ამერიკულ-საბჭოთა თანამშრომლობამ მოსპო საბჭოთა კავშირში ჩართული ხალხების დამოუკიდებლობის ყოველგვარი სტრატეგია რასაც შეეწირა მანამდე ამერიკის მფარველობაში მყოფი ს. ზეიტლიანი რომელიც მოკლა კგბ-მ ამერიკელთა ირიბი და ლიბანელი ვალიდ ჯუმბლატის უშუალო დახმარებით.
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მონაწილეობს საბჭოთა კავშირში ხელისუფლების გადაწყობაში:
1984 წლის ბოლოს მოსკოვში ხანმოკლე ვიზიტით ყოფნის დროს საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობა ჰ.მარუხიანს დაუდასტურებს რომ დაშნაკებს ეძლევათ ადგილი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტაში იმ პირობით თუ ისინი უარს იტყვიან ტერორიზმზე და ჩაეწერებიან მიმდინარე პროცესებში.
სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მონაწილეობს საბჭოთა კავშირში ხელისუფლების გადაწყობაში:
1984 წლის ბოლოს მოსკოვში ხანმოკლე ვიზიტით ყოფნის დროს საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობა ჰ.მარუხიანს დაუდასტურებს რომ დაშნაკებს ეძლევათ ადგილი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტაში იმ პირობით თუ ისინი უარს იტყვიან ტერორიზმზე და ჩაეწერებიან მიმდინარე პროცესებში.
ჩვეულებრივად ამბობენ რომ საბჭოთა ხელისუფლება ეყრდნობა კგბ-ზე და ჯარზე დაფუძნებულ კომპარტიას.
მსოფლიო მასშტაბით მოქმედების უნარის მქონე კგბ-ს და წითელ არმიას აქვთ ცენტრალიზებული მეთოდები და უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მოვალეობები. მაგრამ ისინი უწესოდ და ბინძურად მტრობენ ერთმანეთს.
კგბ შეადგენს საბჭოთა პოლიციური აპარატის ჩონჩხს და მსოფლიო მასშტაბის ამ ორგანიზაციისთვის თურქეთი არაა საფრთხე და პანთურქიზმი, თუ კი ის არსებობს, შეიძლება დაამარცხოს თურქეთისა და საბჭოთა კავშირის ეკონომიკურმა ინტეგრაციამ და ვაჭრობამ.
ჯარის მოწოდებაა სახელმწიფოს დაცვა და ის ზრუნავს გეოსტრატეგიულ საკითხებზე მსოფლიოში.
მისი მახვილია გენშტაბთან დაკავშირებული სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველო ( გრუ) რომელსაც ევალება მავნებლური აქტების მოწყობა და ძირგამომთხრელი საქმიანობა, ტერორისტული აქტების ჩადენა, ჯარებიდან,სამხედრო აკადემიებიდან მეწარმეთა წრეებიდან აგენტების დაქირავება. მას არ მოსწონს ნატოს შეღწევა ბალკანეთში,შუა აზიაში,კავკასიაში ვინაიდან ფიქრობს რომ ქვეყნის სამხრეთი საზღვარი დაუცველია და მას ემუქრება ისლამური სეპარატიზმი და პანთურქიზმი...
1984 წლის ნოემბერში გორბაჩოვი მოგზაურობს ინგლისში სადაც ის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თანამოსაუბრეებზე.
Aამავე დროს დაშნაკებს დაუახლოვდნენ ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურები რომელთაც იცოდნენ საბჭოთა-
-დაშნაკური მოლაპარაკებების შესახებ და სომხური რევოლუციური ფედერაციის გენერალურ მდივანს ლიბანის ომის გამო Dშესთავაზეს 1985 წლიდან საბერძნეთში დასახლება. ათენი იყო ბრიტანეთის საგარეო სტრატეგიული დაზვერვის და საბჭოთა სამხედრო დაზვერვის “მოღვაწეობის” ასპარეზი. დაშნაკ ჰ.მარუხიანს ასალა მოკვლით ემუქრებოდა და ბრიტანეთის დაზვერვამ დაშნაკს დაცვა შესთავაზა. მარუხიანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბრიტანეთში მაგრამ მისი შვილი 1983-1990 წლებში ბრიტანეთში სწავლობდა. როგორც ჩანს ეს იყო სომეხთა (დაშნაკთა) ლიდერის დასაცავად შერჩეული ფანდი)...
მრავალ მეცნიერთა ნაშრომმა აჩვენა რომ საბჭოთა და დასავლური დაზვერვების თანამშრომლობამ ბირთვული უსაფრთხოების სფეროში 1984 წლიდან მოამზადა საერთაშორისო ურთიერთობები საბჭოთა კავშირში ჩაფიქრებულ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის...
1985 წლის იანვარ-თებერვალში სომეხი ტერორისტები ისევ დაერივნენ ერთმანეთს. დაშნაკებმა დახოცეს სარკის ტერსტაგიანი და მოვსეს ბეკარიანი, რომელთაც თავი გამოიჩინეს მხეცობით ბურჯ ჰამუდის კომერსანტთა წინააღმდეგ. შემდეგ, გორბაჩოვის სსრკ-ს სათავეში დანიშვნის წინ, სომხური რევოლუციური არმიის წევრებმა კევორკ მარაშლიანმა,რაფი ტიტიზიანმა და ოჰანეს ნუბარიანმა სცადეს მძევლების აყვანა თურქეთის საელჩოში და მოკლეს კანადელი მცველი რის შემდეგაც ჩაბარდნენ პოლიციას...
ამერიკულ-საბჭოთა თანამშრომლობამ მოსპო საბჭოთა კავშირში ჩართული ხალხების დამოუკიდებლობის ყოველგვარი სტრატეგია რასაც შეეწირა მანამდე ამერიკის მფარველობაში მყოფი ს. ზეიტლიანი რომელიც მოკლა კგბ-მ ამერიკელთა ირიბი და ლიბანელი ვალიდ ჯუმბლატის უშუალო დახმარებით.
სწორედ ამ მძიმე ატმოსფეროში გაიმართა ათენში სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის XXIII ყრილობა.
ქალაქი შერჩეული იყო სტრატეგიული და უსაფრთხოების მოსაზრებებით. ნატოს წევრ საბერძნეთს კარგი ურთიერთობები აქვთ საბჭოთა კავშირთან. აღმოსავლეთ-დასავლეთზე გადალაჯული და ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი საბერძნეთი თურქეთის ტრადიციული მტერია და მხარს უჭერს არაბებს იზრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ხელისუფლებაში მყოფ ბერძნულ სოციალისტურ პარტიასთან ახლოს მდგომ ჰ. მარუხიანს კარგი ურთიერთობები აქვს საბერძნეთის პრემიერ მინისტრ პაპანდრეუსთან.
ათენში დამკვიდრებული ჰ. მარუხიანი ლონდონთან და მოსკოვთან ურთიერთობს ლონდონის მზვერავების და მოსკოვის შპიონების მეშვეობით...
მან ათენი გადააქცია სომხური რევოლუციური სოციალიზმის ცენტრად საიდანაც სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა დაიწყო ნორმალიზაციის თავისი პროცესი.
სოციალიზმში ფესვგამდგარი ის უთვალთვალებს თურქეთს და შლის თავის სტრატეგიას მთიანი ყარაბაღის მიმართულებით.
დაშნაკები გადაემტერნენ რონალდ რეიგანს და გაითქვიფნენ ევროსაბჭოთა სივრცეში.
ყრილობა გაემზადა ომისთვის და თვალი მიაპყრო კავკასიას იმის განცხადებით რომ ის მხარს დაუჭერს საბჭოთა სოციალისტური სომხეთის მთავრობას იმის შემდეგ რაც ნახიჭევანის, მთიანი ყარაბაღის და ჯავახეთის პროვინციები გახდებიან დედა სომხეთის ნაწილები.
ჰ. დანაბედიანმა მოითხოვა ტერორიზმის დაუყოვნებელი შეწყვეტა ; მან განმარტა რომ სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა დაკარგა მრავალი ხელმძღვანელი, რომ თურქეთმა ისე დაიცვა საზღვარგარეთ მყოფი მისი დიპლომატები რომ დაშნაკცუტიუნს აღარ შეუძლია ახალი სამხედრო ოპერაციების დაფინანსება... (გაგრძელება იქნება).
No comments:
Post a Comment