სომხური მიზანი : გაერთიანება იარაღით:
კონფლიქტი მთიანი ყარაბაღისთვის უფრო პროფესიულ ფაზაში შევიდა 1992 წლის თებერვლიდან. ყოველი მხარე იმუშავებდა თავდაცვის ახალ პოლიტიკას.
პარტიზანი ფედაების დრო წარსულს ჩაბარდა. აზერბაიჯანელების შეტევებისთვის ხელის შემწყობმა გენერალმა საფონოვმა ანკლავი დატოვა 1991 წლის 25 დეკემბერს, მაშინ როდესაც საბჭოთა არმიის 366-ე ნაწილი დარჩა სომეხთა მხარეს.
ერევანი სარგებლობს რუსების მიერ ადგილზე დატოვებული იარაღის საწყობებით. საბერძნეთი იარაღს აძლევს სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს...
ინსტრუქტორების ცასაყვანად და მასალის ჩასატანად შეიქმნა ერევანი-ბეირუთი-დამასკოს საჰაერო ხიდი...
არ უნდა დავივიწყოთ არც მაფიის მიერ მიწოდებული და ნარკოტიკით ვაჭრობით მიღებული საქონელი.
კრიმინალთა ბანდებმა ისარგებლეს ძველი სოციოპოლიტიკური სტრუქტურების ნგრევით და განავითარეს თავისი საქმიანობა.
სხვა კომუნისტები აღმოჩნდნენ პარტიზანული ომის დამაფინანსებელი მაფიური ქსელების სათავეში. სანაცვლოდ ეს ქსელები ითხოვენ მთიან ყარაბაღში ყაყაჩოს პლანტაციების დაცვას.
წაიშალა საზღვარი პოლიტიკურ ჯგუფსა და ნარკოტიკით მოვაჭრეებს შორის.
ნარკოტიკთა გეოპოლიტიკური ლაბორატორიის მონაცემებით ნახიჭევანის რეგიონში თანაარსებობენ ქურთისტანის მუშათა პარტიის, დაშნაკების და სომხეთის სახალხო ფრონტის ქსელები...
აზერბაიჯანშიც აზერბაიჯანის კომპარტიისა და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის კონფლიქტი იარაღით ვაჭრობას მაფიას უგდებს ხელში და აზერბაიჯანში დატოვებული საბჭოთა იარაღი ხშირად სომხებს რჩება...
ამასობაში საბჭოთა არმიის 366-ე ნაწილის შეტევისას ეხმარება სომხებს...
ჰ. მარუხიანი ჩადის დამასკოში და ვიცე პრესიდენტ აბდელ ჰალიმ ხადამთან შეხვედრის შემდეგ იღებს სირიის სამხედრო დახმარებას...
************************************************
ეს ამჯერად გვეყოფა იმის დასანახავად თუ რა ძალები წარმართავდნენ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს და სინამდვილეში რა მასშტაბი ჰქონდა ყველაფერ ამას. დიდი მადლობა წარმოშობით სომეხ გაიძ მინასიანს იმისთვის რომ მოგვცა კულისებში შეხედვის საშუალება. დანარჩენი შემდეგ... ეხლა ამით დავამთავროთ.
No comments:
Post a Comment