,,ცოდნა გონების ფარია თუ რომ არავინ არია" უთქვამთ ჩვენს წინაპრებს. ამ ბლოგის მიზანია საქართველოზე, კავკასიაზე და შეიძლება მსოფლიოზეც კი ისეთი რამეების გახსენება, რაც ძალიან იოლად შეიძლება დაავიწყდეს დღევანდელ რთულ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ადამიანს. აქ იქნება ჩვენი ისტორიის და თანამედროვეობის ეპიზოდები,რომლებზეც ღირს დაფიქრება და შეჩერება. გავიხსენებთ იმ ადამიანებსაც,რომლებისგანაც დიდად ვართ დავალებული,რომელთაც შექმნეს ლამაზი საქართველო ან მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნიეს მის ცხოვრებას...
August 15, 2011
რექვიემი შანხაისთვის: თანამედროვეობის სიგიჟე უტევს და სპობს თაობათა მიერ შექმნილ სილამაზეს...
![]() |
| ახალი შანხაი |
რექვიემი შანხაისთვის :
ქალაქი იშლება, ქრება, ათასობით კოშკია აღმართული ამიერიდან შანხაიში რომელიც ოდესღაც იყო აღმოსავლური ეგზოტიზმის მითიური განსახიერება. ძველ კვარტალებს ბოლო მოუღო მასიურმა ნგრევამ და მოსახლეობათა გადასახლებამ. დარჩა მხოლოდ რამოდენიმე კუნძული რომლის გადაღებაც მათ შთანთქმამდე მოასწრო ფოტოგრაფმა გრეგ ჟირარმა.
August 12, 2011
მისტიკოსი ამირა აბდ ელ-კადერი (1808-1883):
![]() |
| რაინდი აბდ ელ-კადერი |
ევროპის საყვარელი აღმოსავლეთის სახეებიდან,
იყო არაბეთს მისტიკოსი ამირა აბდ ელ-კადერიც (1808-1883),
მოწყალე სამარიტელი აბდ ელ-კადერის ხსოვნას:
ის არ ყოფილა მხოლოდ ალჟირის კოლონიზაციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი,ის ვინც იბრძოდა გენერალი ბუგოს « ჯოჯოხეთური კოლონების » წინააღმდეგ. იძულებით ლტოლვილობაში მყოფი, ფრანგების მიერ ნაღალატევი ამირა სულაც არ ოცნებობდა რევანშზე : მან უარი თქვა ყოველგვარ პოლიტიკურ ხელისუფლებაზე და აღმოჩნდა ერთდროულად თეოლოგი,მისტიკოსი და ფრანკ-მასონი.
August 11, 2011
უმბერტო ეკო: ახალი შუა საუკუნეები
![]() |
| უმბერტო ეკო |
ის რომ დღეს მივდივართ მთვარეზე, ფეხბურთის მატჩებს რომ გადავცემთ თანამგზავრით და რომ ვიგონებთ ახალ ნივთიერებებს ძალიან კარგად შეესაბამება შუა საუკუნეების იმ უცნობ ასპექტს რომელსაც როგორც წესი უწოდებენ პირველ ინდუსტრიალურ რევოლუციას:
ჯერ საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაცია არ დამთავრებულა და უკვე ახალი შუა საუკუნეები იწყება ?
კატეგორია
ფილოსოფია
August 5, 2011
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი:
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი (გაიძ მინასიანი წარმოშობით სომეხი ფრანგი ექსპერტია)
რუსეთის არმია დაინტერესებული იყო აზერბაიჯანელების და სომხების, აფხაზების თუ ოსების და ქართველების ერთმანეთზე გადაკიდებასა და გადამტერებაში. რათა ამით შეენარჩუნებინა თავისი პოზიციები ამიერკავკასიაში. დაახლოებით ასე იყენებდნენ ლიბანის შინაგან წინააღმდეგობებს სირიელები რომელთა მიზანიც იყო ლიბანში გაბატონება.
დაშნაკცუტიუნი მერყეობს «დიდსომხურ» ნაციონალიზმსა და თავისუფალი, გაერთიანებული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სოციალისტური სომხეთის მომცველ პლანეტარულ კონფედერაციაზე ინტერნაციონალისტურ ოცნებას შორის.
ასეთი სომხეთი კი დაშნაკთა აზრით უნდა იყოს რევოლუციური ბრძოლების შედეგი. ჰაიტადიზმს («სომხური საკითხი») უნდა სომხეთის და საყოველთაოს, რევოლუციური ძალადობის და საყოველთაო მშვიდობის პერსპექტივის დაკავშირება ერთმანეთთან.
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი, საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამომცემლობები, 2002, ჟან-მარი დემალდანის წინათქმა.
«ძველი არ ამთავრებს კვდომას, ახალი ვერ ახერხებს გაჩენას» (რომენ როლანი).
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-2 :
![]() |
| სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის დამფუძნებლები |
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-4 :
ჰაიტადიზმი არის რეალური სამყაროს სიმკაცრისა და ეთნიკური მოსპობის ფსიქოზის შეხვედრის შედეგი...
თავისი იდეების, ღირებულებებისა და მითების მქონე ჰაიტადიზმი, ეს ეროვნული მოძრაობა, გამოხატავს ერთ მოთხოვნას : ახალი სომეხი ერისა და მის ისტორიულ ტერიტორიებზე ახალი სომხეთის შექმნის მოთხოვნას.
შესავალი 2:
ჰაიტადიზმი და სომხური რევოლუციური ფედერაცია:
თანამედროვეობასა და ტრადიციას შორის მოქცეული ჰაიტადიზმი ჩაფიქრებულია სომეხთა ახალ პარადიგმად და სოციოლოგიად და ქმნის სისტემას. მისი იდეების, ღირებულებებისა და მითების მქონე ეს ეროვნული მოძრაობა გამოხატავს ერთ
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-3 :
1. სომხური საკითხი და ჰაიტადიზმი:
სომხეთზე ლაპარაკს იწყებენ ძვ.წ.VII ს-ში. ამ სახელს უწოდებენ შავის ზღვის შუმადინარეთისგან და სამხრეთი კავკასიონის ქედის ანატოლიის ზეგნისგან გამომყოფ რეგიონს სწორედ აქ, სომხეთში, ოდესღაც ურარტუში დამკვიდრდა ბალკანეთიდან წასული ინდოევროპელი ხალხი, განვითარდა და გადაიქცა სომეხ ხალხად რომელიც იყო 301 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიმღები პირველი ხალხი. სახელი
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-5:
რუსულ და ოსმალურ სოფლებში გაჩენილი სომხური რევოლუციური ფედერაცია კონსტრუქტივისტულ სოციალიზმში ხედავს სოციალიზმის ეროვნულ პროექტში გათქვეფის ორიგინალურ ექსპერიმენტს, სოციალიზმის და ნაციონალიზმის სინთეზს ( ანუ ნაციონალ-სოციალიზმს? მთარგმნელი) რომელიც მოიცავს უაღრესად ფართო პოლიტიკურ სპექტრს მომარქსისტო სოციალიზმიდან ტრადიციონალისტებამდე ხალხოსნების, ნაციონალისტების და ლიბერალების გავლით.
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-6:
1970 წელს მოხდა სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის რადიკალიზაცია.
ფოტოზე: სომხური არადაშნაკურ-ანტიდაშნაკური მაგრამ ასევე ჩეკისტური ტერორისტული ორგანიზაცია "საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის"-ის დროშა (მთარგმნელი).
შესავალი 5. მესამე სამყაროს მომხრეობა და ტერორიზმი :
1970 წელს მოხდა სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის რადიკალიზაცია.
ესაა სტრატეგიული ტეხილი. დაშნაკებმა უარყვეს ძველი ანტისაბჭოთა სტრატეგია და ჩათვალეს რომ თურქეთის საწინააღმდეგო სტრატეგიაა ის რაც მათ დააბრუნებინებს დაკარგულ ტერიტორიებს.
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-7:
«რეჟიმები იცვლებიან სომხეთი რჩება!»
სომხურ რევოლუციურ ფედერაცია დაშნაკცუტიუნს ახარებს ის რომ მოსკოვმა დაშნაკებს დართო სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში იატაკქვეშა დაშნაკური უჯრედების შექმნის ნება თურქეთთან ბრძოლის ერთადერთი პირობით.
ნაწილი პირველი : ჰაიტადისტური კულტურული რევოლუცია (1972-1988) :
სტალინის სიკვდილის შემდეგ მოსკოვმა კავშირი დაამყარა ყველა ძალასთან (სახელმწიფოებთან, პარტიებთან, მოძრაობებთან) რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოში საბჭოთა კავშირის სახის შელამაზება და მონაწილეობის მიღება მსოფლიოში საბჭოთა ბრწყინვალების გავრცელებაში...
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-8 :
ლიბანი, სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის ცენტრი.
თავი პირველი :
ძირს თურქეთი (1972-1981) :
ჰაიტადიზმის კულტურული რევოლუციის ინსტრუმენტად იქცნენ ლიბანელი სომხები და მისი მიზიდულობის ცენტრია ბეირუთი. 200 000 ლიბანელი სომეხი შეადგენს მთელი სომხური დიასპორის ყველაზე ინსტიტუციონალიზებულ თემს, რასაც ხელს უწყობს ლიბანის თავისებური,კონფესიიონალიზმზე და თემების თანაარსებობაზე დაფუძნებული სისტემა. ის უზრუნველყოფს ქრისტიანების და მაჰმადიანების
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-9 :
დაშნაკთა სამხედრო საბჭო:
... ბევრი რამ გვაფიქრებინებს რომ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი თანამშრომლობდა სახელმწიფოთა (აშშ,საბჭოთა კავშირი,რუსეთი,საფრანგეთი,ინგლისი) სამხედრო ინსტიტუტებთან. Eეს ხსნის დაშნაკთა ქსელის საქმიანობის დიდად კონფიდენციალურ ხასიათს საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე. სომხური საკითხის კონფლიქტურმა ბუნებამ, მისმა გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ სხვადასხვა სახელმწიფოს სამხედრო დაზვერვებს უბიძგა ამ პარასამხედრო ქსელის ინსტრუმენტალიზაციისკენ...
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-11 :
თავი მეორე :
გადახრები და ნორმალიზაცია 1981-1988:
იმ დროს როდესაც სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მერყეობს და ეძებს ახალ გზას დასავლეთ ევროპის ნაწილს 1981-198 წლებში თავს დაატყდა ვარდისფერი ტალღა. და ამან ახალი იმედები გაუჩინა დაშნაკებს.
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-10 :
წითელი არმიის მიუნხენში და ბეირუთში მყოფი წარმომადგენლები ისევ დაუკავშირდნენ მას თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ. თურქეთმა და პაკისტანმა დაიწყეს თანამშრომლობა და გაურთულეს მდგომარეობა ავღანეთში მყოფ საბჭოთა ჯარებს...
საბჭოელები ჰ.მარუხიანისგან მოითხოვენ ტერორის მიმართვას თურქეთის წინააღმდეგ პაკისტანში და ნატოს ყველა ქეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით.
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-12 :
ყრილობაზე დაშნაკებმა შეიმუშავეს ახალი უფრო შემტევი დოქტრინა, მესიანისტური სოციალიზმი...
1981 წელს ბრეჟნევმა საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიას მოუწოდა რომ აუცილებელი იყო ანგარიშის გაწევა მათი რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ მცხოვრები პიროვნებების კულტურული საჭიროებებისთვის.
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-13 :
ასე ამზადებდნენ კავკასიის უბედურებას (მთარგმნელი)
დისკუსიები მოსკოვში მთიანი ყარაბაღის გამო:
1983 იანვარში ჰ. მარუხიანი მოსკოვში ეცნობა მიმდინარე მოვლენებს. საბჭოელები მას პირდებიან რომ საბჭოთა კავშირი გაეროში მხარს დაუჭერს სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებას. და ამბობენ რომ მოსკოვიც აღიარებს ამას. ამას გარდა მოსკოვში დაშნაკებს
კატეგორია
ისტორია
ჩანართი : ყარაბაღის ამერიკელი გმირი მონტე მელკონიანი (1957-1993)
მონტე მელქონიანი |
1980 წელს ის გახდა კგბ-ს “ჩრდილში” მოქმედი სომხური ტერორისტული ორგანიზაცია “ასალას” ( “საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის”) წევრი და საიდუმლოდ გადავიდა ბეირუთში სადაც იყო “ასალას” ჯგუფი “ჰაიასტანის” მებრძოლი. შემდეგ იცხოვრა საფრანგეთში.
1990 წელს ჩავიდა საბჭოთა სომხეთში სადაც პირველი თვეები მუშაობდა სომხეთის მეცნიერებათა აკადემიაში (ამზადებდა მონოგრაფიას ურარტუს არქეოლოგიის შესახებ).
კატეგორია
ისტორია
გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-14 :
„საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის (ასალა) აშკარად ჩაუვარდა ხელში საბჭოთა კავშირს. მისი მთავარი პოტენციალი ეხლა სირიაშია და დამოკიდებულია დამასკოსგან დამოუკიდებელ ზოგ სირიულ სამსახურზე”, განაცხადა სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის წარმომადგენელმა ჰ. პაპაზიანმა რომელმაც
კატეგორია
ისტორია
Subscribe to:
Posts (Atom)







