![]() |
რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო და მომხიბლავი იყო პოლკოვნიკი-პრემიერ მინისტრი პუტინის გამოსვლა რომელმაც გამოაცხადა რომ მას უნდა არც მეტი და არც ნკლები - დიდი ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.
მანიაკი ძერჟინსკის ღირსეული მემკვიდრე პოლკოვნიკი პუტინის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის კონტინენტური გეოპოლიტიკის ისტორიული გამოხატულება.
ეს გეოპოლიტიკა იმთავითვე მიმართული იყო ევროპისა და რუსეთი-ევრაზიის სივრცის გაერთიანებისკენ ერთიან ეკონომიკურ,სტრატეგიულ და რესურსულ ზონად.
მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდა ნაპოლეონი რომელიც კონტინენტურ ევროპას უპირისპირებდა კუნძულ ინგლისს. აქედანა მისი პავლესთან და ალექსანდრე პირველთან დახლოების //მაგ.ტილზიტის ზავი// პერიოდები.
მეოცე საუკუნეში ამას ისახავდნენ მიზნად ევროპელი გეოპოლიტიკოსები //"კონტინენტური ბლოკი" ბერლინი-მოსკოვი-ტოკიო//.
საბჭოთა კავშირის ბოლო ათწლეულებში ანალოგიურ იდეებს ავითარებდნენ ბელგიელი ჟან ტირიარი //ევროსბჭოთა იმპერია ვლადივოსტოკიდან დუბლინამდე// და ეხლახანს გარდაცვლილი ფრანგი მწერალი და გეოპოლიტიკოსი ჟან პარვულესკუ //1929-2010// რომელმაც გავლენა მოახდინა ფრანგ პოლიტიკოსებზეცკერძოდ დომინიკ დე ვილპენზე და მთლიანობაში თანამედროვე ნეოგოლიზმზე//.







