი სხვა. რამგავართა პარტიის წევრი ჩობანიანი თანამშრომლობდა დაშნაკ ჰოვანეს ლორის მელიქიანთანაც. ჩობანიანის საქმიანობის წყალობით მრავალი მწერალი,მხატვარი და პოლიტიკოსი გახდა აქტიური არმენოფილი.

June 2, 2012

როგორ როგორ ამშვენებდნენ ბოლშევიკების მიერ დევნილები ევროპას:

Как русские Париж покорили
ფელიქს იუსუპოვი მეუღლეთი.
honestlil рассказала удивительную историю о том, как в начале прошлого века русские эмигранты повергли в шок парижских модниц.


honestlil Эмиграция всегда трагедия, но отнюдь не всегда неудача. Брак не всегда любовь и страсть, но непременно – сотрудничество. Думаю, такими словами вполне можно говорить об этих двух людях. Их звали : его – Феликс, а ее – Ирина.
ემიგრაცია მუდამ ტრაღედიაა, მაგრამ ყოველთვის არაა წარუმატებლობა. ქორწინება ყოველთვის არაა სიყვარული და ვნება, მაგრამ აუცილებლად არის თანამშრომლობა. ვფიქრობ რომ ასე შეიძლება ლაპარაკი ამ ორ ადამიანზე. მამაკაცს ერქვა ფელიქსი,მადილოსანს-ირინა.
    
კაცია ნოღაელი მურზებისაგან მომდინარე ძველი გვარის შთამომავალი. ოქსფორდში ნასწავლი ლამაზი კაცი,ზღაპრული ქონების მემკვიდრე. ამბობდნენ რომ იუსუპოვები რომანოვებზე უფრო მდიდრები იყვნენ. ქალი თვალისმომჭრელი მზეთუნახავია, სამეფო ოჯახის წევრი, ქვრივი იმპერატრიცას საყვარელი შვილიშვილი. 

May 24, 2012

უკეთ გავიცნოთ მეზობლები:დიდი ბერდიაევი რუსული ხასიათის ზოგ თვისებაზე:

Николай Бердяев
О СВЯТОСТИ И ЧЕСТНОСТИ
Оп. в книге "Судьба России", 1918 г.
წიგნში "რუსეთის ბედი", 1918 წ.
ნიკოლაი ალეკსანდროვიჩ ბერდიაევი //1874-1948// არის რუსეთის იმპერიაში, კიევში დაბადებული და პარიზთან კლამარში გარდაცვლილი სახელგანთქმული რუსი რელიგიური და პოლიტიკური მოაზროვნე-ფილოსოფოსი,ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელი.ბოლშენიკებმა 1922 წელს დააპატიმრეს და გააგდეს რუსეთიდან 

ფრგმენტები:
 I
კ.ლეონტიევი ამბობს რომ რუსი ადამიანი შეიძლება იყოს წმინდანი მაგრამ ვერ იქნება პატიოსანი. პატიოსნება დასავლურ-ევროპული იდეალია. რუსული იდეალია-სიწმინდე.

 კ. ლეონტიევის ფორმულაში არის გარკვეული ესთეტიკური გადაჭარბება,მაგრამ მასში არის უეჭველი ჭეშმარიტება. მასში დასმულია რუსული ფსიქოლოგიის საინტერესო პრობლემა.

რუს ადამიანს მაინც და მაინც კარგად არ ესმის რომ პატიოსნება სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის,რომ პატიოსნება დაკავშირებულია ადამიანის ღირსებასთან,რომ ის აყალიბებს პიროვნებას. 
 პიროვნების ზნეობრივი თვითდისციპლინა არასოდეს  ჩაუთვლიათ ჩვენში დამოუკიდებელ და უმაღლეს ამოცანად.  

May 16, 2012

მოგონებებიდან მსოფლიოს გამაბედნიერებელ პერესტროიკაზე:

საბჭოთა ლომები-ანდროპოვი
და გორბაჩოვი
 "მე ვხედავდი თუ როგორ ამკვიდრებდა კრიუჩკოვი რუსეთში "მრავალპარტიულობას", ხოლო  გრუდან გადამდგარი ჟირინოვსკი ზედიზედ ქმნის ებრაულ ჯგუფს "შალომ", "დემოკრატიულ კავშირს" ნოვოდვორსკაიასთვის და ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას. სახელი კრიუჩკოვმა აიღო ოპერაციიდან "ტრესტი". და მთელი "პერესტროიკა" აგებულია ნკვდს და კომინტერნის ოპერაციებიდან საზღვარგარეთისთვის-1961 წელს გაქცეულმა კგბს პოლკოვნიკმა გოლიცინმა ნახა და აღწერა შელეპინისთვის დაწერილი ეს პროექტი რომელიც გამოსადეგი აღმოჩნდა გორბაჩოვისთვის.კგბმსაიდანაც ელცინმა გაანთავისუფლა 30 კაცი,არაფერს კარგავდა იყო თამაში კრემლთან... "დანარჩენი რუსულად ინებეთ...

May 15, 2012

მშვენიერ და უბედურ დავით გარეჯზე და ა.შ.


 ლადო მირიანაშვილი // საქართველო – აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრის  გარეჯის მონაკვეთის  ისტორია 
(ეს სტატია განსხვავებული სათაურით – „საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში“ გამოქვეყნდა ჟურნალში „კავკასიოლოგიური ძიებანი“ #1, 2009, გვ. 493–501)
საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრების დადგენის აუცილებლობა დააყენა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ თურქეთთან არის შეთანხმებული. დანარჩენ მოსაზღვრე ქვეყნებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება. საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში რამდენიმე სადავო უბანია. 2007 წლის დასაწყისისთვის ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვრის 480 კილომეტრიანი მონაკვეთიდან მხოლოდ 310 კილომეტრი იყო მხარეებს შორის შეთანხმებული. ეს პროპორცია დღემდე დიდად არ შეცვლილა. ერთ-ერთ შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართული სულიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის სამი უმნიშვნელოვანი ძეგლი: ჩიჩხიტურის, უდაბნოსა და ბერთუბნის მონასტრები მდებარეობს. სამივე მათგანი დავითგარეჯის ერთიანი სამონასტრო კომპლექსის განუყოფელია ნაწილია. ის ტერიტორია, რომლზეც ზემორე მონასტრები მდებარეობენ, ისტორიულად ყოველთვის საქართველოს კუთვნილება იყო. აზერბაიჯანის მფლობელობაში ის დე ფაქტო მხოლოდ 1921 წლის 8 ნოემბერს, ხოლო დე იურე – 1924 წლის 20 ნოემბერს გადავიდა. საზღვრის

May 9, 2012

პუტინოზავრთა გამზრდელი "დიადი ხანა",დავიწყებული 9 მაისი:

პუტლერისიმუს პირველი
და იმედია უკანასკნელი  
 კიდევ ერთი 9 მაისი, როგორ სპობდნენ საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო იმის «ზედმეტ» ინვალიდებს:   ომის ინვალიდები როგორც მარცხის თუ ძნელი გამარჯვების,სარდალთა შეცდომების როგორც წესი უკვე უშიშარი მოწმეები არ უყვართ არც გამარჯვებულებს და არც დამარცხებულებს.

 1946 წლის 9 მაისს ნკვდმ დაუარა ინვალიდებს,შეკრიბა ყველა,ჩაყარა მატარებლებში და გაუშვა სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში და დიადი საბჭოეთის სხვა ბანაკებში. ეს უდანაშაულო ხალხი არ გაუსამართლებიათ. უბრალოდ მათ თავისი გარეგნობით არ უნდა შეეწუხებინათ საბჭოთა კავშირის დანარჩენი მოკავშირეები. აქცია მოაწყო პირადად ჟუკოვმა. ინვალიდები გაიყვანეს საბჭოთა კავშირის ყველა დიდი ქალაქიდან. «გაწმინდეს» ქვეყანა. ინვალიდები ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, ვარდებოდნენ ლიანდაგზე, მაგრამ მათ აყენებდნენ და მიყავდათ. გადაასახლეს უხელფეხო ხალხიც.

სოლოვკებზე ისინი ზოგჯერ გაჰყავდათ სუფთა ჰაერის ჩასასუნთქებლად და თოკებით კიდებდნენ ხეებზე. ზოგჯერ იქ ივიწყებდნენ და ისინიც იყინებოდნენ. ისინი ძირითადად 20 წლის ბიჭები იყვნენ.

May 7, 2012

გაგრა,მწარე მოგონებებიდან:

KvirisPalitra.Gე
ვერსია
29-08-2011
გაგრა, 2 ოქტომბერი...
(გაგრძელება. დასაწყისი ##33-34)
"მე  ბიჭებთან ერთად მოვედი, რათა ჩვენს ძმებს, აფხაზ ხალხს დავეხმაროთ. შევაჩეროთ ეს გენოციდი, ქართველი ფაშისტების შემოსევა, რომელიც ბინძურმა პოლიტიკოსებმა, ახალგაზრდა ფაშისტებმა და ნარკომანებმა გააჩაღეს... კავკასიური ომი ჯერ არ დაწყებულა, ეს მხოლოდ მოთელვაა. ჩემი ბიჭები მზად არიან, თავი გაწირონ თავისუფალი აფხაზეთისთვის, ჩემს რაზმში არიან  მოხალისეები, ჩეჩნები, ინგუშები, აფხაზები, ადიღელები - ინტერნაციონალური ჯგუფია. ჩვენ აქამდე უღელტეხილები ფეხით გადმოვიარეთ, ორი დღე მშიერ-მწყურვალნი მოვდიოდით. ძნელი იყო, მაგრამ მიზანი ყველაფერს გიიოლებს. დიახ, გაგრა მე, შამილ ბასაევმა ავიღე!"
შამილ ბასაევი,
5 ნოემბერი, 1992 წ.

1992 წლის 14 აგვისტოს გაგრაში 350-კაციანი აფხაზური სამხედრო დაჯგუფება შემოვიდა და განთიადისკენ მიმავალი გზის მონაკვეთი გადაკეტა. სავარაუდოდ, გაგებული ჰქონდათ, რომ იგეგმებოდა ქართული სამხედრო დესანტის გადმოსხმა ზღვიდან ლესელიძის მიმართულებით. გაგრაში იმ დროისთვის მხოლოდ  ადგილობრივი პოლიცია იდგა (გაგრის "მხედრიონი", რომელიც მანამდე სანატორიუმ "თბილისში" შეიკრიბა, ერთი კვირით ადრე შინ გაუშვეს). ,"მხედრიონმა" მობილიზაცია ორიოდე საათში მოასწრო და კოლხიდის სკოლის შენობაში ქალაქის დასაცავად პოლიციის სამსახურებთან ერთად სამხედრო შტაბი შეიქმნა.