September 22, 2011

ნაპოლეონ ქარქაშაძე: აფხაზეთი ისეთი არ არის, როგორიც თბილისიდან ჩანს

saqinformi
www.saqinform.ge


ჩემს სადარბაზოში ცხოვრობდა ცნობილი აფხაზი მეცნიერი, აკადემიკოსი ზურაბ ანჩაბაძე, რომელიც პედაგოგიური ინსტიტუტის, შემდეგ უნივერსიტეტის რექტორი იყო. იგი დაბეჯითებით ამტკიცებდა, რომ გენეტიკურად არც ერთი ერი აფხაზებთან ისე ახლოს არ დგას, როგორც ქართველები. მის ამ მოსაზრებას არ იზიარებდნენ სხვა აფხაზი მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აფხაზები ამ კუთხის აბორიგენები არიან და ენათესავებიან ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს.

ნაპოლეონ ქარქაშაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ვიქტორ ჰიუგო ვანდალიზმის წინააღმდეგ+ლტოლვილი ვიქტორ ჰიუგო:

პაპა ვიქტორ ჰიუგო
გაუმარჯოს საფრანგეთის და ევროპის სილამაზის მცველ და გუშაგ ვიქტორ ჰიუგოს !!!

«ვიცნობ ვოლტერს, ვაღმერთებ დიუმას და ვერ ვიტან ჰიუგოს », უთხრა რუსულ გაზეთ « ნეზავიზიმაია გაზეტას » ერთმა წარმოშობით ქართველმა საბჭოთა წარჩინებულმა. და მაინც ან იქნებ სწორედ ამიტომაც კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ვიქტორ ჰიუგოს !


 ვიქტორ ჰიუგო ვანდალიზმის წინააღმდეგ :
   ფრანგული რევოლუცია, უფრო ზუსტად რევოლუციური ვანდალიზმი არის მნგრეველის და მარბიელის ნიმუში რომელიც განსაკუთრებით გამოკვეთა ვიქტორ ჰიუგოს კალამმა.

September 20, 2011

მიხეილ მჭედლიშვილი: 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში


ვისაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან რაიმე შეხება ჰქონია, არ შეიძლება მეხსიერებაში სამუდამოდ არ აღბეჭდოდა მიხეილ მჭედლიშვილის შთამბეჭდავი პორტრეტი – დინჯი, აუღელვებელი, კაცთმოყვარე, ალალმართალი, სამართლიანი, პრინციპული, შეუპოვარი, სამშობლოსადმი უზომოდ შეყვარებული, თავისი ქვეყნის ისტორიის არამარტო ზედმიწევნით კარგად მცოდნე, არამედ მოამაგე და ღირსეული დამფასებელი. 
მიხეილ მჭედლიშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა უპირველეს

მიხეილ მჭედლიშვილი: 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში

მეორე ნაწილი
ბატონი ალექსანდრე განაგრძობს: „სტალინმა ამ შემთხვევაში მხოლოდ კავკასიელებს და ყირიმელ თათრებს მოუწყო გენოციდი გერმანელებთან მიმხრობის მოტივით, თვარა იგივე საქმის ჩამდენ რუსებს როდი აკადრა ეს სასჯელი. არადა, იგივე არ გააკეთა ათასობით რუსმა? განა ვლასოვი და სხვა გენერლები თავიანთი არმიებით არ გადავიდნენ გერმანელთა მხარეზე და იქიდან არ ხელმძღვანელობდნენ „რუსეთის განმათავისუფლებელ არმიას?“ და განა მთელ რუსეთს აგებინეს ამისათვის პასუხი?“ (იქვე, გვ. 258).

September 18, 2011

არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა : პიკასოს მეგობარი ალექსანდრე შერვაშიძე :

ალექსანდრე შერვაშიძის
პორტრეტი. მხატვარი
ვლადიმირ როსინსკი,
დათრგუნული საქართველოს ღირსეული შვილი, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე (1867-1968) :
 მამამისი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე იყო ქართველი თავადაზნაურობის 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. 
 საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მსურველთა ამ შეთქმულების მოსპობის შემდეგ რუსეთის გააფთრებულმა იმპერატორმა ბრძანა რომ კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძეს ეკრძალება კავკასიაში ცხოვრება და შეუძლია ცხოვრება რუსეთის იმპერიის ნებისმიერ ადგილას კავკასიის გარდა.
 კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე აღმოჩნდა ყირიმში სადაც მას გაუჩნდა უფროსი შვილი ალექსანდრე. ბიჭს ელოდა სამხედრო კარიერა. მანაც ისწავლა ნიჟეგოროდის კადეტთა კორპუსში რომელიც ატარებდა გრაფი არაკჩეევის სახელს.


  მაგრამ მისი სამშობლოსა და მთელი კავკასიის დამთრგუნველი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახური ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძეს რბილად რომ ვთქვათ დიდად არ იზიდავდა. და მან აირჩია მხატვრის გზა. 

September 15, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-17 : თავისუფლება და პასუხისმგებლობა :

თავისუფლების ქანდაკება.
ეიფელის კოშკი, მდინარე სენა.
«დამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე იმიტომ რომ ეს ქცევა არის მისი არჩევანის შედეგი და მან ეს იცის ძალიან კარგად.მან იცის რომ მან პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების თუ საზოგადოებრივი აზრის,თავისი სვინდისის თუ ღმერთის წინაშე»
  ადამიანი თავისუფალი რომ არ იყოს ის არც პასუხისმგებელი იქნებოდა. მაგრამ ადამიანს სხვა ქმნილებებზე უფრო მაღლა აყენებს და ადამიანურ ღირსებას შეადგენს სწორედ მორალური თავისუფლება რომელიც აქვთ მხოლოდ ადამიანებს.
  სწორედ ესაა ადამიანის ნამდვილი კეთილშობილება. უსულო

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-16 : ადამიანის პიროვნების ღირსება :

სოკრატე და მისი მოწაფეები
უნდა იამაყოთ ვინაიდან თქვენ ხართ ქმნილებათა უმაღლეს საფეხურზე. მაგრამ გაფრთხილდით: დიდ პრივილეგიებს თან ახლავს დიდი მოვალეობები. არ შებღალოთ ეს ღირსება უღირსი საქციელით,უსაქციელობით. კეთილშობილს აკისრია მოვალეობები. ყველაზე თეთრი და სუფთა სამოსი აქვს იმას ვისაც ჭუჭყის ეშინია.
     ადამიანი,ჩემო მეგობრებო,ფიზიკურად,სხეულის წყობით, უახლოვდება ცხოველებს,მაგრამ დიდად შორდება მათ თავისი გონიერებით და მორალური თვისებებით რომლებიც გადააქცევენ მას ადამიანად.

September 14, 2011

როგორ ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-15, დამატება : მორალის საგანი :

ა სკოლა
  იცოდეთ: ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მაღალი არაკაცი. ადამიანობა პიროვნებად ყოფნაა : ესაა ჩვენი ღირსების საკადრის წმინდა ატმოსფეროში არსებობა და სხვის დაუხმარებლად აზროვნება,განსჯა, ესაა აგრეთვე ირგვლივ სიკეთის კეთება,ჩვენი მსგავსებისთვის უანგარობის,სამართლიანობის,ქველმოქმედების და გულუხვობის,ერთი სიტყვით ყველა სათნოების მაგალითის მიცემა.  გეოგრაფია,გეომეტრია,ფიზიკა,გრამატიკა მხოლოდ გაგიადვილებთ რომელიმე პროფესიის დაუფლებას,მორალი

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-14, რელიგიური მოვალეობები:

მარკები ბერნარდა დე სან
პიერის დაბადებიდან 200
წლისთავის აღსანიშნავად.
ადამიანმა არ უნდა იჩივლოს თავისი ცხოვრების სიმოკლის გამო. უფალმა მის სხეულს მისცა რამოდენიმე მწარე და ღატაკი წელი,მაგრამ მის სულს მისცა მარადისობა და აღტაცება. 
  ღმერთს ადამიანისთვის არ მიუსჯია ხოხვა მიწაზე და მტვერში და მიწის გლეჯა უბადრუკი არსებობის შესანარჩუნებლად. 


   ჩვენი უკლებლივ ყველა მოვალეობა რელიგიური მოვალეობაა. ანუ ჩვენი უკლებლივ ყველა მოალეობა ღმერთის მიმართ მოვალეობებია.


“ აღვასრულოთ ჩვენი ინდივიდუალური მოვალეობები, ვცადოთ

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-13,

ანჟერი.1910 წლის წყალდიდობა.
    ერთგულება:
    I :  ერთგულება არის გულუხვი და თავდავიწყებული სწრაფვა სხვის დასახმარებლად; 
  ესაა ჩვენი ეგოისტური პიროვნების,ჩვენი წადილების,ჩვენი გემოვნების,ჩვენი ქონების მსხვერპლად მიტანა სხვა ადამიანის ბედნიერებისთვის.
ჩვენი ისტორია სავსეა ყველანაირი ერთგულების მაგალითებით. იმისათვის რომ გავხდეთ კარგი და მამაცი მოქალაქეები საჭიროა ჩვენს წინაპართა მაგალითებისთვის მიბაძვა.

September 13, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს- 12, გულუხვობა, შეწყალება:


იოჰან გოტფრიდ ჰერდერი
როდესაც შეურაცმყოფენ მე ვცდილობ სულის ისე ამაღლებას რომ შეურაცხყოფამ ვერ მოაღწიოს ჩემამდე”(დეკარტე). 
  მართლმსაჯულება გვიკრძალავს ბოროტებისთვის ბოროტების მუგებას.
  გულმოწყალება გვიბრძანებს ბოროტებისთვის სიკეთის მიგებას.
 „მტრებს ვაჩვენოთ შეწყალება: ამ ნიჭის მქონე დიდი გულები შეურაცხყოფაზე მაღლა დადგომით პატიებაში უფრო მეტ დიდებას პოულობენ ვიდრე სიამოვნებას შურისძიებაში” (ლებრა).

September 12, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს,11: მადლიერება:

 ქველმოქმედის და დავალებულის მოვალეობებს საუკეთესოდ გადმოსცემს ეს აღმოსავლური ანდაზა: „თუ  აკეთებ სიკეთეს დაივიწყე; თუ კი გიკეთებენ სიკეთეს გახსოვდეს მუდამ”.

ოგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-10: ადამიანის მოვალეობები: ქველმოქმედება, მოწყალება:

 ”გული უნდა იყოს უხვი როდესაც უხვი ვერაა ხელი”.
ამერიკელი მხატვარი
კეიტ ჰარინგის გული.
 ქველმოქმედება, მოწყალება:

 I:  ქველმოქმედება არის ყველაფრის გაკეთება ტანჯულებისთვის  იმის მიცემა რაც ჩვენ ჭარბად გვაქვს. საჭიროა მათი გამხნევება, მათთვის დახმარების გაწევა,მათთვის სამუშაოს შოვნა და ყველაფერი ამის გაკეთება დახმარების გაწევისას მათი დამცირების გარეშე. “ის თუ როგორ გაიღებენ უფრო მნიშვნელოვანია იმაზე რასაც გაიღებენ” (კორნელი).

II:  ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მსგავსები. მეტიც, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ როდესაც მათ უჭირთ.  კეთილგანწყობა უნდა მიდიოდეს ქველმოქმედებამდე.

ესეც ევროპაა:ჩემი მამების მოხუცი სამშობლო:

Evan James,ჰიმნის ტექსტის ავტორი 
"ჩემი მამების მოხუცი სამშობლო, ,პოეტების,მომღერლების და სახელგანთქმული ადამიანების ქვეყანა ძვირფასია ჩემთვის,
მისმა დიდმა მეომრებმა და დიდმა პატრიოტებმა მშვიდობისთვის დაღვარეს სისხლი.,,

   მოხუცო მთიანო უელსო, პოეტების სამოთხევ,
ყოველი ხეობა და ყოველი კლდე მშვენიერია ჩემთვის.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ევროპელები ლამაზი ევროპის მშენებლებს-9: გულმოწყალების,ქველმოქმედების, სოლიდარობის,ძმობის მოვალეობები:

ლამენე
   “დავეხმაროთ ერთმანეთს და ჩვენს უბედურებათა ტვირთი უფრო მსუბუქი იქნება” (ფლორიანი).

I:  გულმოწყალეობა, ქველმოქმედება ნიშნავს სიყვარულს.
გულმოწყალეობა, ქველმოქმედება მაშ, არის მოყვასის სიყვარული. 
 გულმოწყალების ჩვენი უპირველესი მოვალეობაა დავიცვათ ისინი ვის არსებობასაც ემუქრება საფრთხე, დავეხმაროთ საფრთხეში მყოფთ. 
    ჩვენ უნდა დავიცვათ ისინიც ვისაც სწამებენ ცილს, ვისაც ლანძღავენ ჩვენს წინ,და განსაკუთრებით მაშინ როდესაც გვჯერა რომ მათ უსამართლოდ სდებენ ბრალს.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-8, მოვალეობები სხვების მიმართ:

საზოგადოების ყოველი წევრი საზოგადოებისგან იღებს მილიონჯერ მეტს იმაზე რისი გაკეთებაც შეუძლია თვითონ...


   საზოგადოება,მისი აუცილებლობა, მისი სიკეთე:
   I :  საზოგადოება აუცილებელია ადამიანისთვის. ის ადამიანს აძლევს მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებას. ის ადამიანს აძლევს ინტელექტუალური და მორალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებას.

September 11, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-7, ადამიანის მოვალეობები:

ბოსუე
ადამიანის სიდიადეს ქმნის სულის სიცოცხლე ანუ ინტელექტუალური და მორალური ცხოვრება.:

  ადამიანის მოვალეობები საკუთარი თავის მიმართ:
 I:  ადამიანი არის სხეულისგან და სულისგან შემდგარი ბუნებრივი მთლიანობა: სხეული ინელებს,სუნთქავს,ცოცხლობს,მაგრამ მას არ ესმის თუ რას აკეთებს; ერთი სიტყვით მისი გრძნობა არაა ქვის თუ მცენარის გრძნობაზე მეტი. სხეულზე მბრძანებლობს უხილავი სული.
   ადამიანის სიდიადეს ქმნის სულის სიცოცხლე ანუ ინტელექტუალური და მორალური ცხოვრება.

II: ადამიანი შედგება სხეულისგან და სულისგან. სხეული არის ადამიანის მატერიალური ნაწილი რომელსაც აქვს სიცოცხლის შემადგენელი მოქმედებებისთვის აუცილებელი ნაკვთები და ორგანოები.

September 9, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-6, სოციალური მოვალეობები: მართლმსაჯულება და გულმოწყალება :

გულმოწყალე
სამარიტელი
“ დააყენეთ ენა იმიტომ რომ ავსიტყვაობა შუბის კვრაზე უარესია. ავსიტყვებს და ცილისმწამებლებს არ ენდობიან,მათი ეშინიათ. ისინი ეჯავრებათ. ადამიანის ღირსება არის მორალური საკუთრება და მისი შელახვა ისეთივე დანაშაულია ისევე  როგორც ქურდობა და ყაჩაღობა...”

 საზოგადოება სასარგებლოა ჩვენთვის მაგრამ ამავე დროს ის გვაკისრებს გარკვეულ მოვალეობებს სხვა ადამიანების მიმართ. ეს მოვალეობებია სამართალი, მართლმსაჯულება და გულმოწყალება,გულუხვობა.

ისინი შეიძლება დაყვანილი იყოს ამ ორ მაქსიმაზე:
“არ გაუკეთოთ სხვას ის რაც არ გინდათ რომ გაგიკეთონ თქვენ თვითონ.”
“ყველა შემთხვევაში გაუკეთეთ სხვას ის რაც გინდათ რომ გაგიკეთონ თქვენ თვითონ”.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-5, სწავლის ვალდებულება:


სკოლა
     განათლება აუცილებლობაა და არა მარტო სიკეთე. გაუნათლებელი ადამიანი უძლური და უიარაღოა ცხოვრებისეულ ბრძოლებში. უმეცარი იქნება პირველივე მოთრეულის მსხვერპლი.  მას მისი ნების საწინააღმდეგოდაც კი ჩაითრევენ საზოგადოებისთვის მუდამ საშიში ავკაცების ბანდაში.

კანონი მშობლებს ავალდებულებს შვილების გაგზავნას სკოლაში რადგანაც სკოლაში

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-4, ჭეშმარიტი კეთილშობილება:

ა მოლიერიც
  ჩვენი ღირსება და სათნოება არ უნდა იყოს ჩვენი წინაპრების ღირსებაზე და სათნოებაზე ნაკლები თუ კი გვინდა რომ ჩავითვალოთ მათ ნამდვილ შთამომავლებად.



“არა, არა, დაბადება, წარმოშობა არაფერია იქ სადაც არაა სათნოება და ღირსება. ჩვენ ჩვენი წინაპრების დიდების წილი გვერგება მხოლოდ მაშინ როდესაც ვცდილობთ დავემსგავსოთ მათ.;

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-3: ქალთა პატრიოტიზმი

სპარტელი
იქნებოდა კი ღირსება მსხვერპლის გაღების გარეშე? ომი არაა შურისძიება: ჟერვაზი, დედა შვილებს ომში გაუშვებს მხოლოდ საფრთხეში მყოფი სამშობლოს დასაცავად.


I:  ქალები განთავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურისგან მაგრამ მათ ყოველთვის შეუძლიათ სამშობლოსადმი ერთგულების ჩვენება.
   მათ თავის შვილებს უნდა შთააგონონ ქვეყნის სიყვარული და როდესაც ამას სამშობლო მოითხოვს მა თარ უნდა დააკავონ თავისი შვილები,პირიქით, მათ უნდა შთააგონონ მათ მოვალეობის ღირსეულად შესრულება.

September 8, 2011

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-2: სამშობლო:

ლეონ გამბეტა
”ბრბო უნდა მივიდეს სალოცავად სამშობლოსათვის დაცემულთა კუბოებთან. 
 მთელი ხალხის ხმა მათ არწევს მათ საფლავებში,
სამშობლოსათვის დაცემულთა სახელები ულამაზესია უდიდეს სახელებს შორის» (ვიქტორ ჰიუგო).


“სამშობლოსათვის დაცემულთა სახელები ულამაზესია უდიდეს სახელებს შორის » (ვიქტორ ჰიუგო).

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-2:
I:  “ სამშობლო არის ჩვენი დედა. მისგან მივიღეთ ყველაფერი რითიც ვტკბებით. ჩვენ,მაშ,ის უნდა გვიყვარდეს მთელი გულით. ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ და ის უნდა დავიცვათ ჩვენი სიცოცხლის ფასადაც კი.

როგორ ზრდიდნენ და ზრდიან ლამაზი ევროპის მშენებლებს-1 :

ფელისიტე რობერტ
დე ლამენე
  “მშობლების მკვლელებს შორის მოიხსენება ის ვინც  უყურადღებოდ სტოვებს თავის მშობლებს და გულგრილად უყურებს მათ ტანჯვას და სიღატაკეს” (ლამენე).

 მოვალეობები მშობლების მიმართ: მადლიერება,აღიარება:
 I:  "ჩვენ უსაზღვროდ მადლიერები უნდა ვიყოთ ჩვენი მშობლებისა იმ სიკეთისთვის და სიყვარულისთვის რითაც მათ დაგვაჯილდოეს.
  ჩვენ ამ მოვალეობებს ვიხდით მათ მიმართ კარგად ქცევით და მათთვის მუშაობისას დახმარების გაწევით, მათი დაცვით ავადმყოფობებისგან და მოხუცებულობისას მათ მხარში დგომით,მათ საჭიროებათა დაკმაყოფილებით.
ნამდვილი დამნაშავეა ის ვინც უყურადღებოდ სტოვებს მშობლებს როდესაც მათ სჭირდებათ მისი დახმარება." (ჟიულ სტეეგ).

September 7, 2011

ცნობიერებით მანიპულაციის ისტორიიდან ანუ აღმოსავლეთ ევროპის "სტიქიური"დემოკრატიზაციის ეპიზოდი:



1989 წელს პრაღაში ვითომ სტიქიური ხალხური დემონსტრაციისას მოკლული სტუდენტის როლი გაითამაშა კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის უშიშროების სამსახურის ლეიტენანტმა ანუ პუტინის კოლეგამ...



Воображение и Общество Спектакля   Воображение – способность человека, необходимая для мыслительного постижения реальности. Уже Аристотель писал, что когда ум осознает какую-то вещь, он должен

იმპერატორი პუტლერ უპირველესი!!! / Homos cagebicus

ჰომო კაგებეკუსის მიზანი პერესტროიკაში ჰომო კაგებიკუსი და პერესტროიკის ნამდვილი მიზანი  "კგბ-ს ესმოდა რომ მისი და საბჭოთა კავშირის გადარჩენის  ერთადერთი საშუალება იყო უარის თქმა აღმოსავლეთ ევროპაზე...."(ანუ არსებობდა დიდი გარიგება კრემლის მიერ აღმოსავლეთი ევროპის დათმობისა და სახაროვის კონსტიტუციის პროექტის შესაბამისად გადაკეთებული საბჭოთა კავშირის შენარჩუნების შესახებ. ამიტომ მონაწილეობდა კგბ  აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიზაციაში ჩაუშესკუს ჩაძაღლების ჩათვლით და ამიტომ აკეთებდა და აკეთებს ყველაფერს დანარჩენი ტერიტორიის შესანარჩუნებლად. ქართული ეროვნული მოძრაობა ამას ანუ საქართველოს დაგლეჯა დაქუცმაცებას არ დათანხმდა და ამიტომ გამოცხადდა ის დინების წინააღმდეგ მცურავ პროვინციულ ფაშიზმად. შედეგები ცნობილია მაგრამ ვითარება უკვე კარგა ხანია რაც შეიცვალა და პერსპექტივებიც ოდნავ სხვაა...)   ევროპელი ექსპერტის არც თუ დაუსაბუთებელი აზრით პერესტროიკა დაიწყო იმიტომ რომ კრემლს და კგბ-ს უნდოდათ დასავლური ფული მომაკვდავი საბჭოთა ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის და ლეგალიზაცია დასავლეთის თვალში. ბოლო ამოცანის წარმატებით განხორციელების განსაკუთრებული სიმბოლოა ალბათ ბერიას ხელქვეითი სახაროვისთვის და ანდროპოვის თანაშემწე გორბაჩოვისთვის ნობელის პრემიების დარიგება...    

September 2, 2011

რადიო თავისუფლება


ილია ჭავჭავაძერუბრიკები / მეათე სტუდია

104 წელი წიწამურიდან

ილია ჭავჭავაძე
02.09.2011
1907 წლის 30 აგვისტო (12 სექტემბერი) ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. ზუსტად 104 წლის წინ წიწამური-საგურამოს გზაზე მოკლეს ადამიანი, ვისი ძალისხმევის გარეშე საქართველო ვერც დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და ვერც თანამედროვე ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა.

მკვლელობა ძველი სტილით 1907 წლის 30 აგვისტოს მოხდა. მეორე დღეს ქართულმა ყოველდღიურმა ლიტერატურულ-პოლიტიკურმა გაზეთმა „ისარმა“ გამოაქვეყნა მოკლე ცნობა: „საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე“. ისტორიკოს ვახტანგ გურულის თქმით, მკვლელობის მიზანი არ ყოფილა არც ძარცვა და არც

September 1, 2011

ნელი ეშბას ტრაღედიის შესახებ


მოქვი 
მოსკოვის ამ რუსულ გაზეთში ერთმა აფხაზმა ერთი-ორი კარგი სიტყვა თქვა ქართველებზე და ეს გაზეთი («ობშჩაია გაზეტა») რა თქმა უნდა ამიტომ დახურეს!!! პოსტბოლშევიკური «ეროვნული თვითგამორკვევის» და ზოგი ადამიანის უფლებათა დაცვის შედეგი :
უკომენტაროდ:
«მტვრიანი » ქაღალდებიდან :
« ... ოდესღაც ცნობილი თეატრალური კრიტიკოსი ი.გ. მიაგკოვა წერდა მის შესახებ:
«ნელი ეშბამ ჩვენს ყოფაში შემოიტანა ამაღლებული რომანტიული თეატრი, რომლის დაჯერებაც შეიძლება»...

August 28, 2011



22.08.2011

Французский депутат: «Народ Карабаха имеет право на признание со стороны международного сообщества»

Лусине Мусаелян, Степанакерт

«Неужели спустя столетие по прихоти одного диктатора армяне Нагорного Карабаха должны вновь испытать трудности, живя на земле, которая принадлежит им», - такими словами в понедельник на встрече с карабахскими парламентариями начал свое выступление председатель комиссии по национальной обороне и вооруженным силам Национального Собрания Франции, член парламентской фракции «Союз за народное движение» Ги Тесье.


АВТОР ADMIN | ДАТА 27 ИЮЛЯ 2011, 12:32 ПП

В своем официальном заявлении глава Западноевропейского бюро АРФ «Дашнакцутюн» Мурад Папазян призвал армянское сообщество Франции поддержать на президентских выборах 2012 года кандидатуру бывшего первого секретаря Социалистической партии Франции. Франсуа Олланда (на фото в центре).
Как сообщает Информационный Центр газеты армян России «Еркрамас» со ссылкой на парижского журналиста Жана Экияна, партия «Дашнакцутюн» обосновывает свой выбор тем, что Франсуа Олланд всегда «оставался преданным сторонником борьбы армянского народа, выступал за необходимость признания Турцией Геноцида армян, а также за необходимость введения уголовного наказания за отрицание Геноцида, не забывая при этом о проблемах урегулирования карабахского конфликта и о проблемах вступления Турции в Европейский Союз».
На выборах кандидатов Франсуа Олланд и Мартин Обри набрали почти одинаковое количество голосов и в настоящее время являются главными фаворитами.


© При полном или частичном использовании материала ссылка (в интернете - гиперссылка) наИнформационный Центр (ИЦ) газеты армян России “Еркрамас” обязательна, даже если мы ссылаемся на другие источники. Мнение ИЦ “ЕРКРАМАС” может не совпадать с мнением авторов отдельных материалов. ИЦ “ЕРКРАМАС” не несет ответственности за содержание рекламы. 

არც ისე ცოტა შერეკილ თანამედროვეობაში ადამიანობის შენარჩუნების ერთ-ერთი ხერხი




 


 
 The Big Book Group, დიდი წიგნის ჯგუფი











 

 


   2001 წლის სექტემბერში  ერნაირად მოაზროვნე დედების ჯგუფმა ტანბრიჯ უელსიდან დაარსა არა მხოლოდ დესერტთა კლუბი.  ჩვენ კონცენტრირებული ვართ თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაზე, მაგრამ ღია ვართ იმ წიგნებისთვის რომლებიც სიამოვნებას ანიჭებენ ჩვენს წევრებს. 

    ჩვენ ვართ 8-12 წევრისგან შემდგარი პატარა ჯგუფი და თავისუფლად, მეგობრულად ვსაუბრობთ სასიამოვნო გარემოში.

        ჩვენ ვხვდებით თვეში ერთხელ სამშაბათ საღამოობით და ვიკრიბებით რიგ რიგობით ჩვენი წევრების სახლებში. ტრადიციის თანახმად მასპინძელი გვახვედრებს დესერტს და ჩვენ დავილოცებით ხოლმე ღვინის ერთი-ორი ჭიქით.
           შემდეგი მასპინძელი წასაკითხად გვთაბაზობს 1,2,3 წიგნს და ჩვენ ვირჩევთ თუ რომელი წიგნი უნდა წავიკითხოთ და გავარჩიოთ შემდეგ შეხვედრაზე. 

Not Just Desserts Book Club was founded in September 2001 by a group of like-minded mothers from Tunbridge Wells. We concentrate on contemporary fiction, but are open to any books that members have enjoyed. We are quite a small group with around 8-12 members at any one time, allowing for lively discussions where all can participate in an open, unthreatening environment.

We meet once a month (on Thursday evenings) and take it in turns to host the evenings in our own homes. It is a tradition that whoever is hosting the evening provides a selection of desserts, which we enjoy with a glass of wine or two.....

Whoever is hosting the next meeting brings 1,2 or 3 books they wish to propose and we take a vote on which book to read.

We are an informal, friendly group, most of whom live in Tunbridge Wells. We all have children and the evening often provides a welcome break from the stresses and strains of family life!


ტანბრიჯ უელსის ოთხშაბათობით კითხვის ჯგუფი/

          გნებავთ კითხვით სიამოვნება  გაწევრიანდით ჩვენს მკითხველთა ჯგუფში რომელიც იკრიბება თვეში ერთხელ,

Tunbridge Wells Tuesday Reading Group

KCC events

Tunbridge Wells Library, Tunbridge Wells
Do you enjoy reading? Why not join our friendly reading group which meets every month?
Tuesday 12th November 2013
12.30 - 1.30pm
Venue
Tunbridge Wells Library
Mount Pleasant Road
Tunbridge Wells
TN1 1NS
Contact
David Todd
08458 247200
david.todd@kent.gov.uk
http://www.kent.gov.uk/libs


 ტანბრიჯ უელსის სამაგალითო მანდილოსნები:
ესეც ლამაზი ევროპაა: საზოგადოების ატომიზაციასთან და უსაშველო ინდივიდუალიზმთან ბრძოლა, «მოდი ჩემთან, მე ვკითხულობ დაქალებთან ერთად»:
ნამდვილი საზოგადოებრივი მოვლენა ინგლისში და ამერიკიის შეერთებულ შტატებში, სახლში წიგნის კითხვის წრეების გამრავლება გარდაქმნის ჩვენს დამოკიდებულებას წიგნთან. წიგნის ტრადიციულად ინდივიდუალური და განმარტოებით კითხვა გადაიქცა დებატების პრელუდიად და სოციალური ცხოვრების წყაროდ.

August 27, 2011

მრავალი თანამედროვისთვის სამწუხაროდ უკვე ძველმოდური ფროიდიც


ეს ფროიდია 
კულტურული პროცესი არის ენერგიათა კალაპოტში მოქცევა და მათი გარდაქმნა...
 «კულტურული განვითარების ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ და თვალსაჩინო ნიშანს წარმოადგენს ინსტინქტების გაკეთილშობილება, განწმენდა» (ფროიდი) :
 «გაკეთილშობილების», « განწმენდის» კონცეფცია ფროიდმა ჩამოაყალიბა ნაშრომში «უქეიფობა ცივილიზაციაში» ( 1929),რომელიც გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა სათაურით « Das Unbehagen in der Kultur.» ეს ფრაზა არის ამ ნაშრომის მესამე თავში.

საინტერესო პირველი რომი: სამურაი რომაელები:



რომაელები
«...რომაული საზოგადოება ღირსების საზოგადოება იყო! ის სულაც არ ყოფილა დეკადენტური საზოგადოება რომელსაც ხშირად გვიჩვენებენ სატელევიზიო სერიალები.
    პასუხისმგებლობა აღიქმება როგორც ტვირთი და პატივი.
 რომაელი არისტოკრატები არ არიან ტკბობის და განცხრომა-სიამოვნებათა მოყვარულები.
 ისინი უფრო სამურაები არიან ვიდრე ორგიების მოყვარულები.

არა და ეს ღირსება სათნოებები არ ყოფილა მარტო დიდი ოჯახების დამახასიათებელი ნიშანი. 

August 26, 2011

ისევ და ისევ დაკნინებაზე:



ფოტო 1
(ფოტო 1: დენის არკანის ფილმები; "ბარბაროსთა შემოსევა", "ქმერიკული იმპერიის დაკნინება", "ადამიანური სიყვარული და ადამიანის ნაშთები".)


25 წლის წინ კინემატოგრაფისტმა და ისტორიკოსმა დენის არკანმა გადაიღო ფილმი «ამერიკული იმპერიის დაკნინება» სადაც ის სასტიკად იგდებდა მასხრად თავისი თანამემამულე კვებეკელების ამაო ჰედონიზმს. დადგა ევროპის დრო ? დენის არკანს ესაუბრება ნორმან ბალარჟეონი.

ცივილიზაციის ძალა და განვითარება არაა დამოკიდებული მხოლოდ მის მატერიალურ თუ სამხედრო ძალაზე. ის პირველ რიგში ეყრდნობა ინდივიდთა სულიერ განწყობას და მდგომარეობას, მათ დამოკიდებულებას სიცოცხლესთან და სიკვდილთან, მათ მიერ შრომის თუ ბავშვების აღრზრდა-განათლების მნიშვნელობის გააზრებას. 

August 22, 2011

ზვიად გამსახურდია: აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობა

საქართველოს სსრ ძეგლთა დაცვის საზოგადოების ყრილობის პრეზიდიუმისადმი

მსურს მივაპყრო თქვენი ყურადღება დღევანდელი აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურის ძეგლთა სავალალო მდგომარეობას.


კულტურის ძეგლთა დაცვის აფხაზეთის განყოფილებას განაგებს უვარგისი და არაკომპეტენტური მუშაკი ფაჩულია, რომელმაც თავისი დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმით აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმე კატასტროფამდის მიიყვანა. მისი მთელი “საქმიანობა”