August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-2 :

სომხური რევოლუციური 
ფედერაცია დაშნაკცუტიუნის
 დამფუძნებლები
 1995 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბეირუთში ჩატარდა სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის XXVI ყრილობა. სომხეთში იმარჯვებს რელიგიური ნაციონალიზმი და იქმნება სამღვდელოებისა და ვაჭრების ალიანსი. სომხური რევოლუციური ფედერაცია სომხეთში აკრძალულია და დიასპორა მას ეჭვის თვალით უყურებს. აშკარაა რომ დაშნაკები უძლურები უყურებენ შეტევაზე გადასულ ლიბერალურ უტოპიას... აშკარა კრიზისია...ყრილობამ შეიმუშავა სახელმწიფო დაშნაკიზმის კონცეფცია რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს პრობლემის დაყენებას ცენტრში და ჰაიტადიზმის დაქვემდებარებას ლ.ტერ-პეტროსიანის რეჟიმისადმი. დაშნაკები უარყოფენ რევოლუციურ სოციალიზმს და მარუხიანიზმს და პროგრამად ისახავენ თავისებურ რაღაცას :

  სახელმწიფო დაშნაკიზმმა სომხური რევოლუციური ფედერაციის გეოპოლიტიკური მოდელი გადაიტანა მხოლოდ რუსეთის სომხეთის მიწების გაერთიანებაზე და აღარ ახსენებს თურქეთის სომხეთს.
  სახელმწიფო დაშნაკიზმი მოითხოვს სომხური სივრცის შექმნას არაქსიდან ყირიმამდე ჯავახეთისა და აფხაზეთის გავლით. ნახსენებ ქართულ და უკრაინულ რეგიონებში სომხები ბევრნი არიან და ამის წყალობით სომხური რევოლუციური ფედერაცია ამ სომხურ ჯაჭვს აქცევს მისი სტრატეგიის ახალ ქსოვილად. 
  თვალშისაცემად ფანტასმატიურ და აზერბაიჯანთან დაახლოებული და უმცირესობებით დასუსტებული სახელმწიფოების მიმართ მტრულ ამ გეგმას ყურადღებით აკვირდება შავი ზღვის სანაპიროზე თავისი გავლენის დაბრუნების მსურველი რუსეთი. ის ასევე აწყობს თურქეთთან სასაზღვრო პრობლემისაგან ამიერიდან განთავისუფლებული სომხეთსაც.
 სახელმწიფო დაშნაკიზმი აძლიერებს სომხეთის მთავრობის პოზიციას საქართველოს მიმართ. (გამიგია რომ ეს მოგვიანებით როგრამა  შეცვალეს და თითქოს ნამეტანი ანტიქართული აქცენტები შეარბილეს, მაგრამ თვითონ პროგრამა არ მინახავს და ეს ამბავი დასაზუსტებელია,მთარგმნელი).
  ამავე დროს დაშნაკები რუსეთთან კავშირის გაუწყვეტლად უახლოვდებიან ამერიკის შეერთებულ შტატებს, აფართოებენ სტრატეგიულ კავშირს მასთან (გვ.241-243).
 ეხლა უკან დავბრუნდეთ.

  შესავალი :

  მოსკოვი, 1991 წლის მაისი. საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი ეკითხება სომხეთის პრემიერ მინისტრ ვაზგენ მანუკიანს : « რატომ დაუშვით თქვენ სომხური რევოლუციური ფედერაციის დამკვიდრება სომხეთში ? » (« ჰაი ლურ » (« სომხური ინფორმაცია », სომხური ტელევიზიის გადაცემა, 1991 წლის 8 ნოემბერი, ინფორმაცია გაიმეორა საფრანგეთის ახალგაზრდა დაშნაკთა ორგანომ « ჰაიასტან » 1991 წლის ნოემბერში.
« ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაშნაკურად განცდა,ცხოვრება და რწმენა », წერდა სომხური რევოლუციური ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი როსტომი (1867-1919) 1910 წელს : « თავიდან არის ღმერთი. თავიდან სომხური რევოლუციური ფედერაცია მოქმედებს ». არადა ღმერთი მარადიულია და რევოლუცია არა.
  რევოლუცია ზურგს აქცევს ღვთაებრივ წესრიგს და სომხებს მოუწოდებს თურქეთსა და რუსეთს შორის მოქცეულ სომხეთში შეკრებისკენ.

  1890  წელს თბილისში ქრისტაპორ მიქაელიანის (1859-1905), როსტომად წოდებული სტეპან ზორიანის (1867-1919) და სიმონ ზავარიანის (1866-1913) მიერ შექმნილმა სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა განასახიერა 1890-1917 წლების სომხური რევოლუციური მოძრაობა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის (1918-1920) პოლიტიკური ისტორია.
 Mმან სომხურ ცხოვრებას კვალი დაამჩნია თურქების საწინააღმდეგო ტერორის ხანაში (1975-1988) და ზემო ყარაბაღში სომხურ-აზერბაიჯანული ომის (1988-1994) დროს.
   Mმაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის ბობოქარი ცხოვრების მიუხედავად იშვიათად ვინმემ თუ შესძლო ზუსტად განსაზღვრა იმისა თუ რა არის სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი. Pპარტიაა ? დოქტრინა ? რეფლექსი ? საიდუმლო საზოგადოება ? ამ ნაშრომის მიზანია დაშნაკური შავი ყუთის გახსნა, მისი უწყვეტობების და წყვეტების ჩვენება და მისი გარემომცველი ზოგი საიდუმლოს გახსნა. ის უმთავრესად ეხება პერიოდს რომელიც იხსნება ტერორისტული წლებისკენ,1970-ანი წლებისკენ, ნამდვილი ტეხილისკენ სომხური პრობლემის განვითარებაში და დაშნაკთა ისტორიაში. სომხური ტერორიზმი გაჩნდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა განმუხტვის და დამშვიდების შუაგულში და დიასპორასა და საბჭოთა სომხეთის ურთიერთობათა ფონზე. ნაშრომი მთავრდება ყარაბში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების დადებით (1994) და პრეზიდენტ ლევონ ტერ პეტროსიანის გადადგომით 1998 წელს. ამან დაასრულა საბჭოთა კავშირის სიკვდილისა და სომხეთის მონდიალიზაციასთან ადაპტაციის ხანა ( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment