August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-19

1988 წლის 7 დეკემბერს ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილი. დაიღუპა 55000 ათასი კაცი და 500 000-ზე მეტი დარჩა უსახლკაროდ. გორბაჩოვი საჩქაროდ დაბრუნდა აშშ-დან. აღდგენით სამუშაოებს სათავეში ჩაუდგა საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელი ნ.რიჟკოვი რომელსაც მხარი დაუჭირა საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურთან და სომეხ ხალხთან სოლიდარულმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. სომხურმა დიასპორამ გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია. ორგანიზებული იქნა ჰუმანიტარული დახმარება, გაიხსნა ფონდები და დაქირავებული იქნა თვითმფრინავები. საერთაშორისო თანამეგობრობამ და სომხურმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გაავსეს სომხეთი გადარჩენილებისთვის განკუთვნილი საქონლით,სურსათ-სანოვაგით,პირველი საჭიროების ნივთებით.


ერთი მიწისძვრა მალავს მეორეს:
8 დეკემბერს ადგილზე ჩასული გორბაჩოვი ბებერი აპარატჩიკივით მოიქცა ყარაბაღის კომიტეტის წევრებს სულ ხულიგნები უძახა. მან ბრძანა კომიტეტის ხელმძღვანელთა დაპატიმრება...დამოუკიდებლობის მომხრე ბალტიელებით და ქართველებით შეწუხებულ გორბაჩოვს არ უნდა რომ სომხეთიც მათ გზას გაუდგეს...

 ამასობაში სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა გამოიყენა ვოლსკის კომისიის შექმნა და გადარჩენილთა დახმარება და შექმნა მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ფონდი.
  მოხალისე სომეხ მებრძოლებს აკლიათ ყველაფერი და დაშნაკები სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში აგზავნიან მოხალისეთა მძებნელ თავის აგენტებს და სხვა სომხური ორგანიზაციების მსგავსად მათაც დაიქირავეს აეროფლოტის თვითმფრინავები ( აეროფლოტის ხელმძღვანელობა კი იყო საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ხელში).
 სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ჰუმანიტარული დახმარების საფარველით ჩადის დიდი სამხედრო ტვირთი : იარაღი, მოწყობილობა, სამოსი.
  მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზა დაკეტილია და ყველაფერი ეს ყარაბაღში ჩააქვთ ვირებით თუ ვერტმფრენებით. ეს ტვირთი განსაკუთრებით მოხვდა ყარაბაღის ყველაზე დაუცველი ჩრდილოეთის რეგიონის, შაუმიანის რეგიონის მებრძოლებთან...

  1988 წლის დეკემბერში დაშნაკები გავიდნენ სტეპანაკერტის მოძრაობის შემგულიანებელი კომიტეტი კრუნკიდან იმიტომ რომ კომიტეტი უარს ამბობდა შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე.

  დაშნაკები არიან მთიანი ყარაბაღის სოციალისტური ორგანიზაციის წევრები. ამ ორგანიზაციამ იკისრა ყარაბაღში იარაღის ჩატანა და და დაშნაკების სიმბოლო შეცვალა თავისი საკუთარი ნიშნით. მან დაშნაკების მსოფლიო ბიურო შეცვალა სტეპანაკერტში მყოფი თავისი საკუთარი ბიუროთი. 
  მთიანი ყარაბაღის სოციალისტური ორგანიზაცია ეწევა მავნებლურ საქმიანობას : იატაკქვეშა რადიო,პროკლამაციების გავრცელება,მოწოდებები ავტონომიურ რეგიონში აზერბაიჯანის ინტერესების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მოწყობისკენ : ხიდების,გზების აფექება, აზერბაიჯანული სოფლებისთვის ცეცხლის წაკიდება. მთიანი ყარაბაღის მიუდგომელ მთებში გაიხსნა პირველი საწვრთნელი ბანაკები... (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment