დაშნაკთა სამხედრო საბჭო:
... ბევრი რამ გვაფიქრებინებს რომ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი თანამშრომლობდა სახელმწიფოთა (აშშ,საბჭოთა კავშირი,რუსეთი,საფრანგეთი,ინგლისი) სამხედრო ინსტიტუტებთან. Eეს ხსნის დაშნაკთა ქსელის საქმიანობის დიდად კონფიდენციალურ ხასიათს საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე. სომხური საკითხის კონფლიქტურმა ბუნებამ, მისმა გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ სხვადასხვა სახელმწიფოს სამხედრო დაზვერვებს უბიძგა ამ პარასამხედრო ქსელის ინსტრუმენტალიზაციისკენ...
დაშნაკების ქსელი თანდათანობით გავრცელდა მთელ მსოფლიოში და მან განამტკიცა კავშირები დაინტერესებულ სახელმწიფოებთან... ისაა აგრეთვე ზოგი უცხო სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურებისთვის, სომხური საკითხის განვითარებისთვის ხელის შემწყობი საიდუმლო სამსახურებისთვის სასარგებლო ცნობათა წყარო...
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის წონასწორობა არის ფედერაციეს გენერალური მდივნის მიერ ერთმანეთთან დაკავშირებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის,მსოფლიო ბიუროს და მეორეს მხრივ სამხედრო ხელმძღვანელობის, სამხედრო საბჭოს ხანგრძლივი ჰარმონიული თანამშრომლობის შედეგი...
სამხედრო საბჭო არის დაშნაკთა სისტემის გულში. ის ცენტრალური ბირთვის ირგვლივ ქმნის გადაულახავ წრეს. ის ხელს არ აწერს არანაირ კომუნიკეს, არასოდეს აჩენს თავის სახეს,არ აწყობს პრეს-კონფერენციებს და არ იძლევა ინტერვიუს.
სამხედრო საბჭოს სათავეშია 5-7 ადამიანი და 5000 წევრის მყოლი ამ საბჭოს მოწოდებაა შინაგან კრიზისებში ჩარევაც მას შემდეგ რაც საფრთხე დაემუქრება წონასწორობას. ის თავშეკავებული და განზე რჩება მანმადე სანამ კრიზისი იფარგლება იდეოლოგიური შეჯიბრით, დაახლოებით ისე როგორც ფრანგული რესპუბლიკური ტრადიციის თანახმად ჯარი არ ერევა პოლიტიკურ საქმეებში.
სამხედრო საბჭო შედგება მხოლოდ პროფესიონალი სამხედროებისგან და სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის გენერალური მდივანის დავალებით მას შეუძლია კავშირის დამყარება სომხური საკითხით დაინტერესებული სახელმწიფოების სამხედრო ორგანიზმებთან. ის თავის ერთ-ერთ წევრს ავალებს ანგარიშის ჩაბარებას პარტიის გენერალური მდივნისთვის. მას აქვს მრავალი ფუნქცია. მისი àოპერაციების კალენდარი ემყნობა სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის სტრატეგიულ არჩევანებზე და თავისებურად ავსებს სომხური საკითხის დაცვის კომიტეტის საქმიანობას. ის შოულობს აუცილებელ იარაღას და მოწყობილობებს. Oოპერაციებს აფინანსებს მსოფლიო ბიურო რომელიც იყენებს პარტიის მონეტარულ ფონდს.
სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის სამხედრო საბჭოს აქვს ქურთების,ესპანელი ბასკების,ბერძენი კვიპროსელების და პალესტინელების რევოლუციურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის უფლება.
ის სამხედრო ინსტრუქტორებს უგზავნის ქურთულ წინააღმდეგობას თურქეთში და მრავალ დაშნაკ აქტივისტს აგზავნის პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის საწვრთნელ ბანაკებში ( ამ ორგანიზაციის ლიდერი იასირ არაფატი კი საბჭოთა სამსახურებმა გაწვრთნეს მოსკოვთან ახლო არსებულ ბალაშიხას საწვრთნელ ბანაკში,მთარგმნელი).
სამაგიეროდ დაშნაკები არ ეხმარებიან მის მეგობარ სახელმწიფოებთან მებრძოლ ირანელ ქურთებს, საფრანგეთის კორსიკელებს და ბასკებს. სამხედრო საბჭო ეყრდნობა აქტიურ ქსელებს.
დაშნაკების დაზვერვის სამსახური გაშლილია მთელ მსოფლიოში, სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშიც კი. ახალგაზრდებისაგან,განსაკუთრებით ქალებისგან შემდგარი დაზვერვა ქმნის დოკუმენტაციას,შოულობს მოწყობილობას, პროპაგანდას უთმობს დაშნაკთა ახალგაზრდულ მოძრაობას,სამხედრო საბჭოს მეთვალყურეობით წერს კომუნიკეებს. Dდა ზოგჯერ უთვალთვალებს პარტიის ფედერაციას მსოფლიო ბიუროს არაპოპულარული ზომების გატარების მიზნით.
ამას გარდა სპეციალური ოპერაციების სამსახური შედგება მხოლოდ მაღალი სამხედრო განათლების მქონე დაშნაკებისგან (კომანდოები,პარაშუტისტები) და ხელმძღვანელობს ანჯარში,ბექაას ველზე არსებულ საწვრთნელ ბანაკებს. მას აკისრია შეიარაღებული მისიების შესრულება. მაგრამ ხელმძღვანელობა ეხლა ჯერ კიდევ ყურადღებას აქცევს მანქანის აწყობას... (გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment