August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-17

პარუირ აირიკიანი
სომხეთის დამოუკიდებლობის მომხრე პარუირ აირიკიანის გაძევება საბჭოთა კავშირიდან:
„ჩვენ ვიქეცით მოსკოვის მძევლებად, ეს კი მონობის ყველაზე უარესი ფორმაა", თქვა პქრუირ აირიკიანმა  2009 წლის 26 თებერვალს.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის XIX კონფერენციის ტეხილი:

სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი ემზადება ათენში თავისი XXIV ყრილობის ჩასატარებლად და ამავე დროს მოსკოვი აძლიერებს ნორმალიზაციის პროცესს საბჭოთა სომხეთში  რომელიც მოიცვა პროტესტმა და საყოველთაო გაფიცვამ. ყარაბაღის კომიტეტი უპირისპირდება ცენტრს და მოითხოვს მეწამორის ბირთვული ელსადგურის და
მოსკოვიდან ხელმძღვანელობით მოქმედი საწარმოების დახურვას.

   ამასობაში 18 ივლისს სრულიად მოულოდნელად საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა წაართვეს ეროვნული თვითგამორკვევის პარტიის თავმჯდომარე დისიდენტ პარუირ აირიკიანს რომელიც ე;ხრობოდა სომხეთის დამოუკიდებლობას საბჭოთა კავშირისგან. ის გააძევეს საბჭოთა კავშირიდან მიუხედავად იმისა რომ ის დიდ როლს არ თამაშობდა ყარაბაღის კომიტეტში (ალბათ სწორედ მაგიტომ. 1988 წლის მარტში აირიკიანმა განაცხადა რომ სუმგაიტში სომხებს არბევდა და ჟლეტდა არა აზერბაიჯანელი ხალხი არამედ საბჭოთა ხელისუფლება და ამის გაგონება არ აწყობდა კრემლს რომლის მიზანიც იყო კავკასიის სისხლში ჩახრჩობა,მთარგმნელი). 

   ამას მოჰყვა სხვა დაპატიმრებები რამაც ციებ ცხელება დამართა პერესტროიკას. რეპრესიების ამ ტალღამ ააღელვა დასავლეთის საზოგადოებრივი აზრი და მთავრობები და მათ თავისი გაკვირვება შეატყობინეს საბჭოთა კავშირის კომპარტიის ლიდერს.
  გორბაჩოვმა აირიკიანი გააძევა კონსერვატორების დასამშვიდებლად და მისი ერთგული არუთუნიანისთვის ხელის გასამართავად.
  გააძევა იმის სათქმელადაც რომ რესპუბლიკათა დამოუკიდებლობა არაა პერესტროიკის გეგმის ნაწილი.

  მაგრამ ყველაფერი ეს უცნაურია.
ღატომ ბრძანებდა გორბაჩოვი ამ დისიდენტის გაძევებას დასავლეთში როდესაც ის დაინტერესებულია თავისი ნორმალური საერთაშორისო სახის შენარჩუნებით?

  ისე ჩანს თითქოს ეს გაკეთდა დაშნაკების პოზიციის შესამოწმებლად მათ ყრილობამდე სამი კვირით ადრე.
  გორბაჩოვს აინტერესებდა იმის გაგება დაშნაკები მას დაუჭერდნენ მხარს თუ სომხეთის მოსკოვისაგან დამოუკიდებლობის მომხრე აირიკიანს.

  მოსკოვს დიდი ხანი დასჭირდა იმის დასანახად რომ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი აღარ ისახავდა მიზნად სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენას.ლისს

    გორბაჩოვის კმაყოფილების მეორე მიზეზი ის იყო რომ ევროპულმა პარლამენტმა 1988 წლის 7 ივლისს მიიღო დაშნაკებთან ახლოს მდგომი სოციალისტური ჯგუფის მოსაწონი პროექტი რომელიც აღიარებდა მთიანი ყარაბაღის სომეხთა თვითგამორკვევის უფლებას და სთავაზობდა მთიანი ყარაბაღის გადაცემას მოკოვის ადმინისტრაციისთვის.
  ამან ორმაგად გაახარა დაშნაკები მაგრამ გაააფთრა ბაქო და საბჭოთა კონსერვატორები რომლებიც გმობენ დასავლეთის ჩარევას საბჭოთა კავშირის საქმეებში.
  საბჭოთა კავშირის უზენაესმა საბჭომ 18 ივლისს ისევ უარყო მთიანი ყარაბაღის სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან შეერთების წინადადება და და არკადი ვოლსკი, რუსი სუპერპრეფექტი, დანიშნა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონის მმართველი კომისიის თავმჯდომარედ.

    ადგილზე ყარაბაღის კომიტეტი უფრო თავშეკავებულია:  მას მოსწონს ყარაბაღის საკითხის ინტერნაციონალიზაცია, მაგრამ უარყოფს საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას,რუსული კოლონიალიზმის ავატარს და მოსკოვის ორპირობის მაგალითს.
 სტეპანაკერტში დაიძაბა წესრიგის დამცველი ძალებისა და სომეხი აქტივისტების ურთიერთობა.
  დაიწყო შეჯახებები ანკლავის ირგვლივ და შერეული მოსახლეობის მყოლ სოფლებში. რეგიონი ჩაეფლო შეიარაღებულ კონფლიქტში.
 მსოფლიოს შემოუარა შეიარაღებული სომეხი მებრძოლების ფოტოებმა (გაგრძელება იქნება).
Пресса

26.02.2009 23:18
"Армения стала наложницей России". Об этом в Ереване сообщил лидер оппозиционной партии Объединение "Национальное самоопределение" Паруйр Айрикян. Комментируя армяно-российские отношения, лидер ОНС указал на наличие двух типов межгосударственных отношений: основанных на выгоде и на системе ценностей. "Если сотрудничество строится лишь на выгоде, то это не обязательно государственная выгода - это может быть выгода частного лица. По словам Айрикяна, Армению заставляют играть в игры российского империализма, потому что России не нужна сильная Армения.

"За $100 млн. Россия взяла у нас 80% нашего национального достояния", - сказал Айрикян, вспомнив о сделке "имущество в счет долга", по которой Армения передала России ряд крупнейших предприятий в счет погашения долга. Со слов Айрикяна, в эшелонах власти Армении есть множество "российских агентов", делающих все, чтобы Армения не могла наладить дружественных отношений с Европой. Было заявлено, что существует официальная статистика, в соответствии с которой в день в России погибает минимум 3 армянина, а в год - не менее тысячи человек.
"Мы стали наложницей России, это худший вид рабства. Там убивают армян, а мы восхваляем русских, говорим по-русски. У нас не хватает достоинства, но это не наша вина, это вина агентурной сети", - резюмировал Айрикян.

No comments:

Post a Comment