July 13, 2012

სახელგანთქმული ლიტველ-პოლონელი ჩესლავ მილოშის გახსენება:

ა ჩესლავ მილოში
... 1945 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაიპყრო ახალმა საბჭოთა რელიგიამ. ვარშავის ინტელექტუალურ წრეებში მაშინ ძალიან მოდური იყო კომუნიზმის შედარება ადრეულ ქრისტიანობასთან...…

ანალოგიები, ანალოგიები…ჩესლავ მილოში, «დამონებული გონება».

ისევ სახელგანთქმული ლიტველ-პოლონელი მწერლის გახსენება (იმიტომ რომ ის დაიბადა 100 წლის წინ ანუ 1911 წელს ანუ წელს საიუბილეო წელია და არა მარტო მაგიტომ…

« ... 1945 წელს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაიპყრო ახალმა საბჭოთა რელიგიამ. ვარშავის ინტელექტუალურ წრეებში მაშინ ძალიან მოდური იყო კომუნიზმის შედარება ადრეულ ქრისტიანობასთან. კარგი იქნება გადავიკითხოთ გიბონის წიგნი «რომის იმპერიის დაკნინება და დაცემა», მასში ბევრი ანალოგიაა...

დაშლისა და ხრწნის ატმოსფერო, სექსუალური გადახრები, ნარკოტიკების გავრცელება, რაღაც საყრდენის ამაოდ მაძიებელი აზრის უსახლკარობა, ყალბი გაქრისტიანებები, ფსიქიური ავადმყოფობები, დისონანსებზე დაფუძნებული გიჟური მუსიკა.

July 10, 2012

პერესტროიკის და საბჭოთა ლიბერალიზმის ძირითადი კანონი:

თუ  საქართველო მოინდომებს ბოლშევიკების მიერ დანგრეული დემოკრატიული საქართველოს აღდგენას მას დედას ვუტირებთ ბოლშევიკების მიერ შექმნილი საბჭოთა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მეშვეობითო,ბრძანა 1990 წლის 3 აპრილს საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ ნობელის პრემიის ლაურეატები გორბაჩოვის და სახაროვის თამადობით.

ПОРЯДКЕ РЕШЕНИЯ ВОПРОСОВ, СВЯЗАННЫХ С ВЫХОДОМ СОЮЗНОЙ РЕСПУБЛИКИ ИЗ СССРЗАКОН ВЕРХОВНЫЙ СОВЕТ СССР 3 апреля 1990 г. N 1409-I(ВВСС 90-15)

Статья 2. Решение о выходе союзной республики из СССР принимается свободным волеизъявлением народов союзной республики путем референдума (народного голосования). Решение о проведении референдума принимается Верховным Советом союзной республики по собственной инициативе или по требованию, подписанному одной десятой частью граждан СССР, постоянно проживающих на территории республики и имеющих право голоса согласно законодательству Союза ССР.

July 7, 2012

მასალები დელენინიზაციისთვის.ლენინის ერთი მოწონების წლისთავი:

July 1, 2012

არქივი, დაშნაკები, ლიბანი, აფხაზეთი და ა.შ:

პოლიტიკური სამყარო სულ მცირე ისეთივე რთულია როგორც სიმღერის სამყარო და კიდევ უფრო სასტიკი და დაუნდობელი, კიდევ უფრო ცინიკური. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის //ნკვდს// მოხსენება //ფრაგმენტი, დანარჩენი რუსულადაა//.

№ 828/ბ აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ოჩამჩირის რაიონში გერმანელი დივერსანტი პარაშუტისტების დაკავების შესახებ. 1942 წლის 10 მაისი.
აფხაზეთის სსრ ნკვდს შეტყობინებით 1942 წლის 8 მაისს დილის 5 საათისთვის ოჩამჩირის რაიონის მოქვის სოფლსაბჭოს ახლოს გერმანული თვითმფრინავიდან დიდი სიმაღლიდან გადმოყარეს 4 გერმანელი მზვერავი დივერსანტი.
დაშვებიდან ცოტა ხნის შემდეგ მომსპობი ბატალიონია მებრძოლებმა კოლმეურნეებთან ერთად დაიჭირეს 2 მზვერავი-კ.კ.ადრიანი//ნიკოლაევის ოლქის აღმასკომის თავმჯდომარის ყოფ.მძღოლი// და სო. კოჩკონიანი სოფელი ოტარა-არმიანსკაიადან. მათ ჰქონდათ გამართული რადიოსადგური,ასაფეთქებელი მოწყობილობები,იარაღი და კავკასიის გერმანული რუკა.

June 29, 2012

სტალინის, მაოს და პერესტროიკის პრარაბების საყვარელი სუნ ძუ:

 Sun Tzu. Art of War / Сунь Цзы. Искусство войны
ისაა ძვ.წ. V საუკუნის ჩინელი სტრატეგოსი, მის ნაშრომს «ომის ხელოვნება» დღესაც კითხულობენ და სწავლობენ როგორც  დემოკრატიულ სამყაროში ისე კგბ-ს სკოლებშიც.რაც ეტყობა კიდეც თანამედროვეობას, მაგრამ ჯერ  შევჩერდეთ მის ერთ-ერთ პოზიტიურ ასპექტზე :
«… ჩინეთის მთელი ისტორია ბრუნავს დაპყრობისა და  მოქმედი, ვაჭრობის და გაცვლათა ჰარმონიულად მარეგულირებელი სახელმწიფოს    დაცვის და მისი დღეგრძელობის უზრუნველყოფის ირგვლივ. მთავარი იყო მოქმედი და ეფექტური სახელმწიფოს სიმტკიცის, მისი არსებობის გახანგრძლივების უზრუნველყოფა.

   მღელვარე, « მეომარ სახელმწიფოთა პერიოდებად» წოდებულ პერიოდებშიც როდესაც სამხედრო ბელადები ერთმანეთს ექიშპებოდნენ ქვეყნის სივრცის გულისთვის მიზნად რჩებოდა იმპერიის ერთიანობის აღდგენა ახალ საფუძვლებზე.ქვეყნის და სახელმწიფოს დღგრძელობის, ხანგრძლივობის ხელოვნება არის სტრატეგიის ამ კულტურის გულში და ჩინელებმა მათი ძლიერი კულტურით  მოახერხეს დროებით დამარცხებების ტერიტორიულ გამარჯვებებად გადაქცევა მათი დამპყრობელი მონღოლების და შემდეგ მანჯუების გაჩინელების გზით.
დღეს მონღოლეთის ნაწილი ჩინურია და ჩინურია მთლიანად მანჯურია.
შუაგულის იმპერიაში სიმდიდრე შედარებით იშვიათია და სამაგიეროდ ჩინელები დახელოვნებული არიან დროის გამოყენებაში. სწორედ ამ დროით განზომილებაში მოიპოვებენ ჩინელები მოქმედების თავისუფლებას და სარგებლობას ნახულობენ გარემოებათა შეცვლიდან.

არჩილ ჯაჯანაშვილის პუბლიცისტური წერილები:

ლიტერატურული ძიებანი 2002 №22 ჟურნალისტიკა
მაყვალა გაჩეჩილაძე
არჩილ ჯაჯანაშვილი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლია. მისი შემოქმედება უცნობია საზოგადოების დიდი ნაწილისათვის და აქამდე დაუმსახურებლად იგნორირებული. ამიტომ ზედმეტი არ იქნება მკითხველს გავაცნოთ მისი ბიოგრაფიული მონაცემები1.
არჩილ ჯაჯანაშვილი დაიბადა 1885 წლის მარტს თბილისში. დაამთავრა ქართული გიმნაზია და გაემგზავრა რუსეთში სწავლის გასაგრძელებლად. შევიდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ფილოსოფიური განყოფილების განხრით. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო 1903 წელს და მის შემდეგ 34 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში, როგორც ჟურნალისტი - პოლიტიკური მიმომხილველი, შესანიშნავი პუბლიცისტი, სალიტერატურო და თეატრალური კრიტიკის წარმომადგენელი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ტექსტოლოგი. შეადგინა და გამოსცა არჩილ ჯორჯაძის თხზულებათა მე-6 ტომი. 1912-14 წლებში ხელმძღვანელობდა „სახალხო გაზეთის“ გამოცემას, როგორც გამგე, გამომცემელი და რედაქტორი.
მოღვაწეობდა და იბეჭდებოდა მრავალ პერიოდულ გამოცემაში ოცამდე სხვადასხვა ფსევდონიმით და კრიპტონიმით - ა. ჯ., ჯ., არ. ჯ-შვილი, ბარელი, გარდელი, მეთვალყურე, უცნობი, მოუსვენარი და სხვა მრავალი.

ჩინეთის კულტურული ექსპანსია და პერესტროიკის პრარაბების მიერაც ნასწავლი სუნ ძუ:


თანამედროვეობის პრობლემები, ჰონკონგი:

დენ სიაო პინი და 
მარგარეტ ტეტჩერი 
მიუხედავად ყველაფრისა ძნელია ჩინელობა ჰონ კონგში...ჰონკონგი, წასვლა ინგლისურად,ინგლისელი ჯენტლმენები და ჰონკონგი:

კოლონია კოლონიზაციის გარეშე,ჰონკონგი, დიდად არ აინტერესებდა ინგლისელებს. ისინი ხელს არ უშლიდნენ მის ფენომენალურ ეკონომიკურ განვითარებას და მათ არაფრით შეუშლიათ ხელი ჰონკონგის ჩინეთისთვის დაბრუნებაში 1997 წელს.
ჰონკონგი,რომელიც ჩინეთმა 1898 წელს 99 წლით გადასცა ინგლისს, ოფიციალურად დაუბრუნდა ჩინეთს 1997 წლის პირველ ივლისს.

ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ 1984 წლის 16 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებით დადგენილმა ამ მოვლენამ დაასრულა შეხვედრებისა და მზადებათა გრძელი სერია რომლებმაც პეკინის მთავრობას მისცეს ტერიტორიის გაკონტროლების საშუალება.

დიდი ბრიტანეთი ამაში ხედავს მოლაპარაკებებით დეკოლონიზაციის მოდელის წარმატებას.

June 24, 2012

საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მსურველი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი:


1. ანარქისტი და პატრიოტი ვარლამ ჩერქეზიშვილი
ანარქიზმი „უმეტესწილად, ორი მოქიშპე იდეოლოგიის – ლიბერალიზმის და სოციალიზმის იდეური თანხვედრის წერტილია, სადაც ორივე იდეოლოგია ანტისახელმწიფოებრივ დასკვნებამდე მიდის.“[1]

კეთილი, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ქართველი ანარქისტები ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში იყვნენ ჩაბმულნი და ქართული სახელმწიფოს აღორძინებისთვის იღწვოდნენ. რა იწვევდა ამ პარადოქსს?
ზემოთ უკვე გამოვარკვიეთ, რომ სათავადო სახლების წყალობით გამეფებული ანარქია გვიანი შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე ღრღნიდა ქართულ საზოგადოებას და სწორედ სახელმწიფოს (სამეფოს) უმოკლებდა გასაქანს.  ამ ისტორიული გამოცდილების ფონზე ქართველ თავადთა გაინტელიგენტებულ ჩამომავლებში ანარქისტული პოლიტიკური ფილოსოფიის აღმსარებლების გამოჩენა, თითქოს, არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ  ქართული ანარქიზმის სახელგასმენილი ავტორიტეტის,  ვარლამ ჩერქეზიშვილის (1846-1925)  „საქმენი საგმირონი“ მაინც განსაცვიფრებელია.  მისი  და მისი თანამოაზრეების  (კომანდო გოგელია, მიხაკო წერეთელი…) დაუცხრომელი მოღვაწეობა ამინდს ქმნიდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ცხოვრებაში.

June 22, 2012

ნაპოლეონი იბრაგიმბეკი-1.

Ибрагимбек. Фото из архива автора статьи"ნაპოლეონი ლოკაიდან"- ასე ჰქვია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნასრედდინ ნაზაროვის ერთ-ერთ წიგნს ადრეულ საბჭოთა ისტორიაზე რომელიც ეძღვნება ათი წლის მანძილზე წითელი არმიისთვის, ტაჯიკეთის და მთელი შუა აზიის ხელისუფლებისათვის თავზარდამცემ იბრაგიმბეკს.

ამ კაცის ბედში აისახა შუა აზიის ხალხთა რთული და წინააღმდეგობრივი ისტორია. ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ავღანეთში იბრაგიმბეკი ვიღაცისთვის საძაგელი ბანდიტი და დაუნდობელი უწიგნური ველურია და ვიღაცისთვის ისაა მრავალი წლის მანძილზე დაუმარცხებელ წითელ არმიასთან მარტო მეომარი ეროვნული გმირი.

აქ  ვილაპარაკებთ იბრაგიმბეკის ბრძოლაზე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აღმოსავლეთ ბუხარაში 1921-1926 წლებში და მისი ემიგრანტული ცხოვრების პერიპეტიებზე,მის მონაწილეობაზე ავღანეთის მისთვის უცხო სამოქალაქო ომში 1931 წლის ქპრილში ტაჯიკეთში დაბრუნებამდე...

იბრაგიმი დაიბადა 1889 წელს კიშლაკში კოკტაში //დუშაანბეს სამხრეთი ნაწილის მიმდებარე თანამედროვე რაიონი რუდაქი// და იყო ტომი ლოკაის,გვარი ისანხოჯას წევრი. ისანხოჯელები ცხოვრობდნენ სხვა უზბეკ ტომებთან და ტაჯიკებთან ერთად ვრცელ ტერიტორიაზე კოკტაშიდან იავანამდე და დანგარის ველის ჩრდილო ნაწილამდე. ლოკაელები და მათი მსგავსი ტომები //კონგრატები, იუზები, სემიზები,