„საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის (ასალა) აშკარად ჩაუვარდა ხელში საბჭოთა კავშირს. მისი მთავარი პოტენციალი ეხლა სირიაშია და დამოკიდებულია დამასკოსგან დამოუკიდებელ ზოგ სირიულ სამსახურზე”, განაცხადა სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის წარმომადგენელმა ჰ. პაპაზიანმა რომელმაც
მტკიცედ დაგმო ტერაქტი. საპასუხოდ სომხური ტერორისტული ორგანიზაცია ასალა
მტკიცედ დაგმო ტერაქტი. საპასუხოდ სომხური ტერორისტული ორგანიზაცია ასალა
დაერია მისი პოლიტიკის უარმყოფელ სომხებსაც, დაშნაკებსაც რომელთაც გამიზნული და პერსონალიზებული ტერაქტები ერჩივნათ ბრმა და შემთხვევით ხალხის მომსპობ ტერაქტებს როგორც ამას სჩადიოდა ასალა.
ორლის საშინელება, ლისაბონის სიგიჟე:
შინაომები სომეხ ტერორისტებს შორის:
ჰ.ჰაგოპიანის ავტორიტარიზმმა და ყველა მხარეს მიმართული ტერორიზმის მისმა სტრატეგიამ გამოიწვია მისი თანაშემწეების უკმაყოფილება. ისინი ბრალად სდებენ ჰაგოპიანს ორგანიზაციის შიგნით ტერორის დამყარებაში, მთელი შინაგანი ოპოზიციის მოსპობაში ოპოზიციონერთა თვითმკვლელური მისიებით გაგზავნით.
სწორედ მან დაავალა ასალას ტვინ ა.იენიკომჩიანს საშიში მისია შვეიცარიაში რომელიც მისთვის როგორც ტერორისტისთვის ბოლო მისია აღმოჩნდა.
სწორედ მან შეატყობინა საფრანგეთის პოლიციას საფრანგეთში თავისი სტრატეგიული ალტერნატივა მონტე მელქონიანის ყოფნის შესახებ ( რის შემდეგაც მელქონიანი წავიდა სომხეთში და დაიღუპა ყარაბაღში,მთარგმნელი).
სწორედ ჰაგოპიანმა გააგებინა საფრანგეთის პოლიციას 1981 წელს პარიზში ვ.ჩარხუტიანის გავლის შესახებ რათა ზავი შეეწყვიტა. სწორედ მან დაარწმუნა ლ.ეკმეჯიანი რომ სპეციალური თვითმფრინავია გამოყოფილი ანკარას კომანდოს გაქცევის უზრუნველსაყოფად.
კგბ-ს « ჩრდილში » სწორედ ჰაგოპიანმა გახადა უფრო რადიკალური ასალას ანტიდაშნაკური ხაზი.
დაბოლოს სწორედ მან დახოცა გულგრილად მისი ფაშისტური გადახრის მოწინააღმდეგე გარლენ ანანიანი და არამ ვართანიანი რომლებიც მისი ორგანიზაცია ასალას აქტივისტები იყვნენ.
ასალას და დაშნაკების სამხედრო საბჭოს შეიარაღებული მკლავის ( მას სახელი შეუცვალეს და უწოდეს « სომხური რევოლუციური არმია ») « მოღვაწეობამ » 12 დღეში მიაღწია საშინელების და ფანატიზმის პაროქსიზმის მწვერვალს. ასალა 1983 წლის 15 ივლისს საფრანგეთის ორლის აეროპორტში თურქული ავიაკომპანიის სათავსის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტით შეეხო სისტემატური ნგრევის ფსკერს და დაშნაკების სომხური რევოლუციური არმიის კომანდომ 1983 წლის 27 ივლისს კოლექტიური თვითმკვლელობის დროს მიაღწია თვითმოსპობის მწვერვალს.
სომხურმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ასალამ ( (საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის) 1983 წლის 15 ივლისს ორლის აეროპორტში მოკლა 8 კაცი და დაჭრა 56. საფრანგეთს მის ისტორიაში ჯერ არ ენახა მის მიწაწყალზე მსგავსი ტერორისტული აქტი.
ფ. მიტერანმა დაგმო « ბრმა და გიჟური ძალადობა ».
პარიზმა უკვე განიცადა ასალას ოფიციალური პარტნიორი აბუ ნიდალის ჯგუფის მიერ მოწყობილი ტერაქტები კოპერნიკის და როზიეს ქუჩაზე და მას უნდა საფრანგეთის ტერიტორიაზე გაძლიერებული საერთაშორისო დამნაშავეობის ამ მხეცის მოსპობა.
სომხურმა თემმა მთლიანად შეაქცია ზურგი ტერორიზმს თუ არა სულ მცირე მეგობარ ქვეყანაში ჩადენილ ბარბაროსულ აქტებს.
საფრანგეთის პოლიციამ დააპატიმრა ასალას სამი ნამდვილი თუ სავარაუდო წევრი: კომანდოს უფროსი ვარუჟან გარბიჯიანი, სონერ ნაირი და ოჰანეს
სემერსი.
კომანდოს უფროსი, ასალას ევროპული ოფისის სამხედრო ხელმძღვანელი ვარუჟან გარბიჯიანი თუ კარაპეტიანი 17 წლის პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს და გაუშვეს სომხეთში სადაც მას მისცეს ბინა და სამსახური. ეხლა ის უნდა ცხოვრობდეს დილიჟანში, მისი თქმით მისი საკუთარი ხელით აშენებულ სახლში (მთარგმნელი).
გამოძიებამ აჩვენა რომ ოპერაციის ხელმძღვანელობდა ჰ.ჰაგოპიანი რომელმაც მდევრებისთვის თავის არიდების მიზნით თავი მოიმკვდარუნა 1982 წლის 31 ივლისს. საფრანგეთის სამსახურებმა ის საფრანგეთში პარიზში მოსეირნე შეამჩნიეს 1983 წლის აპრილიდან როდესაც ჰაგობიანი ატარებდა თავისი ქსელის რეორგანიზაციას. გაიგეს რომ ჰაგოპიანი ემზადებოდა საფრანგეთის ტერიტორიაზე თურქეთის წინააღმდეგ ტერაქტის მოსაწყობად. მაგრამ ფრანგ კონტრმზვერავებს აკლდათ ინფორმაცია იატაკქვეშა ორგანიზაციის შესახებ და ჰაგოპიანი თავისუფლად დასეირნობდა საფრანგეთში.
შემდეგ კვალი მივიდა სირიამდე: საფრანგეთის ტერიტორიაზე ანუ მის წინააღმდეგ ტერაქტების მოწყობით ასალა სამსახურს უწევდა ლიბანში საფრანგეთის ყოფნით უკმაყოფილო სირიას.
ორლის ტერაქტი,მაშ, უნდა ყოფილიყო პირველი ლიბანში საფრანგეთის ყოფნის წინააღმდეგ ასალას მიერ ჩადენილი ტერაქტების გრძელი სერიიდან...
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯორჯ შულცმა დაგმო “სირია რომელსაც თითქოს სურდა ლიბანის გადაქცევა თავის სატელიტად... სირიის შემიარაღებელი საბჭოთა კავშირი და ირანი რომლის ფანატიკურ რეჟიმთანაც ჩვენ უკვე გვქონდა საქმე”.
“საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის” (ასალა) აშკარად ჩაუვარდა ხელში საბჭოთა კავშირს. მისი მთავარი პოტენციალი ეხლა სირიაშია და დამოკიდებულია დამასკოსგან დამოუკიდებელ ზოგ სირიულ სამსახურზე”, განაცხადა სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის წარმომადგენელმა ჰ. პაპაზიანმა რომელმაც მტკიცედ დაგმო ტერაქტი. საპასუხოდ სომხური ტერორისტული ორგანიზაცია ასალა
დაერია მისი პოლიტიკის უარმყოფელ სომხებსაც, დაშნაკებსაც რომელთაც გამიზნული და პერსონალიზებული ტერაქტები ერჩივნათ ბრმა და შემთხვევით ხალხის მომსპობ ტერაქტებს როგორც ამას სჩადიოდა ასალა.
მაგრამ მეტად « თავისებურად » იქცეოდა დაშნაკების შეიარაღებული მარჯვენა « სომხური რევოლუციური არმიაც » (არა).
ვერავინ ახსნის რაციონალურად თუ რატომ მოიკლეს თავი ასე 19-21 წლის ახალგაზრდებმა. თვითონ დაშნაკები გაიყვნენ რაციონალურ და დოგმატიკოს დაშნაკებად. ზოგს არ ესმის თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ ოპერაციას, სხვები იმედს ამყარებენ მის რევოლუციურ ეფექტზე. ზოგი სვამს კითხვას თუ რატომ გააგზავნეს თვითმკვლელობის ჩასადენად ღარიბი ოჯახების დაშნაკები მაშინ როდესაც თავისი შვილების გაგზავნა შეეძლო დაშნაკთა ნომენკლატურას. ზოგი გმობს ოპერაციის თვითმკვლელურ ხასიათს. სხვები ამბობენ რომ ლიბანიდან გამოსული ხუთი ახალგაზრდა მოხალისეები იყვნენ და ამას ეჰქონდა მამომიბილიზებელი მნიშვნელობა... რა მოხდა ?
1983 წლის 27 ივლისს სომხური რევოლუციური არმიის კომანდოს წევრებმა სიმონ იანეჰიანმა, სეტრაკ აჯემიანმა,ვაჩე დაღლიანმა,არა კერჯელიანმა და სარკის აპრაჰამიანმა შეუტიეს თურქეთის საელჩოს ლისაბონში. სროლის ატეხვის შემდეგ მათ უკან დაიხიეს ელჩის სახლში და მძევლად აიყვანეს მრავალი თურქი ფუნქციონერი. მაშინ როდესაც პორტუგალიის პოლიციის ანტიტერორისტული ერთეული ემზადებოდა შეტევისთვის ტერორისტებმა ააფეთქეს შენობა და ისე მოიკლეს თავი და მოკლეს თურქეთის ელჩის მეუღლე. ორგანიზაციამ “სომხური დახმარების ჯვარი” იკისრა ტერორისტების გვამების გადასვენება ლიბანში...
სომხურმა რევოლუცირმა არმიამ ერთ განცხადებაში დახმარების გაწევისთვის მადლობა გადაუხადა ორ პორტუგალურ ორგანიზაციას: ექსტრემისტულ მემარცხენე ორგანიზაციას “25 აპრილის სახალხო ძალები” და მემარჯვენე ექსტრემისტთა ორგანიზაციას “დასავლური ცივილიზაციის დაცვის კომანდო”.
ზოგი წყაროს თანახმად სომხური რევოლუციური არმია რომელმაც შექმნისას განაცხადა რომ ის დამოუკიდებელია სხვა შეიარაღებული მოძრაობებისგან გაიგივებულია ასალას ყველაზე უფრო რადიკალურ ფრთასთან.
1983 წლის 29 ივილისის კომუნიკეთი სომხური რევოლუციური არმია იმუქრება რომ ის შეუტევს საფრანგეთს თუ კი პარიზი არ გაანთავისუფლებს ორლის ტერაქტის გამო დაპატიმრებულ “მის სამ ძმას”.
დაშნაკთა “ნორმალური” ნაწილის ტერორიზმი უფრო მიზანდასახულია: მძევლების აყვანა,დანაღმული მანქანების აფეთქება და მკვლელობა, მაგალითად 1983 წლის 14 ივლისს ბრიუსელში მოკლეს თურქი დიპლომატი დურსუნ აკსოი. ...
ზომიერი და უზომო სომეხი ტერორისტების ერთმანეთს და სხვებს დარევის ვითარებაში რეიგანმა, რომელიც არანაირად არ ენდობოდა დაშნაკებს სცადა ძლიერი სომხური თემის და განსაკუთრებით კალიფორნიის რესპუბლიკელი გუბერნატორი ჯორჯ დუკმეჯიანის იზოლაცია. ვაშინგტონი დადგა ანკარას ანტიტერორისტულ პოზიციებზე და დაგმო ორლის და ლისაბონის ტერაქტები რომლებისთვისაც რეიგანს არ ყოფნის საკმარისად მკაცრი სიტყვები...
ლისაბონის სიგიჟე ბევრნაირად ახსნეს მაგრამ არავის არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის რომ სომხური რევოლუციური არმიის ეს ოპერაცია დაკავშირებული იყო დაშნაკებისა და საბჭოთა ხელმძღვანელობის მოლაპარაკებებთან მთიანი ყარაბაღის თაობაზე.
ლისაბონის სიგიჟემ შესძრა საბჭოთა სომხეთის ხელმძღვანელი ელიტა და მრავალი სომეხი ინტელექტუალი და მიუხედავად ამისა მან დაარწმუნა საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენშტაბი იმაში რომ შესაძლებელი და დასაშვები იყო დაშნაკებისთვის მთავარი როლის მიცემა მთიანი ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტაში, მაგრამ ეს კონფინდენციალური უნდა დარჩენილიყო... (გაგრძელება იქნება).
:
No comments:
Post a Comment