წითელი არმიის მიუნხენში და ბეირუთში მყოფი წარმომადგენლები ისევ დაუკავშირდნენ მას თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ. თურქეთმა და პაკისტანმა დაიწყეს თანამშრომლობა და გაურთულეს მდგომარეობა ავღანეთში მყოფ საბჭოთა ჯარებს...
პოზიტიური ნეიტრალიტეტის დოქტრინა :
საბჭოელები ჰ.მარუხიანისგან მოითხოვენ ტერორის მიმართვას თურქეთის წინააღმდეგ პაკისტანში და ნატოს ყველა ქეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით.
მარუხიანის უკეთესად “მოსათაფლად” საბჭოთა ოფიცრებმა მას უთხრეს რომ დაშნაკები უნდა მოემზადონ კავკასიაში მთიანი ყარაბაღისთვის საბრძოლველად თუ კი ისინი კონკრეტული აქტებით დაამტკიცებენ რომ არიან საბჭოთა კავშირის მომხრენი და ნაკლებს ილაპარაკებენ სომხეთის დამოუკიდებლობაზე
პოზიტიური ნეიტრალიტეტის დოქტრინა :
... მნიშვნელოვანი ცვლილება : სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის ახალი გენერალური მდივანია ჰ. მარუხიანი. დაშნაკებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ხელმძღვანელობს სოციალისტი რომლის პოლიტიკური წარმომადგენელიცაა ნაციონალისტი ს.ზეიტლიანი. ერთი თურქეთის სომხეთიდანაა, მეორე-რუსეთის სომხეთიდან. ერთი ფედერალიზმის მომხრეა, მეორე-ეტატიზმის მომხრე. ერთი როსტომიზმითაა შთაგონებული, მეორე-ზავარიანიზმით. ერთი მოქნილია საბჭოთა კავშირის მიმართ, მეორე ანტიკომუნისტია, მაგრამ ორივემ გაიგო რომ გამარჯვების მისაღწევად ჰაიტადისტური კულტურული რევოლუცია უნდა გაიშალოს პოზიტიური ნეიტრალიტეტის დოქტრინაში.
ეს პოზიტიური ნეიტრალიტეტი იწყება 1950-1960-ანი წლების არაბი ლიდერებით.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა იზრაელს და ამის შემდეგ ეგვიპტელმა პოლკოვნიკმა ნასერმა, ლიბანელმა გენერალმა შეაბმა და სირიის პრეზიდენტმა ჰაფეზ ელ ასადმა დაუჭირეს მხარი მესამე სამყაროს განთავისუფლების იდეოლოგიას და გაატარეს პროსაბჭოური პოლიტიკა. პანეროვნული იდეების მომხრე და არაბულ სახელმწიფოთა ანტიკოლონიალური სოციალიზმის წარმატებებით გაოცებული სომხური რევოლუციური ფედერაცია ემხრობა პოზიტიურ ნეიტრალიზმს...
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი იწყებს საბჭოთა-დაშნაკური თანაარსებობის პოლიტიკის გატარებას. ის პირველად მის ისტორიუში ფაქტიურად აღიარებს სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას.
საბჭოთა რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელს უწყობს საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს...
ტრანსეროვნული ტერორიზმი...
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად რესპუბლიკელი რონალდ რეიგანის არჩევის შემდეგ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი აღარაა თეთრი სახლის ფავორიტი...
ამ ცვლილების საპასუხოდ სომხური გენოციდის შურისმაძიებელთა ჯგუფი 1980 წლის ნოემბერში ნიუ იორკში გაეროსთან თურქული დიპლომატიური მისიის წინ აფეთქებს მანქანას. დაიჭრა ხუთი კაცი. სომხურმა ტერორიზმმა პირველად შეუტია თურქეთს ამერიკის ტერიტორიაზე. ამერიკული პოლიტიკა და საზოგადოებრივი აზრი შეიძლება შებრუნდეს სომხური საკითხის წინააღმდეგ და ვაშინგტონმა დაიწყო მოლაპარაკებები დაშნაკებთან. მისი მიზანი ცხადია: სომხური ტერორიზმის გაჩერება ლეგალური მეთოდებით და ამ ნორმალიზაციით სარგებლობა არჩევნების პროცესში.
სომხები ბევრნი არიან კალიფორნიაში, მასაჩუსეტში,ფლორიდაში და ნიუ ჯერსიში.
რეიგანის ადმინისტრაციის დავალებით ამერიკის უშიშროების სამსახურები დაშნაკებს პირდებიან კონგრესის მიერ სომხური გენოციდის აღიარებას თუ კი ტერორიზმი შეწყდება.
ამერიკელებმა იგივე სცადეს ანტიამერიკულ სომხურ ტერორისტულ ორგანიზაცია ასალასთან (საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის),მაგრამ ეს მცდელობა ნაკლებად იმედიანი იყო.
სომხების მისაზიდად რეიგანი 1981 წლის 22 აპრილს აღიარებს სომეხთა გენოციდს. ს.ზეიტლიანი იღებს ამერიკულ წინადადებას, ჰ.მარუხიანი-უარყოფს.
და ეს მით უფრო იოლად რომ წითელი არმიის მიუნხენში და ბეირუთში მყოფი წარმომადგენლები ისევ დაუკავშირდნენ მას თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ. თურქეთმა და პაკისტანმა დაიწყეს თანამშრომლობა და გაურთულეს მდგომარეობა ავღანეთში მყოფ საბჭოთა ჯარებს...
საბჭოელები ჰ.მარუხიანისგან მოითხოვენ ტერორის მიმართვას თურქეთის წინააღმდეგ პაკისტანში და ნატოს ყველა ქეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით.
მარუხიანის უკეთესად “მოსათაფლად” საბჭოთა ოფიცრებმა მას უთხრეს რომ დაშნაკები უნდა მოემზადონ კავკასიაში მთიანი ყარაბაღისთვის საბრძოლველად თუ კი ისინი კონკრეტული აქტებით დაამტკიცებენ რომ არიან საბჭოთა კავშირის მომხრენი და ნაკლებს ილაპარაკებენ სომხეთის დამოუკიდებლობაზე.
ერთის შეხედვით სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის რეაქცია მეტყველებს იმაზე რომ მოლაპარაკებები ნაყოფიერი იყო.
დაშნაკები პირველად თავის ისტორიაში აღიარებენ რომ “ სომხეთის კომპარტია არის პანსომხური ორგანიზაცია რომლის სტრატეგია და იდეოლოგია განსხვავდება სომხეთის რევოლუციური ფედერაციის სტრატეგიისა და იდეოლოგიისგან მაგრამ მათაც მივყავართ იგივე მიზნამდე”( დაშნაკ ჰებდო,1980 წლის ოქტომბერი).
მაგრამ კგბ-მ დაასკვნა რომ თურქეთთან ურთიერთობათა გაწყვეტა ეკონომიკის,ენერგიის და ვაჭრობის სფეროში მასთან ურთიერთობების განვითარების გამო თვითმკვლელობა იქნებოდა საბჭოთა კავშირისთვის და საბჭოთა კავშირმა 1981 წელს მოხდინა თურქეთთან ურთიერთობების ფორმალიზაცია.
ამის შედეგად კგბ დაუპირისპირდა დაშნაკებს და მხარი დაუჭირა საბჭოთა სტრატეგიის მომხრე მსოფლიო სომხურ ცონგრესს და საბჭოთა პოზიციებზე მდგარ სომხურ ტერორისტულ ორგანიზაცია ასალას ( საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის).
დაშნაკები დარჩნენ საბჭოთა სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს ორბიტაში ( გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment