August 5, 2011

ჩანართი : ყარაბაღის ამერიკელი გმირი მონტე მელკონიანი (1957-1993)


მონტე მელქონიანი
 ამ ამერიკაში დაბადებულმა ამ სომეხმა ბერკლის უნივერსიტეტში შეისწავლა აზიის ისტორია და არქეოლოგია.
1980 წელს ის გახდა კგბ-ს “ჩრდილში” მოქმედი სომხური ტერორისტული ორგანიზაცია “ასალას” ( “საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის”) წევრი და საიდუმლოდ გადავიდა ბეირუთში სადაც იყო “ასალას” ჯგუფი  “ჰაიასტანის” მებრძოლი. შემდეგ იცხოვრა საფრანგეთში.
  1990 წელს ჩავიდა საბჭოთა სომხეთში სადაც პირველი თვეები მუშაობდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიაში  (ამზადებდა მონოგრაფიას ურარტუს არქეოლოგიის შესახებ).
   მონაწილეობდა ყარაბაღისთვის გამართულ ომში სადაც თავი გამოიჩინა და დაიღუპა 1993 წლის 12 ივნისს. ის სამხედრო პატივით დაკრძალეს ერევანის სამხედრო სასაფლაოზე.
ონტე მელქონიანის ბიუსტი 
ერევანის  გამარჯვების პარკში

  ყარაბაღის ამერიკელი გმირი მონტე მელქონიანის პოლიტიკური დოქტრინა:
“ჩვენ ხალხს ერგო საბჭოთა კავშირის შემქმნელ ხალხთა შორის ყოფნის პატივი. დიდი და პატარა შეცდომების დაშვების მიუხედავად უეჭველია რომ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნაწილად ყოფნამ გადაარჩინა ჩვენი ხალხი თურქების მიერ დაპყრობას და მისცა მას დაცულ საზღვრებში ეკონომიკისა და კულტურის განვითარების საშუალება. ფაქტია რომ სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მცხოვრებნი უკეთესად და უფრო უშიშრად ცხოვრობენ ვიდრე ნებისმიერი სხვა დროის სომხები მათი სამიათასწლოვან ისტორიაში. და ეს ყველაფერი უზარმაზარი პრობლემების მიუხედავად. ამ პრობლემებს შორის იყო დაპყრობა უცხოელთა მიერ,ეკონომიკური იზოლაცია,სამოქალაქო ომი და წარმოუდგენლად ძვირი მსოფლიო ომი. »(მონტე მელქონიანი,1988 წლის 24 ნოემბერი).

No comments:

Post a Comment