«რეჟიმები იცვლებიან სომხეთი რჩება!»
სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს ახარებს ის რომ მოსკოვმა დაშნაკებს დართო სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში იატაკქვეშა დაშნაკური უჯრედების შექმნის ნება თურქეთთან ბრძოლის ერთადერთი პირობით.
ნაწილი პირველი : ჰაიტადისტური კულტურული რევოლუცია (1972-1988) :
სტალინის სიკვდილის შემდეგ მოსკოვმა კავშირი დაამყარა ყველა ძალასთან (სახელმწიფოებთან, პარტიებთან, მოძრაობებთან) რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოში საბჭოთა კავშირის სახის შელამაზება და მონაწილეობის მიღება მსოფლიოში საბჭოთა ბრწყინვალების გავრცელებაში...
წითელი არმიის ოფიცრები შეხვდნენ დაშნაკების ორ ხელმძღვანელს, ჰ. მარუხიანს ირანში და პაპკენ პაპაზიანს ერაყში და შესთავაზეს მათ სომხური რევოლუციური ფედერაციეს გაყვანა კაპიტალისტური ბლოკიდან და სამაგიეროდ დაპირდნენ სომხური პრობლემის გააქტიურებას საბჭოთა კავშირში, მთიანი ყარაბაღის შეერთებას სომხეთთან და საერთაშორისო მასშტაბით ყველაფრის გაკეთებას იმისათვის რომ 1915 წლის კატასტროფა აღიარებული იქნეს როგორც გენოციდი.
დაშნაკების დიასპორაში დაბადებულმა ხელმძღვანელებმა მიიღეს ეს წინადადებები.
ამას გარდა ამერიკულმა სტრატეგიამ ვერაფერი შეცვალა სომხურ-თურქულ ფრონტზე: თურქეთის შესვლამ ნატოში და სენტოში (1959) განამტკიცა მისი ტერიტორიული მთლიანობა და მოხდა საბჭოთა კავშირთან მისი საზღვრის მილიტარიზაცია. 1955 წლის ბერძნულ-
-თურქული კრიზისი კი გამოიხატა ახალი უკანონობებით სტამბოლის სომხების წინააღმდეგ.
საბჭოთა მხარე კი ასრულებს დაპირებებს და რთავს დაშნაკებს ერევანში გენოციდის წლისთავისადმი მიძღვნილი მანიფესტაციის მონაწილეობაში.
ხრუშჩოვის დროს საბჭოთა კავშირის ლიბერალიზაციის დროს ხელახლა აღიძრა მთიანი ყარაბაღის საკითხიც. ხრუშჩოვი 1961 წელს ერევანში იღებს სომხური დიასპორის არადაშნაკ წარმომადგენლებს და ახსენებს უცხოეთის სომხების რეპატრიაციის მეორე გეგმას. დაშნაკებისთვის სომხეთში დაბრუნების ამკრძალავი 1947 წლის რე-
პატრიაციის საწინააღმდეგოდ ახალი გეგმა უპირობო უნდა იყოს.
მაგრამ 1964 წლის თურქულ-ამერიკულმა კრიზისმა და კვიპროსის საქმემ შეაფერხა საბჭოთა-დაშნაკური განმუხხტვა. ამ ორმა ამბავმა გააადვილა საბჭოთა-თურქული თანამშრომლობის შეთანხმებების დადება და არამყარი გახადა საბჭოთა-დაშნაკური ურთიერთობები.
1965 წლის მანიფესტაცია დამთავრდა რეპრესიით და მთიანი ყარაბღის საკითხი დაიმარხა.
მიუხედავად ამისა ჰ.მარუხიანმა და პ.პაპაზიანმა დაიცვეს მათი შეთანხმება მოსკოვთან. ისინი დარწმუნებულები იყვნენ იმაში რომ ყინული გადნა და შეიძლებოდა მოსკოვთან ახალი ორმხრივი ურთიერთობების დამყარება მიუხედავად იმისა რომ მოსკოვი ორმაგ პოლიტიკას ატარებდა სომხური საკითხის მიმართ. ერთის მხრივ მოსკოვი ითმენდა სომხურ ნაციონალიზმს და მეორეს მხრივ ინარჩუნებდა მასზე კონტროლს რათა შინაგან აფეთქებას არ გაეაფთრებინა თურქეთი და მთლიანად მაჰმადიანური სამყარო.
სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გრძელდება ეროვნული მეხსიერების რეაბილიტაცია, იგება გენოციდის მსხვერპლებისადმი და 1918 წლის რესპუბლიკის გაჩენის აქტი სარდარაბადის ბრძოლისადმი მიძღვნილი მემორიალები. 1969 ნელს ერევანში როგორც გმირი მიიღეს დაშნაკთა მოხუცი ხელმძღვანელი გარო სასუნი.
მოსკოვმა ამაოდ შესთავაზა თურქეთს მკვდარი ქალაქი ანისის გაცვლა ორ აზერბაიჯანულ-თურქულ სოფელში.
სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს ახარებს ის რომ მოსკოვმა დაშნაკებს დართო სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში იატაკქვეშა დაშნაკური უჯრედების შექმნის ნება თურქეთთან ბრძოლის ერთადერთი პირობით.კავკასიაში მაშინ ჩნდება სტუდენტური მოძრაობა შანტი მაშინ როდესაც სომხეთში იქმნება დაშნაკების იდეებთან ახლო გაერთიანებული ეროვნული პარტია და ორგანიზაცია ჰაი ტად, რომლებიც ამის მიუხედავად ფორმალურად არ არიან დაკავშირებულნი სომხურ რევოლუციურ ფედერაციასთან.
ერევნისთვის ესაა მისი სუვერენიტეტის მოლოდინი,მაგრამ მოსკოვისთვის ესაა შუა აზიაში, კავკასიაში და თურქეთში პანთურქიზმის პირველი გამოვლინებებისთვის თვალყურის დევნის საშუალება.
1965 წლის დეტონატორმა გაიარა აქ და ვეღარაფერი შეაჩერებს სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის მიერ ანტისაბჭოურობისთვის ზურგის შექცევას და სტრატეგიულ გადახრას მესამე სამყაროთი შთაგონებული ნეიტრალიზმისკენ.
დაშნაკთა მსოფლიო ხელმძღვანელობა დარჩა გენერალური მდივანი ადურ კაბაკიანის უკან მდგომი პროამერიკელი მემარჯვენეების ხელში, მაგრამ 1963 წელს დაშნაკთა მსოფლიო ბიუროში ჰ. მარუხიანის და პ.პაპაზიანის არჩევამ შეცვალა მემარჯვენეთა და მემარცხენეთა ძალთა თანაფარდობა პარტიაში და ცვლილებას გაუძღვნენ პარტიის წევრთა უმრავლესობის შემადგენელი საშუალო აღმოსავლეთის დაშნაკები.
მემარჯვენე, სომხეთის დამოუკიდებლობის მომხრე და პარტიის ნაციონალისტური ტრადიციის ერთგული დაშნაკები დადგნენ სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის უკან რათა გაითამაშინ სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სუვერენიტეტის კარტა და მოითხოვონ სევრის ხელშეკრულების განხორციელება.
მათ აქვთ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობათა გართულების და თურქეთში ამერიკული ბაზების დახურვის იმედი.
მემარცხენე დაშნაკებს პარტიაში ისევ შეაქვთ სოციალიზმი. მათი გავლენით შეიქმნა სომხური საკითხის დაცვის კომიტეტი რომლის მიზანიცაა 1915 წლის გენოციდის აღიარება საერთაშორისო თანამეგობრობისა და თურქეთის მიერ...
ეს ორმაგი სტრატეგია, ეს ორბუნებოვნება სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს აძლევს მთელი პოლიტიკური სივრცის დაკავების ,თურქეთის მტრად გამოცხადების და მთავარ კითხვებზე პასუხის გაუცემლად ვირტუალური სომხური სივრცის შექმნის საშუალებას.
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი ისევ არ აღიარებს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას როგორც სრულფასოვან სუბიექტს და და იღებს ლოზუნგს « რეჟიმები იცვლებიან სომხეთი რჩება ». მაგრამ მისი მტრული განწყობა კომუნიზმისადმი იფარგლება იდეოლოგიური მტრობით ერევანთან მოსკოვთან დაპირისპირების გარეშე... (გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment