August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-5:

რუსულ და ოსმალურ სოფლებში გაჩენილი სომხური რევოლუციური ფედერაცია კონსტრუქტივისტულ სოციალიზმში ხედავს სოციალიზმის ეროვნულ პროექტში გათქვეფის ორიგინალურ ექსპერიმენტს, სოციალიზმის და ნაციონალიზმის სინთეზს ( ანუ ნაციონალ-სოციალიზმს? მთარგმნელი) რომელიც მოიცავს უაღრესად ფართო პოლიტიკურ სპექტრს მომარქსისტო სოციალიზმიდან ტრადიციონალისტებამდე ხალხოსნების, ნაციონალისტების და ლიბერალების გავლით.


შესავალი3:
რევოლუციური სინკრეტიზმი:
 წინაინდუსტრიულ რუსეთში და გლეხურ თურქეთში გაჩენილი სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მერყეობს პროგრესსა და კონსერვატიზმს შორის. რუსული და ოსმალური რეფორმების მიერ შთაგონებულმა პროგრესის მისმა იდეებმა ზურგი არ შეაქციეს დადგენილ რელიგიურ თუ პოლიტიკურ წესრიგს. მისი ხელისუფლების ლეგიტიმაცია სცდება პოლიტიკურ მოდელებს და თავს არიდებს შთანთქმას დასავლელების მიერ. მისი მისწრაფება ეროვნული ერთიანობისკენ კრძალავს ნგრევის ყოველგვარ იდეას. სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი ერთგულია სომხური ეკლესიისა რომელიც არის სომეხთა კოლექტიური მეობის ცემენტი და ორი იმპერიის სომხური თავისებურებების გამაერთგვაროვნებელი ძალა.

 ეროვნული პროფილის ერთ-ერთ მთავარ სოციოლოგიურ ნიშნად რჩება რუსეთის სომხების განსხვავება ოსმალეთის სომხებისგან სომეხთა გაორება.
  რუსულ და ოსმალურ სოფლებში გაჩენილი სომხური რევოლუციური ფედერაცია კონსტრუქტივისტულ სოციალიზმში ხედავს სოციალიზმის ეროვნულ პროექტში გათქვეფის ორიგინალურ ექსპერიმენტს, სოციალიზმის და ნაციონალიზმის სინთეზს ( ანუ ნაციონალ-სოციალიზმს? მთარგმნელი) რომელიც მოიცავს უაღრესად ფართო პოლიტიკურ სპექტრს მომარქსისტო სოციალიზმიდან ტრადიციონალისტებამდე ხალხოსნების, ნაციონალისტების და ლიბერალების გავლით.
  1907 წელს II ინტერნაციონალში გაერთიანებული სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი თანამშრომლობს ყველა ევროპულ სოციალისტურ მოძრაობასთან.

  მისი დამფუძნებლები სოციალისტები არიან, ემხრობიან მრავალფეროვან სოციალიზმს მაშინაც კი როდესაც მისი პოსტულატები არ შეცვლილა დროში და სივრცეში.
  სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი აერთიანებს ერთიანი და განუყოფელი სომეხი ერის მომხრე ს.ზავარიანის ნაციონალურ სოციალიზმს,ევოლუციონიზმის მომხრე მიკაელ ვარანდიანის (1872-1934) რეფორმისტულ სოციალიზმს, კლასთა ბრძოლის მომხრე როსტომის რევოლუციურ სოციალიზმს და დაშნაკებისთვის უცხო იდეებთან შედარებით მიწისთვის პირველობის და მთავარი ღირებულების მიმნიჭებელი ნიგოლ დუმანის (1867-1914) მესიანურ სოციალიზმს.
   რუსულ (1905), სპარსულ (1907) და ოსმალურ (1908) რევოლუციებში ჩაბმული სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი 1907 წლიდან კავშირს ჰკრავს ახალგაზრდა თურქებთან რომლებიც ხელისუფლებაში არიან 1912 წლამდე და პირველი მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობს რუსეთთან.
  1915 წლის გენოციდის შემდეგ დაზარალებული სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მოქმედებს იმპერიების ნანგრევებზე და 1918 წლიდან მის ხელშია ძალაუფლება სომხეთის რესპუბლიკაში.
 ის დაამარცხეს ბოლშევიკებმა და ქემალისტებმა, მაგრამ ეს მარცხი არ აიხსნება მარტო ქემალო-ბოლშევიკური ალიანსით. მიზეზი იყო აგრეთვე სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის მერყეობა სახელმწიფოსა და კონფედერაციას შორის რომელიც სახელმწიფოს აქცევდა დაშნაკური უტოპიის შხამის მომსპობ საშუალებად.

   სუვერენული სომხეთის ნგრევაზე, ამდენად სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნიცაა პასუხისმგებელი.

   4. ლტოლვილობა და აღდგენა :

  1920 წელს სომხეთის დამხობის შემდეგ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი ეწყობა ლტოლვილობაში,დიასპორის გულში და თავისუფალი სამყაროს დასაცავად უპირისპირდება საბჭოთა კავშირს.
  მაგრამ ჰაიტადიზმის განახლებისას, როდესაც 1965 წელს, სომეხთა გენოციდის წლისთავზე, ერევანში გაიმართა პირველი საჯარო დემონსტრაცია, დაშნაკები უარყოფენ ცივი ომის რეფლექსებს, მიყვებიან საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებს და ემხრობიან მესამე სამყაროს განთავისუფლების იდეოლოგიას.
 განმუხტვის პირობებში დამყარდა კავშირები საბჭოთა დიასპორულ კულტურებს შორის,მაგრამ გაჩნდა მეორე განხეთქილება: აღმოსავლეთის სომხები უპირისპირდებიან დასავლელ სომხებს.
  1950-ანი წლების ბოლოს სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა მიიღო საშუალო აღმოსავლეთში გავრცელებული სტრატეგიები, საშუალებები და რესურსები. მან აბსოლუტერ ბოროტებად გამოაცხადა მის შინაგან განხეთქილებებზე პასუხისმგებელი დასავლეთი.
  შეიძლებოდა გვეფიქრა რომ დაშნაკებში გახდნენ თავისუფლებისა და თანასწორობის მესამე გზის მაძებარი პროგრესისტები მაგრამ ამაში მას ხელს უშლის ეროვნული კონსერვატიზმი.
  სინამდვილეში სომხური რევოლუციური ფედერაცია ცდილობს ჩართვას 1951 წელს ფრანკფურტში აღდგენილ სოციალისტურ ინტერნაციონალში და იღებს არა იმდენად მუშათა კლასზე დაფუძნებულ სოციალიზმს რამდენადაც ანტიკოლონიალური ტიპის სოციალიზმს და ამდენად იოლადაა შთაგონებული საშუალო აღმოსავლური სახელმწიფოების ნაციონალური სოციალიზმით.
  დაშნაკების ქმედება მერყეობს სამართალსა და აჯანყებას შორის და ეწერება საერთაშორისო ნორმების კანონში და აზრში.
   1965 წელს შეიქმნა სომხური საკითხის დაცვის კომიტეტი, დაშნაკთა დიპლომატიური შტო რომელიც აღიარების და ხილულობის ნაკლებობის განმცდელ დაშნაკცუტიუნს განუმტკიცებს ლეგალურობას.
  მაგრამ სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნი არის აგრეთვე აჯანყების სტრატეგია რომელიც მოითხოვს რევოლუციას ზემოდან როგორც მორალურ ძალას და რევოლუციას ქვემოდან როგორც ტექნიკას, ორივეს როგორც ტოტალიტარული ფენომენი თუ თანდათანობითი პროცესის უმაღლესი სტადია (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment