1. სომხური საკითხი და ჰაიტადიზმი:
სომხეთზე ლაპარაკს იწყებენ ძვ.წ.VII ს-ში. ამ სახელს უწოდებენ შავის ზღვის შუმადინარეთისგან და სამხრეთი კავკასიონის ქედის ანატოლიის ზეგნისგან გამომყოფ რეგიონს სწორედ აქ, სომხეთში, ოდესღაც ურარტუში დამკვიდრდა ბალკანეთიდან წასული ინდოევროპელი ხალხი, განვითარდა და გადაიქცა სომეხ ხალხად რომელიც იყო 301 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიმღები პირველი ხალხი. სახელი
სომხეთი ისტორიაში დამკვიდრდა როგორც კონტროლის დამყარებისთვის ერთმანეთთან მებრძოლ სახელმწიფოებს შორის არსებული ბუფერული ზონა. ამ საერთაშორისო შეჯიბრის გზაჯვარედინზე სომხეთის სტატუსი იცვლებოდა ისტორიული ძვრების შესაბამისად, მაგრამ მან ყველანაირ პოლიტიკურ მდგომარეობაში შეინარჩუნა თავისი სახელი,თავისი რელიგია,თავისი ენა და თავისი ტრადიციები.
სომხეთი ისტორიაში დამკვიდრდა როგორც კონტროლის დამყარებისთვის ერთმანეთთან მებრძოლ სახელმწიფოებს შორის არსებული ბუფერული ზონა. ამ საერთაშორისო შეჯიბრის გზაჯვარედინზე სომხეთის სტატუსი იცვლებოდა ისტორიული ძვრების შესაბამისად, მაგრამ მან ყველანაირ პოლიტიკურ მდგომარეობაში შეინარჩუნა თავისი სახელი,თავისი რელიგია,თავისი ენა და თავისი ტრადიციები.
ევროპასა და აზიას, რუსეთსა და საშუალო აღმოსავლეთს შორის მდებარე სომხეთმა გადაიტანა XIX და XX საუკუნეების ყველა კრიზისი. ის მუდამ კონფლიქტშია. ის ცხოვრობს კონფლიქტში,რეაგირებს კონვულსიების შესაბამისად და მას არა აქვს სხვა ჰორიზონტი კონფრონტაციის გარდა. სომხეთს არსებობისთვის, შემოქმედებისთვის და მომავალში გადასასვლელ დ სჭირდება მუდმივი დაძაბულობა: და ყოველი გამოცდის და განსაცდელის ბოლოს სომხეთი უნდა საჩქაროდ იყოს ისევ აღმოჩენილი და ისევ გამოგონებული. I რესპუბლიკის ღერბის ლომის და არწივის მსგავსად სომხეთი იყურება ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებებით: არწივის სომხეთი სჭვრეტს დასავლეთს და ლომის სომხეთი-აღმოსავლეთს. სომხეთი კონტრასტების არსია: არწივის სომხეთი ჰაერის ბატონია მთებში და არის თავისუფლების და გაქცევის სიმბოლო. ლომის სომხეთი ბატონობს დაბლობებზე და განასახიერებს უსაფრთხოებას და ძალას მიწაზე.
აღმოსავლეთის სამ იმპერიაში, ოსმალეთში, რუსეთში და სპარსეთში გაფანტული სომხები პირველ მსოფლიო ომამდე ეწერებიან ამ საზოგადოებებში, ზოგჯერ მონაწილეობენ ამ სახელიმწიფოთა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხელს კიდებენ მომგებიან ვაჭრობას. სომხები წარმოადგენენ ერთდროულად რელიგიურ თემს და დახელოვნებულ ვაჭრობას მაგრამ ისინი არ შეადგენენ არც სომეხ ერს და არც სომხურ სახელმწიფოს.
XIX საუკუნის მეორე ნახევრის მეობის გამოღვიძება ზარტონგმა გამოიყენა ოსმალური და რუსული საზოგადოებების გადასავლურება და მოდერნიზაცია, გაიზიარა XVIII საუკუნის განმანათლებელთა და 1848 წლის ხალხთა გაზაფხულის იდეები და დაიწყო საზოგადოების ახალი მოდელის შენება. დაგრამ 1878 წლის ოსმალური რეფორმების და 1881 წლის რუსული რეფორმების მარცხმა ორი იმპერია გადაისროლა რეაქციულ ხანაში და დატოვა ოსმალეთის იმპერიის, ამ “ევროპის ავადმყოფის” დაშლა-დაქუცმაცების მომხრე დასავლური სახელმწიფოების პირისპირ.
ამ აღმოსავლეთის საკითხის უმცროსი ქალიშვილი სომხური პრობლემა გაჩნდა რუსულ-თურქული ომისთვის ბოლოს მომღები 1878 წლის ბერლინის ხელშეკრულების დადებისთვის და შევიდა სტაგნაციის და გაურკვევლობათა ხანაში.
დასავლეთის სახელმწიფოების გარანტიების მქონე რეფორმები სომხურ პროვინციებში არ განახორციელა ოსმალეთის იმპერიამ. სომხები აღორძინებიდან გადადიან რევოლუციაზე და სომხურ პრობლემას ამიერიდან იხსენიებენ როგორც სომხურ საკითხს ჰაი ტად თუ ჰაიტადიზმი ( გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment