სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა მოუწოდა მოსკოვი-ერევანი-თეირანის ღერძის შექმნისაკენ და მთიანი ყარაბაღი აქცია ამ სტრატეგიული ალიანსის ნევრალგიურ კვანძად... ყრილობამ დაშნაკებს მოუწოდა სამშობლოში სასწრაფოდ დაბრუნებისკენ რამაც ხაზი გაუსვა იმას რომ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი გორბაჩოვის მომხრეა და თავის სტრატეგიას უქვემდებარებს საბჭოთა კავშირის დღეგრძელობას...
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის დედა-სამშობლოში დაბრუნების ყრილობა :
1988 წლის აგვისტოში ათენში გაიხსნა სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის XXIV ყრილობა. დელეგატებს აკისრიათ 1920 წლიდან დაშნაკცუტიუნის ისტორიის მთელი ტვირთი. გასაბჭოების შემდეგ დაშნაკები არასოდეს ყოფილან ამდენად ახლოს სამშობლოში დაბრუნებასთან.
მსოფლიო კრებამ პირველად წამოიწყო დიდი დებატი საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეფორმების, ყარაბაღის მოძრაობის და გამოსამუშავებელი სტრატეგიის თაობაზე.
გამოიკვეთა სამი პოზიცია :
პარუირ აირიკიანის რადიკალური ინდეპენდანტიზმი.
ჰ. მარუხიანი თვლის რომ სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა უნდა დაადასტუროს 1985 წლის ყრილობის ხაზი და ხმა მისცეს თანამშრომლობას საბჭოთა კავშირის სამართლებრივ სახელმწიფოდ გადაქცევის მსურველ გორბაჩოვთან. ეს გადასვლა დაშნაკთა მსოფლიო ბიუროს აზრით ნიშნავს იმას რომ მოხკოვმა უნდა დაიწყოს საბჭოთა სახელმწიფოს პოლიტიკური და ტერიტორიული გადაწყობა. და ვინაიდან მოსკოვს არასოდეს განუცხადებია ყარაბაღის კომიტეტის არალეგიტიმურობა ყრილობამ მხარი უნდა დაუჭიროს რეფორმების პოლიტიკას ცენტრში ბალტიის და კავკასიის დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობებზე მინიშნების გარეშე ვინაიდან დღევანდელ მდგომარეობაში ყოველმა აჩქარებამ შეიძლება საფუძველი გამოაცალოს დემოკრატიზაციას და ხელი შეუწყოს საბჭოთა და აზერბაიჯანელ კონსერვატორებს...
ამით დაშნაკთა მსოფლიო ბიურომ ზურგი შეაქცია სომხეთის დამოუკიდებლობის მომხრე პარუირ აირიკიანის პოზიციას...
სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა მოუწოდა მოსკოვი-ერევანი-თეირანის ღერძის შექმნისაკენ და მთიანი ყარაბაღი აქცია ამ სტრატეგიული ალიანსის ნევრალგიურ კვანძად... ყრილობამ დაშნაკებს მოუწოდა სამშობლოში სასწრაფოდ დაბრუნებისკენ რამაც ხაზი გაუსვა იმას რომ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი გორბაჩოვის მომხრეა და თავის სტრატეგიას უქვემდებარებს საბჭოთა კავშირის დღეგრძელობას…
სტეპანაკერტში სამდღიანი შეჯახებების შემდეგ ს.არუტუნიანი ერევანში უხმაუროდ იღებს ჰ.მარუხიანს რომელიც ჩავიდა იმის სათქმელად რომ დაშნაკები მხარს დაუჭერენ სომხეთის არსებულ ხელისუფლებას თუ კი ერევანი იქნება მთიანი ყარაბაღის სომეხთა უსაფრთხოების გარანტი.
ერევანში საბჭოთა სამხედრო დაზვერვა გრუ-სთან თანამშრომელ დაშნაკებს შეუერთდნენ ლიბანელი,სირიელი,ირანელი დაშნაკი ინსტრუქტორები და ისინი იყვანენ პირველ მოხალისეებს მთიანი ყარაბაღისთვის... (გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment