ყრილობაზე დაშნაკებმა შეიმუშავეს ახალი უფრო შემტევი დოქტრინა, მესიანისტური სოციალიზმი...
1981 წელს ბრეჟნევმა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას მოუწოდა რომ აუცილებელი იყო ანგარიშის გაწევა მათი რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ მცხოვრები პიროვნებების კულტურული საჭიროებებისთვის.
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნისთვის ეს ნიშნავს მთიანი ყარაბაღის, ნახიჭევანის ( აზერბაიჯანის სსრ) და ჯავახეთის (საქართველოს სსრ) სომეხთა დაცვას.
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნისთვის ეს ნიშნავს მთიანი ყარაბაღის, ნახიჭევანის ( აზერბაიჯანის სსრ) და ჯავახეთის (საქართველოს სსრ) სომეხთა დაცვას.
დაშნაკები,მაშ სულაც არ უნდა იყვნენ საბჭოთა კავშირში დამოუკიდებლობის მოძრაობათა თავში. ისინი ირჩევენ პრაგმატიზმს... სომხური რევოლუციური ფედერაციის ინდეპენდანტიზმმა დაკარგა სიცოცხლისუნარიანობა. მესიანურმა სოციალიზმმა შეაბრუნა ტერიტორიული განთავისუფლების და დამოუკიდებლობის პრობლემების ურთიერთობა : ადრე ტერიტორიული განთავისუფლების მითი იდგა დამოუკიდებლობის მოთხოვნის სამსახურში,ამიერიდან დამოუკიდებლობის მითი ემსახურება ტერიტორიულ მოთხოვნას.
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი დატკბა საბჭოთა კავშირის მიმართ, მაგრამ გააქტიურდა თურქეთის წინააღმდეგ და მას ომი გამოუცხადა. ამდაგვარად სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საკითხის მომავალში გადატანა ნიშნავდა « ფაშისტ და შოვინისტ » თურქეთზე ზეწოლის მკვეთრად გაძლიერებას. დაშნაკებმა გადაწყვიტეს თურქული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების კონცენტრაცია ნატოს ქვეყნების შიგნით. გაიმარჯვა დაშნაკების ექსტრემისტულმა მემარცხენე ფრთამ.
ამას გარდა დაშნაკები კვიპროსის სოციალისტურ პარტიასთან და ქურთთა მუშათა პარტიასთან ერთად ქმნიან განთავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხების კომიტეტს და ცდილობენ ასე თურქეთის ალყაში მოქცევას. ამით ისინი იმედოვნებენ ყოფილი ოსმალური პროვინციები იუგოსლავიის,ბულგარეთის,საბერძნეთის და სირიის დაინტერესებას და ნამდვილი ანტითურქული სანიტარული კორდონის შექმნას. მესიანური სოციალიზმის სამხედრო ვერსიას, ომის ტერორიზმს, ემატება პოლიტიკური ნაწილი : სომეხთა გენოციდის აღიარება ამერიკის კონგრესის და ევროპარლამენტის მიერ, მაგრამ ასევე თურქულ-ამერიკული თანამშრომლობის შენელება და ევროპულ-თურქულ მოლაპარაკებათა მარცხი.
ტერორიზმზე დებატის მეორე მხარე ეხება ასალას (სომხურ საიდუმლო არმიას სომხეთის განთავისუფლებისთვის). ის კგბ-ს ფრთისქვეშ მოქმედებს თურქეთის, გერმანიის ფედერატული რესპუბლიკის და იზრაელის წინააღმდეგ.
ასალას წარმატების შემდეგ, მაგრამ აგრეთვე ამ ბრმა ტერორისტული აქტების ტალღის გასაჩერებლად, სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა შეუტია ასალას მომხრეთა წრეებს. ის მჭიდროდაა დაკავშირებული საფრანგეთის და საბერძნეთის მთავრობებთან და აწყობს საპასუხო მიტინგებს,წლისთავებს და ბანკეტებს. სომხური ტერორისტული ორგანიზაცია ასალა სიკვდილით ემუქრება დაშნაკების ხელმძღვანელებს...
ლიბანში დაშლილმა სომხურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ასალამ ( საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის) თავი შეაფარა სირიას, საბერძნეთს,კვიპროსს და თურქეთს. მისი წევრები იწვრთნებიან თურქულ ქურთისტანში, ქურთების მუშათა პარტიის ბანაკებში და იქცნენ ქურთული ტერორიზმის თანაშემწეებად. მათ ქვეყნის დიდ ქალაქებში შექმნეს ტერორისტული უჯრედები.
1982 წლის 7 აგვისტოს მოგზაურებითა და უცხოელი ტურისტებით სავსე ანკარა-
-ესენბოგას აეროპორტში მოეწყო შთამბეჭდავი ტერორისტული აქტი.
ეროპორტის დარბაზში შევარდა ორი კაცი, კრიკორ ზორაბიანი და ლევონ ეკმეჯიანი და მათ ცეცხლი გაუხსნეს გამვლელებს რის შედეგადაც დაიღუპა 11 და და დაიჭრა 73 ადამიანი. არასოდეს ჩაუდენია სომხურ ტერორიზმს ესოდენ სისხლისმღვრელი აქტი. პირველი ტერორისტი მოკლეს შეტაკებაში მაშინ როდესაც ეკმეჯიანი დანებებამდე წინააღმდეგობას უწევდა თურქულ ძალებს. დაჭრილი ეკმეჯიანი პოლიციამ სასწრაფოდ წაიყვანა ანკარას სამხედრო ჰოსპიტალში.
თურქულმა პოლიციამ დააპატიმრა ოცზე მეტი სომეხი და ქურთი რომლებსაც ბრალად ედებოდათ ორი ტერორისტისთვის თავშესაფრის მიცემა მაშინ როდესაც სომხური ხმები ამართლებდნენ ოპერაციას იმით რომ ეს მოხდა თურქეთში სადაც აუცილებელი იყო საზაფხულო ტურიზმისთვის დაბრკოლებების შექმნა. ეკმეჯიანს სამხედრო სასამართლომ 1982 წელს სიკვდილი მიუსაჯა. განაჩენის აღსრულებამდე 1983 წლის 29 იანვარს პირველმა სიკვდილმისჯილმა სომეხმა ტერორისტმა ეკმეჯიანმა ანკარას ციხეში მოინანია.
ანკარამ პარიზს,ათენს და ნიქოზიას სთხოვა სომეხი ტერორისტების მიმართ თანაგრძნობის შეწყვეტა. ანკარა ფიქრობდა რომ კვიპროსზე იყო ასალას საწვრთნელი ბაზები და დაემუქრა კვიპროსის მთავრობას ახალი ინტერვენციით თუ კი ის არ დახურავდა ამ ბაზებს.
ნატოს ქვეყნებთან ანტიტერორისტული თანამშრომლობა ეფექტური იყო, მაგრამ საქმე გართულდა მას შემდეგ რაც სომხურმა ტერორიზმმა შეუტია თურქულ სამიზნეებს კომუნისტური ბლოკის შიგნით ( გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment