ასე ამზადებდნენ კავკასიის უბედურებას (მთარგმნელი)
დისკუსიები მოსკოვში მთიანი ყარაბაღის გამო:
1983 იანვარში ჰ. მარუხიანი მოსკოვში ეცნობა მიმდინარე მოვლენებს. საბჭოელები მას პირდებიან რომ საბჭოთა კავშირი გაეროში მხარს დაუჭერს სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებას. და ამბობენ რომ მოსკოვიც აღიარებს ამას. ამას გარდა მოსკოვში დაშნაკებს
პირდებიან რომ მალე დაიძრება მთიანი ყარაბაღის სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან შეერთების საკითხიც და რომ სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს შეუძლია ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება ვინაიდან საჭიროა ნიადაგის მომზადება და სომეხ და აზერბაიჯანელ კომუნისტთა შეჯახებების და მუშტიკრივის თავიდან აცილება...
პირდებიან რომ მალე დაიძრება მთიანი ყარაბაღის სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან შეერთების საკითხიც და რომ სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს შეუძლია ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება ვინაიდან საჭიროა ნიადაგის მომზადება და სომეხ და აზერბაიჯანელ კომუნისტთა შეჯახებების და მუშტიკრივის თავიდან აცილება...
დაშნაკური ტერორიზმი აღმოსავლეთით უტევს:
სომხური ტერორიზმი საზოგადოდ და დაშნაკური კერძოდ იმით განსხვავდება საშუალო აღმოსავლეთის ტიპის ტერორიზმის სხვა ფორმებისგან რომ მხოლოდ ის მოქმედებს რკინის ფარდის უკან.
დაშნაკური ტერორიზმის ეს თავისებურება გულისხმობს კონტაქტებს კომუნისტური სახელმწიფოების უშიშროების სამსახურებთან თუ არა სულ მცირე ამავე სამსახურებთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებულ მძინარე აგენტებთან...
1982 წლის 9 სექტემბერს ბურგასში (ბულგარეთი) თურქი დიპლომატის მკვლელი ტერორისტული აქტის მოწყობის შემდეგ მკვლელები სრულებით დაუბრკოლებლად გაემგზავრნენ საბერძნეთში.
1983 წლის 9 მარტს სომეხმა ტერორისტებმა რაფი ელბეკიანმა, ანტრანიკ ბოღოსიანმა (იგივე ჰარუთიუნ ლევონიანმა) და საშუალო აღმოსავლელის ტიპის მესამე უცნობმა მოკლეს გალიპ ბალკარი, თურქეთის ელჩი ბელგრადში. უცნობმა მოახერხა გაქცევა და ორ დაჭერილს ოც-ოცი წლის პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთი რამეები ვერ ხდება ხოლმე სახელმწიფოს შიგნიდან დაუხმარებლად. იუგოსლავიის ტიტისტური რეჟიმი არ დაეხმარა თურქეთს ბელგრადის საქმის გამო და სომხურ ტერორიზმთან ბრძოლაში.
ტერორიზმის ხანის დაწყებიდანვე სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა დახმარების სანაცვლოდ თავდაუსხმელობის პაქტი დადო ათენთან და ნიქოზიასთან. ქურთებთან დაშნაკებს აკავშირებს ქემალიზმის წინააღმდეგ მიმართული რევოლუციური ძმობის სული. ქურთების მუშათა პარტიასთან კონტაქტები დამყარდა ბეირუთში და დამასკოში 1983 წელს...
ნდაშნაკთა XX ყრილობის შემდეგ კრემლის ბატონებისთვის თავისი ახალი პროგრამის წარსადგენად მოსკოვში ჩავიდა ჰ.მარუხიანი...
დისკუსიები მოსკოვში მთიანი ყარაბაღის გამო:
1983 იანვარში ჰ. მარუხიანი მოსკოვში ეცნობა მიმდინარე მოვლენებს. საბჭოელები მას პირდებიან რომ საბჭოთა კავშირი გაეროში მხარს დაუჭერს სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებას. და ამბობენ რომ მოსკოვიც აღიარებს ამას. ამას გარდა მოსკოვში დაშნაკებს პირდებიან რომ მალე დაიძრება მთიანი ყარაბაღის სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან შეერთების საკითხიც და რომ სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს შეუძლია ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება ვინაიდან საჭიროა ნიადაგის მომზადება და სომეხ და აზერბაიჯანელ კომუნისტთა შეჯახებების და მუშტიკრივის თავიდან აცილება.
ამ პერსპექტივაში კრემლი დაშნაკებს აძლევს კავკასიაში მათი ქსელის აღდგენის უფლებას და ამისათვის დაშნაკთა ერთ-ერთი სამხედრო ბელადი ჰრანდ მარკარიანის სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში გაგზავნის ნებას.
წარმოშობით ირანელი მარქარიანი გადაურჩა დაშნაკების დევნას სპარსეთში და პაკისტანით გადავიდა საბერძნეთში.
მაგრამ ამ დაპირებების სანაცვლოდ კრემლი ითხოვს ტერორიზმის შეწყვეტას და უარის თქმას სომხეთის დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე.
სომხეთის კომპარტიის პირველი მდივანი კ.დემირჯიანი თავის მხრივ მიხვდა და მან ხელი შეუშალა ჰ.მარქარიანს საბჭოთა კავშირში შესასვლელად აუცილებელი ვიზის მიღებაში.
სინამდვილეში ერევანი მიხვდა რომ საბჭოთა-დაშნაკური კრუნჩხვები ავტონომიის და სტაბილურიბის საუკეთესო გარანტიებს აძლევდნენ მის ნაციონალ-კომუნისტურ ხელისუფლებას.
აშკარაა რომ კ.დემირჯიანმა, გ.ალიევმა და კგბ-მ ყველაფერი გააკეთეს საბჭოთა არმიის გენშტაბისა და დაშნაკების მოლაპარაკებათა ჩასაშლელად (სომხურ-აზერბაიჯანული კომპარტიები და კგბ აღმოჩნდნენ საბჭოთა არმიის, საბჭოთა სამხედრო დაზვერვის და დაშნაკების კოალიციის წინააღმდეგ, მთარგმნელი).
მაგრამ მიუხედავად ამისა საბჭოთა არმიამ ღია დატოვა კარი დაშნაკებთან მოლაპარაკებებისთვის და ჰ. მარუხიანი გამოსცადა მისი პარტიის პოზიციის თაობაზე (გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment