August 27, 2011

მრავალი თანამედროვისთვის სამწუხაროდ უკვე ძველმოდური ფროიდიც


ეს ფროიდია 
ულტურული პროცესი არის ენერგიათა კალაპოტში მოქცევა და მათი გარდაქმნა...
 «კულტურული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ და თვალსაჩინო ნიშანს წარმოადგენს ინსტინქტების გაკეთილშობილება, განწმენდა» (ფროიდი) :
 «გაკეთილშობილების», « განწმენდის» კონცეფცია ფროიდმა ჩამოაყალიბა ნაშრომში «უქეიფობა ცივილიზაციაში» ( 1929),რომელიც გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა სათაურით « Das Unbehagen in der Kultur.» ეს ფრაზა არის ამ ნაშრომის მესამე თავში.

საინტერესო პირველი რომი: სამურაი რომაელები:



რომაელები
«...რომაული საზოგადოება ღირსების საზოგადოება იყო! ის სულაც არ ყოფილა დეკადენტური საზოგადოება რომელსაც ხშირად გვიჩვენებენ სატელევიზიო სერიალები.
    პასუხისმგებლობა აღიქმება როგორც ტვირთი და პატივი.
 რომაელი არისტოკრატები არ არიან ტკბობის და განცხრომა-სიამოვნებათა მოყვარულები.
 ისინი უფრო სამურაები არიან ვიდრე ორგიების მოყვარულები.

არა და ეს ღირსება სათნოებები არ ყოფილა მარტო დიდი ოჯახების დამახასიათებელი ნიშანი. 

August 26, 2011

ისევ და ისევ დაკნინებაზე:



ფოტო 1
(ფოტო 1: დენის არკანის ფილმები; "ბარბაროსთა შემოსევა", "ქმერიკული იმპერიის დაკნინება", "ადამიანური სიყვარული და ადამიანის ნაშთები".)


25 წლის წინ კინემატოგრაფისტმა და ისტორიკოსმა დენის არკანმა გადაიღო ფილმი «ამერიკული იმპერიის დაკნინება» სადაც ის სასტიკად იგდებდა მასხრად თავისი თანამემამულე კვებეკელების ამაო ჰედონიზმს. დადგა ევროპის დრო ? დენის არკანს ესაუბრება ნორმან ბალარჟეონი.

ცივილიზაციის ძალა და განვითარება არაა დამოკიდებული მხოლოდ მის მატერიალურ თუ სამხედრო ძალაზე. ის პირველ რიგში ეყრდნობა ინდივიდთა სულიერ განწყობას და მდგომარეობას, მათ დამოკიდებულებას სიცოცხლესთან და სიკვდილთან, მათ მიერ შრომის თუ ბავშვების აღრზრდა-განათლების მნიშვნელობის გააზრებას. 

August 22, 2011

ზვიად გამსახურდია: აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობა

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმისადმი

მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება დღევანდელი აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობას.


კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილებას განაგებს უვარგისი და არაკომპეტენტური მუშაკი ფაჩულია, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმით აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმე კატასტროფამდის მიიყვანა. მისი მთელი “საქმიანობა”

August 15, 2011

გიორგი მარჯანიშვილი: პრომეთეული მოძრაობა, დიდი მადლობა ბატონ ეტიენ კოპოს!

გიორგი მარჯანიშვილი: პრომეთეული მოძრაობა, დიდი მადლობა ბატონ ეტიენ კოპოს!

იბნ ალ არაბი ( 1165-1245)


ისლამის მისტიკური და ეზოტერული განშტოება  სუფიზმის უდიდესი წარმომადგენელი და თეორეტიკოსი რომელმაც მიიღო უდიდესი მოძღვრის" ( აშ-შაიხ ალ აკბარ) წოდება.  სიყვარულის შესახებ:

"არსებობს სიყვარულის სამი ტიპი: 


      1.ღვთაებრივი სიყვარული; 
2.სულიერი სიყვარული; 
3. ბუნებრივი სიყვარული.  

რექვიემი შანხაისთვის: თანამედროვეობის სიგიჟე უტევს და სპობს თაობათა მიერ შექმნილ სილამაზეს...

ახალი  შანხაი
 «აღმოსავლეთის მარგალიტის» უბედურება: რას უშვრებიან შანხაის კომუნისტური იდეალებისაგან  განთავისუფლებული ჩინელი კომუნისტები:
რექვიემი შანხაისთვის :
ქალაქი იშლება, ქრება, ათასობით კოშკია აღმართული ამიერიდან  შანხაიში რომელიც ოდესღაც იყო აღმოსავლური ეგზოტიზმის მითიური განსახიერება.  ძველ კვარტალებს ბოლო მოუღო მასიურმა ნგრევამ და მოსახლეობათა გადასახლებამ. დარჩა მხოლოდ რამოდენიმე კუნძული რომლის გადაღებაც მათ შთანთქმამდე მოასწრო ფოტოგრაფმა გრეგ ჟირარმა.

August 12, 2011

მისტიკოსი ამირა აბდ ელ-კადერი (1808-1883):

 რაინდი აბდ ელ-კადერი
ეს მაჰმადიანი ქრისტიანებს იცავდა მაჰმადიანებისგან !!!
ევროპის საყვარელი აღმოსავლეთის სახეებიდან,
იყო არაბეთს მისტიკოსი ამირა აბდ ელ-კადერიც (1808-1883),
მოწყალე სამარიტელი აბდ ელ-კადერის ხსოვნას:

 ის არ ყოფილა მხოლოდ ალჟირის კოლონიზაციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი,ის ვინც იბრძოდა გენერალი ბუგოს « ჯოჯოხეთური კოლონების » წინააღმდეგ. იძულებით ლტოლვილობაში მყოფი, ფრანგების მიერ ნაღალატევი ამირა სულაც არ ოცნებობდა რევანშზე : მან უარი თქვა ყოველგვარ პოლიტიკურ ხელისუფლებაზე და აღმოჩნდა ერთდროულად თეოლოგი,მისტიკოსი და ფრანკ-მასონი.

August 11, 2011

უმბერტო ეკო: ახალი შუა საუკუნეები



უმბერტო ეკო
/თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა/
ის რომ დღეს მივდივართ მთვარეზე, ფეხბურთის მატჩებს რომ გადავცემთ თანამგზავრით და რომ ვიგონებთ ახალ ნივთიერებებს ძალიან კარგად შეესაბამება შუა საუკუნეების იმ უცნობ ასპექტს რომელსაც როგორც წესი უწოდებენ პირველ ინდუსტრიალურ რევოლუციას:
კოშმარული ზღაპარი ზღაპარია, მაგრამ მასშიც ალბათობაა :
ჯერ საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაცია არ დამთავრებულა და უკვე ახალი შუა საუკუნეები იწყება ?

August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი:

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი  (გაიძ მინასიანი წარმოშობით სომეხი ფრანგი  ექსპერტია)

სომხურ ტერორიზმზე
სომხებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს რუსეთის არმიის მოქმედება კავკასიაში. 
რუსეთის არმია დაინტერესებული იყო აზერბაიჯანელების და სომხების, აფხაზების თუ ოსების და ქართველების ერთმანეთზე გადაკიდებასა და გადამტერებაში. რათა ამით შეენარჩუნებინა თავისი პოზიციები ამიერკავკასიაში. დაახლოებით ასე იყენებდნენ ლიბანის შინაგან წინააღმდეგობებს სირიელები რომელთა მიზანიც იყო ლიბანში გაბატონება.

დაშნაკცუტიუნი მერყეობს «დიდსომხურ» ნაციონალიზმსა და თავისუფალი, გაერთიანებული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სოციალისტური სომხეთის მომცველ პლანეტარულ კონფედერაციაზე ინტერნაციონალისტურ ოცნებას შორის.

ასეთი სომხეთი კი დაშნაკთა აზრით უნდა იყოს რევოლუციური ბრძოლების შედეგი. ჰაიტადიზმს («სომხური საკითხი») უნდა სომხეთის და საყოველთაოს, რევოლუციური ძალადობის და საყოველთაო მშვიდობის პერსპექტივის დაკავშირება ერთმანეთთან.

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი, საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამომცემლობები, 2002, ჟან-მარი დემალდანის წინათქმა.
«ძველი არ ამთავრებს კვდომას, ახალი ვერ ახერხებს გაჩენას»  (რომენ როლანი).

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-2 :

სომხური რევოლუციური 
ფედერაცია დაშნაკცუტიუნის
 დამფუძნებლები
 1995 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბეირუთში ჩატარდა სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის XXVI ყრილობა. სომხეთში იმარჯვებს რელიგიური ნაციონალიზმი და იქმნება სამღვდელოებისა და ვაჭრების ალიანსი. სომხური რევოლუციური ფედერაცია სომხეთში აკრძალულია და დიასპორა მას ეჭვის თვალით უყურებს. აშკარაა რომ დაშნაკები უძლურები უყურებენ შეტევაზე გადასულ ლიბერალურ უტოპიას... აშკარა კრიზისია...ყრილობამ შეიმუშავა სახელმწიფო დაშნაკიზმის კონცეფცია რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს პრობლემის დაყენებას ცენტრში და ჰაიტადიზმის დაქვემდებარებას ლ.ტერ-პეტროსიანის რეჟიმისადმი. დაშნაკები უარყოფენ რევოლუციურ სოციალიზმს და მარუხიანიზმს და პროგრამად ისახავენ თავისებურ რაღაცას :

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-4 :

ჰაიტადიზმი არის რეალური სამყაროს სიმკაცრისა და ეთნიკური მოსპობის ფსიქოზის შეხვედრის შედეგი...
თავისი იდეების, ღირებულებებისა და მითების მქონე ჰაიტადიზმი, ეს ეროვნული მოძრაობა, გამოხატავს ერთ მოთხოვნას : ახალი სომეხი ერისა და მის ისტორიულ ტერიტორიებზე ახალი სომხეთის შექმნის მოთხოვნას. 

შესავალი 2:
ჰაიტადიზმი და სომხური რევოლუციური ფედერაცია:
თანამედროვეობასა და ტრადიციას შორის მოქცეული ჰაიტადიზმი ჩაფიქრებულია სომეხთა ახალ პარადიგმად და სოციოლოგიად და ქმნის სისტემას. მისი იდეების, ღირებულებებისა და მითების მქონე ეს ეროვნული მოძრაობა გამოხატავს ერთ

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-3 :

1.  სომხური საკითხი და ჰაიტადიზმი:
   სომხეთზე ლაპარაკს იწყებენ ძვ.წ.VII ს-ში. ამ სახელს უწოდებენ შავის ზღვის შუმადინარეთისგან და სამხრეთი კავკასიონის ქედის ანატოლიის ზეგნისგან  გამომყოფ რეგიონს სწორედ აქ, სომხეთში, ოდესღაც ურარტუში დამკვიდრდა ბალკანეთიდან წასული ინდოევროპელი ხალხი, განვითარდა და გადაიქცა სომეხ ხალხად რომელიც იყო 301 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიმღები პირველი ხალხი. სახელი

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-5:

რუსულ და ოსმალურ სოფლებში გაჩენილი სომხური რევოლუციური ფედერაცია კონსტრუქტივისტულ სოციალიზმში ხედავს სოციალიზმის ეროვნულ პროექტში გათქვეფის ორიგინალურ ექსპერიმენტს, სოციალიზმის და ნაციონალიზმის სინთეზს ( ანუ ნაციონალ-სოციალიზმს? მთარგმნელი) რომელიც მოიცავს უაღრესად ფართო პოლიტიკურ სპექტრს მომარქსისტო სოციალიზმიდან ტრადიციონალისტებამდე ხალხოსნების, ნაციონალისტების და ლიბერალების გავლით.

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-6:

1970 წელს მოხდა  სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის რადიკალიზაცია.
ფოტოზე: სომხური არადაშნაკურ-ანტიდაშნაკური მაგრამ ასევე ჩეკისტური ტერორისტული ორგანიზაცია "საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის"-ის დროშა (მთარგმნელი).

შესავალი 5. მესამე სამყაროს მომხრეობა და ტერორიზმი :
1970 წელს მოხდა  სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის რადიკალიზაცია.
  ესაა სტრატეგიული ტეხილი. დაშნაკებმა უარყვეს ძველი ანტისაბჭოთა სტრატეგია და ჩათვალეს რომ თურქეთის საწინააღმდეგო სტრატეგიაა ის რაც მათ დააბრუნებინებს დაკარგულ ტერიტორიებს. 

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-7:

«რეჟიმები იცვლებიან სომხეთი რჩება!»
სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს ახარებს ის რომ მოსკოვმა დაშნაკებს დართო სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში იატაკქვეშა დაშნაკური უჯრედების შექმნის ნება თურქეთთან ბრძოლის ერთადერთი პირობით.
  ნაწილი პირველი : ჰაიტადისტური კულტურული რევოლუცია (1972-1988) :
სტალინის სიკვდილის შემდეგ მოსკოვმა კავშირი დაამყარა ყველა ძალასთან (სახელმწიფოებთან, პარტიებთან, მოძრაობებთან) რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოში საბჭოთა კავშირის სახის შელამაზება და მონაწილეობის მიღება მსოფლიოში საბჭოთა ბრწყინვალების გავრცელებაში...

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-8 :

ლიბანი, სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის ცენტრი.
თავი პირველი :
ძირს თურქეთი (1972-1981) :  
ჰაიტადიზმის კულტურული რევოლუციის ინსტრუმენტად იქცნენ ლიბანელი სომხები და მისი მიზიდულობის ცენტრია ბეირუთი.  200 000 ლიბანელი სომეხი შეადგენს მთელი სომხური დიასპორის ყველაზე ინსტიტუციონალიზებულ თემს, რასაც ხელს უწყობს ლიბანის თავისებური,კონფესიიონალიზმზე და თემების თანაარსებობაზე დაფუძნებული სისტემა. ის  უზრუნველყოფს ქრისტიანების და მაჰმადიანების

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-9 :

 დაშნაკთა სამხედრო საბჭო:  
  ... ბევრი რამ გვაფიქრებინებს რომ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი თანამშრომლობდა სახელმწიფოთა (აშშ,საბჭოთა კავშირი,რუსეთი,საფრანგეთი,ინგლისი) სამხედრო ინსტიტუტებთან. Eეს ხსნის დაშნაკთა ქსელის საქმიანობის დიდად კონფიდენციალურ ხასიათს საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე. სომხური საკითხის კონფლიქტურმა ბუნებამ, მისმა გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ სხვადასხვა სახელმწიფოს სამხედრო დაზვერვებს უბიძგა ამ პარასამხედრო ქსელის ინსტრუმენტალიზაციისკენ...

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-11 :

თავი მეორე :
გადახრები და ნორმალიზაცია  1981-1988:
იმ დროს როდესაც სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მერყეობს და ეძებს ახალ გზას დასავლეთ ევროპის ნაწილს 1981-198 წლებში თავს დაატყდა ვარდისფერი ტალღა. და ამან ახალი იმედები გაუჩინა დაშნაკებს.

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-10 :

წითელი არმიის მიუნხენში და ბეირუთში მყოფი წარმომადგენლები ისევ დაუკავშირდნენ მას თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ. თურქეთმა და პაკისტანმა დაიწყეს თანამშრომლობა და გაურთულეს მდგომარეობა ავღანეთში მყოფ საბჭოთა ჯარებს...
  საბჭოელები ჰ.მარუხიანისგან მოითხოვენ ტერორის მიმართვას თურქეთის წინააღმდეგ პაკისტანში და ნატოს ყველა ქეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით.