October 1, 2013

პუტინს უნდა დიდი ევროპა-ევრაზია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე


ცოტა ხნის წინ ბერლინში გავლენიანმა გაზეთმა "ზიუდოიჩე ცაიტუნგ" მოაწყო შეხვედრა რომელზეც ქალბატონი ანგელა მერკელის მიწვევით გამოვიდნენ ევროპული ქვეყნების ლიდერები.

რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო და მომხიბლავი იყო პოლკოვნიკი-პრემიერ მინისტრი პუტინის გამოსვლა რომელმაც გამოაცხადა რომ მას უნდა არც მეტი და არც ნკლები - დიდი ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.


მანიაკი ძერჟინსკის ღირსეული მემკვიდრე პოლკოვნიკი პუტინის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის კონტინენტური გეოპოლიტიკის ისტორიული გამოხატულება.

ეს გეოპოლიტიკა იმთავითვე მიმართული იყო ევროპისა და რუსეთი-ევრაზიის სივრცის გაერთიანებისკენ ერთიან ეკონომიკურ,სტრატეგიულ და რესურსულ ზონად.

მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდა ნაპოლეონი რომელიც კონტინენტურ ევროპას უპირისპირებდა კუნძულ ინგლისს. აქედანა მისი პავლესთან და ალექსანდრე პირველთან დახლოების //მაგ.ტილზიტის ზავი// პერიოდები.

მეოცე საუკუნეში ამას ისახავდნენ მიზნად ევროპელი გეოპოლიტიკოსები //"კონტინენტური ბლოკი" ბერლინი-მოსკოვი-ტოკიო//.

საბჭოთა კავშირის ბოლო ათწლეულებში ანალოგიურ იდეებს ავითარებდნენ ბელგიელი ჟან ტირიარი //ევროსბჭოთა იმპერია ვლადივოსტოკიდან დუბლინამდე// და ეხლახანს გარდაცვლილი ფრანგი მწერალი და გეოპოლიტიკოსი ჟან პარვულესკუ //1929-2010// რომელმაც გავლენა მოახდინა ფრანგ პოლიტიკოსებზეცკერძოდ დომინიკ დე ვილპენზე და მთლიანობაში თანამედროვე ნეოგოლიზმზე//.
ყველა ეს პროექტი მეთვრამეტე საუკუნიდან ოცდამეერთე საუკუნემდე ამოდის იდეიდან ევრაზიული მატერიკის მთელი ჩრდილოეთი ზონის //ატლანტური ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე// გაერთიანების შესახებ.

ამ შემთხვევაში მიღწეული იქნება ისეთი მასშტაბი რომელიც ამ ზონას აქცევს მსოფლიოს უდიდეს ძალად.

ამ კონტინენტური პროექტის მოწინააღმდეგე ადრე იყო დიდი ბრიტანეთი,ეხლა კი მოწინააღმდეგეები არიან ამერიკის შეერთებული შტატები,ჩინეთი თუ ისლამური სამყაროს გაერთიანებული პოტენციალი.

ამ წერილის ავტორი დუგინი რაკეტას
უმიზნებს თბილისს ცხინვალიდან
ევროპისა და რუსეთის ინტეგრაცია, ამდენად, არის რელური მრავალპოლუსიანობის შექმნის პროექტი. მისი განხორციელების შემთხვევაში არც ერთ სახელმწიფოს და სახელმწიფოთა არც ერთ ბლოკს არ ექნება უპირატესობა სხვებთან შედარებით არც სამხედრო-სტრატეგიული, არც ეკონომიკური და არც ენერგეტიკული თვალსაზრისით.

თანამედროვე სამყაროს პირობები ისეთია რომ ასეთი დამოუკიდებელი პოლუსის შესაქმნელად საკმარისი აღარაა მარტო ევროპა ან მარტო რუსეთი. საკმარისი მასშტაბი აქვს მხოლოდ სრულფასოვან ევრო-რუსულ, ევრაზიულ კონტინენტურ ბლოკს.

"ზიუდდოიჩე ცაიტუნგში" გამოქვეყნებულ თავის სიტყვაში პუტინმა გადმოსცა ხუთი კონკრეტული პუნქტი იმისა რასაც შეიძლება დაირქვას "ევრო-რუსული კონტინენტური პროგრამა". ეს პუქტები ასეთია:

1. ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე ჰარმონიული სამეურნეო ერთობის შექმნა. არსით ეს ნიშნავს მოწოდებას მრავალდონიანი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ და ეკონომიკური კავშირის შექმნისკენ. ეს კავშირი უნდა მოიცავდეს როგორც ევროპის ქვეყნებს ისე რუსეთს და დსთ-ს ზოგ ქვეყანას.

ესაა მაქსიმალური მასშტაბის ევრაზიული კავშირის შექმნის პროექტი.

2. ევროკავშირის და რუსეთის საერთო სამრეწველო პოლიტიკა. პუტინმა ახსნა რომ ლაპარაკი არაა კლასიკურ ინდუსტრიულ წესრიგთან დაბრუნებაზე. ლაპარაკია მაღალი ტექნოლოგიების ერთად,ერთობლივად განვითარებაზე,ე.ი. ევრაზიული ინოვაციური ეკონომიკის შექმნაზე.

თუმცა გარკვეული დასკვნები უნდა იქნას გამოტანილი 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან, ყურადღება უნდა მიექცეს კონკრეტული წარმოებისგან მოწყვეტილი ფინანსური ბუშტების შემნას.

3. აუცილებელია ერთიანი ევროპული ენერგოკომპლექსის შექმნა. მაგრამ ვინაიდან რუსეთი არის ევროპაში ენერგორესურსების უმთავრესი მიმწოდებელი მის გარეშე ეს კომპლექსი ვერ ივარგებს. აქაა ორმხრივი ინტერესი. ევროპა დიდადაა დაინტერესებული ენერგორესურსების გამოყენებაში,რუსეთი კი-მათ გასაღებაში.

ასეთი კომპლიმენტარულობა და ურთიერთშემავსებლობა გვიბიძგებს ერთიანი ევრაზიული ენერგოსისტემის შექმნისკენ.

4. ევროპისა და რუსეთის სივრცეში აუცილებელია მეცნიერების,განათლების და სამეცნიერო-ინოვაციური ცენტრების კოორდინირებული განვითარება, ამისთვის პუტინმა შესთავაზა განვითარების საერთო სტრატეგიის შემუშავება. ამ სტრატეგიამ ხელი უნდა შეუშალოს რუსეთის და ევროპის ტვინების გადინებას და აზრის ინოვაციური ფაბრიკების გადაადგილებას ევრო-რუსული ზონის გარეთ. ამისთვის საჭიროა როგორც ევროპული ისე რუსული პოტენციალის გამოყენება.

5. აუცილებელია ევროპის და რუსეთის ტერიტორიის გადაქცევა სრულებით გახსნილ უვიზო ზონად. მაშინ სოციალური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და აკადემიურ ინტეგრაციას. პუტინმა ხაზი გაუსვა იმას რომ ესაა სხვა დონეებზეც ინტეგრაციის სრულფასოვანი პირობა და ამდენად ევროკავშირის ინტერესებშია და არაა მარტო რუსეთის მოქალაქეთა სურვილი.

პუტინს არაფერი უთქვამს რუსეთისა და ევროკავშირის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ,მაგრამ ეს თემა უფრო ადრე დოვილში რუსულ-ფრანგულ-გერმანულ სამიტზე და შემდეგ ნატოს ლისაბონის სამიტზე განავითარა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა რომელმაც ყველაზე სერიოზული ყურადღება მიაქცია უსაფრთხოების საერთო სისტემის საკითხებს...

მაშ, ჩვენ გვაქვს ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გადაშლილი დიდი ევროპის მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროექტი. ეს არაა ლოზუნგების უბრალო ნაკრები,ესაა მკაფიო გეოპოლიტიკური კონტინენტური ფილოსოფიის გაფორმება. ამ ფილოსოფიას კი აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია.


რუსეთის და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ტვინები მუდამ ცდილობდნენ გწონასწორებული და ჰარომონიული ურთიერთობების მოდელის მონახვას რაც, მრავალჯერ გააძლიერებდა ამ კონსტრუქციის როგორც რუსულ ისე ევროპულ ნაწილებს,

კონტინენტურ პოზიციებზე დამდგარი საფრანგეთი და შემდეგ გერმანია გარდაუვლად ცდილობდნენ რუსეთთან დაახლოებას. და ამას ყოველთვის დადებითი შედეგები ჰქონდა მონაწილეებისთვის.

სხვა ამბავია რომ ევროპული კონტინენტალიზმის მტრებს არ ეძინათ და როგორც კი ჩნდებოდა კონტინენტალიზმის ეგიდით რუსეთის და ევროპის დაახლოების პერსპექტივები ისინი ურტყავდნენ ამ პერსპექტივებს.

კონტინენტური ბლოკის შექმნის ნებისმიერი მცდელობა იშლებოდა გავლენის აგენტების ქსელით როგორც რუსეთის ისე ევროპულ სახელმწიფოთა მხრიდან და ამისთვის იყენებდნენ სხვადასხვა საბაბს და არგუმენტაციას.

მე-18 საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე ამ საბოტაჟს ეწეოდა ინგლისი. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ატლანტიზმის ალტერნატიული გეოპოლიტიკური ძალის ავანგარდში ჩადგა ამერიკის შეერთებული შტატები.

ევროპულ-რუსული სტრატეგიული კავშირი იქნება მსოფლიოში აშშ-ს განუყოფელი ბატონობის დასასრული და გასაგებია თუ საიდან დაარტყავენ კონტინენტური პროექტის ახალ ვერსიას.

ალეკსანდრ დუგინი.
---------------------------------------------------------------------------------------------

ჟან პარვულესკუს წიგნი 
"ვლადიმირ პუტინი 
და ევრაზია"
ევროპუტინისტი პარვულესკუ
სულ გადასარევი ვიღაცაა 1929 წელს რუმინეთში დაბადებული და 2010 წლის 21 ნოემბერს პარიზში გარდაცვლილი ფრანგი პუტინისტი მწერალი და ჟურნალისტი ჟან პარვულესკუ!

მან დაწერა და გამოსცა წიგნი «ვლადიმირ პუტინი და ევრაზია».

ბევრი ფრანგის აზრით ეს განსაკუთრებით საშიში წიგნი ყველას არ უნდა ჩაუვარდეს ხელში. მე მხოლოდ დავამოწმე გარკვეული რევოლუციური დიდ-ევროპული იმპერიული ცნობიერების წინსვლის უწყვეტობა. «...დიდებული და შესანიშნავი წიგნი. 400-ზე მეტი ფურცლის შემცველ წიგნში ჟან პარვულესკუ გვთავაზობს პუტინის და ევრაზიის სქელტანიან გამოკვლევას.

30 წლის მანძილზე დაწერილი მრავალი წერილის საფუძველზე ის აჩვენებს თუ როგორ შეიცვალა განთავისუფლდა სულიერად რუსეთი, როგორ მოიშორა მან თავიდან კომუნიზმი და როგორც იქცა ისტორიის ნაციონალისტური და რევოლუციური კონცეფციის მედროშედ. 

პარვულესკუ ასევე ხსნის რომ ვლადიმირ პუტინი მისი განცხადებებითა და ქმედებებით იცავს გეოპოლიტიკას როგორც ისლამიზმის ისე ამერიკანიზმის წინააღმდეგ. 

მოციქული ევრაზიისა (ევროპის, ჩინეთის ნაწილის და იაპონიის კავშირისა) როგორც სახელმწიფოსი. 

ძალიან საინტერესო, ფუნდამენტურიც კი გეოპოლიტიკით დაინტერესებული აქტივისტებისთვის.

ეს წიგნი ასევე გვთავაზობს მსოფლიო ისტორიის მრავალ ეზოტერულ და სულიერ კონცეფციას.

გერმანიის გაერთიანებიდან საბჭოთა კავშირის დასასრულამდე, ამერიკული პოლიტიკის საიდუმლო მამოძრავებელი ძალებიდან იოანე-პავლე მეორემდე, ავტორი ეხება მნიშვნელოვან საერთაშორისო თემებს. 

ნაშრომს დასტრიალებს ვლადიმირ პუტინის იდუმალი სახე. პარვულესკუ წერს რომ გაჩნდა «დიდი მისტიკოსი მებრძოლი» და ის შეცვლის მსოფლიოს სახეს. ვიზიონერულია.

ნარტოვი. გეოპოლიტიკა: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის. ნაკვეთი 1. გეოპოლიტიკის თეორიული საფუძვლები. თავი 3. დასავლეთის თანამედროვე გეოპოლიტიკური თეორიები და სკოლები (ფრაგმენტი):

ფრანგმა მწერალმა ჟან პარვულესკუმ შექმნა ორიგინალური მიმართულება ლიტერატურაში- ,,გეოპოლიტიკური ბელეტრისტიკა" მისი გეოპოლიტიკური იდეები დაიყვანება იმაზე რომ კაცობრიობის ისტორია არის ხელისუფლების, ძალაუფლების ისტორია. ამ ძალაუფლების და ხელისუფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვის მრავალი ნახევრადსაიდუმლო ორგანიზაცია. ის ასახელებს «ატლანტისტების ორდენს» და «ევრაზიელთა ორდენს». ისინი წარმოიქმნენ უხსოვარ წარსულში, ათასწლეულების წინ. მათ გაუძლეს მრავალ საერო მმართველ დინასტიას, ფინანსურ იმპერიებს, რელიგიურ ინსტიტუტებს. «ორდენთა» მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში მონაწილეობენ მეფეები და მსხვილი ფინანსისტები, პატრიარქები და პაპები, დიპლომატები, გენერალები, რევოლუციონერები, მისტიკოსები და ა.შ. 

აშკარაა რომ პარვულესკუს აზრით «ორდენთა» დაპირისპირებას აქვს მისტიკური ხასიათი.

მთავარ როლს აღწერილ ბრძოლაში პარვულესკუ ანიჭებს საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ შარლ დე გოლს რომელმაც შექმნა მძლავრი გეოპოლიტიკური ორგანიზაცია «გეოპოლიტიკური გოლიზმი».

ეს ჟან პარვულესკუა
დე გოლის და მისი ნახევრადსაიდუმლო სტრუქტურის ძირითადი ამოცანაა ევროპული კონტინენტური ბლოკის, პარიზი-ბერლინი-მოსკოვის ბლოკის შექმნა და ამ ამოცანის რეალიზაციისთვის იყო ის ჩასული 1966 წელს რუსეთში, ე.ი. საბჭოთა კავშირში. (უნდა ვთქვა რომ აქ ბატონი პარვულესკუ დიდად სცდება იმიტომ რომ საფრანგეთი ომის დროს წალეკეს სტალინის მორჩილმა და ბელადის განწყობათა შესაბამისად  ხან ჰიტლერის მომხრე და ხანაც მოწინააღმდეგე ფრანგმა კომუნისტებმა რომლებმაც საფრანგეთი კინაღამ გადააქციეს საბჭოთა კავშირის XVI რესპუბლიკად. დე გოლმა მოსკოვში ჩასვლით და არა მარტო ამით სწორედ ამ საფრთხისგან გადაარჩინა საფრანგეთი და მადლობა მას. 1968 წელს განებივრებულმა ფრანგმა ახალგაზრდობამ ზოგ  სხვასთან ერთად ის გააგდო და სორბონას კედლებზე გამოფინა მარქსის, ლენინის და მაოს პორტრეტები, მაგრამ ეგ უკვე სხვა ისტორიაა, გ.მ.).

პარვულესკუს იდეების მსგავს შეხედულებებს გამოთქვამდნენ კონტინენტალისტი ჰაუსჰოფერი, «ნაციონალ-ბოლშევიკები» და «ახალი მემარჯვენეები».

უკანასკნელების მსგავსად პარვულესკუც ფიქრობდა რომ დაპირისპირების 1970-1980-ანი წლების ეტაპი კულმინაციურია, როდესაც გეოპოლიტიკურ სუპერსტრუქტურათა ბრძოლა უახლოვდება დასასრულს.

პარვულესკუ ხედავდა უზარმაზარი კონტინენტური კონსტრუქციის, «დასასრულის ევრაზიული იმპერიის» კონტურებს და და ამ იმპერიის შეჯახებას «ატლანტიკის იმპერიასთან».
   
პარვულესკუს ნაშრომები ექსპრესიულებია, მისი პერსონაჟები გამოირჩევიან დემონური ნებით, ჟინით.

გეოპოლიტიკურ სუპერკონსტრუქციათა «ფინალური ბრძოლა» აღწერილია არაამქვეყნიური მისტიკური ფერებით.

ამას ხელს უწყობს ის რომ პარვულესკუ პირადად იცნობდა  მრავალ პოლიტიკურ მოღვაწეს და მეგობრობდა მათთან. გამოგონილი პერსონაჟები ოსტატის ხელით შექმნილი კოლორიტული ხასიათებია.

მისტიციზმთან მოსაზღვრე ძლიერი ინტუიციის მქონე პარვულესკუ 1970-ან წლებში ხატავს 1990-ანი წლების მსოფლიოს სურათებს.


Jean parvulesco, né en 1929 en roumanie, et mort le 21 novembre 2010 à  paris, est un écrivain et journaliste français.
Auteur: Jean Parvulesco 
Editions: Les Amis de la Culture Européenne 
Collection: 
Pages: 434

"Dans le présent ouvrage, qui est un livre singulièrement dangereux, à ne surtout pas mettre entre toutes les mains, je n'ai rien fait d'autre que de témoigner en continuité de la marche en avant, des développements conséquents d'une certaine conscience impériale révolutionnaire grand-européenne."(...) Un maître-livre! L’écrivain et romancier Jean Parvulesco, propose, dans un gros volume (plus de 400 pages!), une véritable étude sur Vladimir Poutine et l’Eurasie. Sur la base de nombreux articles écrits depuis trente ans, il montre comment la Russie a peu à peu changé et s’est débarrassée du communisme, comment elle s’est libérée spirituellement pour devenir le fer de lance d’une conception nationaliste et révolutionnaire de l’histoire. Jean Parvulesco explique aussi que Vladimir Poutine, à travers ses déclarations et ses actes, devient le défenseur d’une géopolitique autant contre l’islamisme que contre l’américanisme, l’apôtre de l’Eurasie (union de l’Europe, d’une partie de la Chine, de l’Inde et du Japon) en tant que puissance. Très intéressant, et même fondamental pour les militants attirés par la géopolitique, ce livre propose aussi de nombreuses conceptions ésotériques et spirituelles de l’histoire du monde. De la réunification de l’Allemagne à la fin de l’URSS, des ressorts secrets de la politique américaine à Jean-Paul II, cet essai ne laisse rien passer des enjeux politiques internationaux. La figure mystérieuse de Vladimir Poutine plane sur l’ouvrage. Qui est vraiment Poutine? se demande l’auteur. La conception de l’Eurasie est primordiale, Jean Parvulesco écrit qu’une « grande mystique combattante » vient de naître et qu’elle va même changer la face du monde. Visionnaire.
es Jan parvuleskua 


Нартов Н. Геополитика: Учебник для вузов.Раздел 1. Теоретические основы геополитики. Глава 3. Современные геополитические теории и школы Запада

Французский писатель Жан Парвулеску создал оригинальное. Отправление в литературе — “геополитическую беллетристику”. Его геополитические идеи сводятся к тому, что история человечества — это история власти, могущества. За достижение этого могущества и власти борются многие полусекретные организации. Он называет их “орденом атлантистов” и “орденом евразийцев”. Время их возникновения лежит в глубине истории, тысячелетий. Они пережили многие правящие светские династии, финансовые империи, религиозные институты. В многовековой борьбе “орденов” участвуют короли и крупные финансисты, патриархи и папы, дипломаты и генералы, революционеры и мистики и т.д. Видно, что противостоянию “орденов” Парвулеску придает мистический характер.

Главную роль в описываемой борьбе автор оригинального жанра отводит генералу де Голлю, бывшему президенту Франции, который создал мощную геополитическую организацию, получившую название “геополитический голлизм” Основная задача де Голля и его полусекретной структуры — организация европейского континентального блока “Париж — Берлин — Москва” (Именно для реализации этой задачи президент де Голль в 1966 г. посещает Россию, т.е. СССР). Как мы видим, подобные идеи высказывали континенталист Хаусхофер, “национал-большевики” и “новые правые” Как и последние, Парвулеску полагал, что этап геополитического противостояния 70—80-х годов является кульминационным, когда борьба двух геополитических суперструктур подходит к финалу. Он видел контуры огромной континентальной конструкции “Евразийской Империи Конца” и ее столкновение с “Империей Атлантики”. Его труды экспрессивны, персонажи наделены демонической волей, убежденностью, “Финальная Битва” геополитических суперконструкций описывается в запредельных, мистических красках. Этому способствует хорошее знание автором многих исторических деятелей, с которыми он поддерживал личные дружеские отношения. Вымышленные персонажи — колоритные личности, характеры, созданные умелой рукой мастера. Обладая огромной интуицией, граничащей с мистицизмом, Парвулеску в 70-х годах рисует картину мира середины 90-х.

   

 http://www.geopolitica.ru/Articles/1126/
     Великая Европа от Лиссабона до Владивостока
Опубликовали: 2010-12-01 14:16:58
После Лиссабонского саммита в центре внимания мировой прессы и аналитиков встала тема российско-европейских отношений. На днях в Берлине на встрече, организованной влиятельной газетой «Зюддойче цайтунг» по приглашению Ангелы Меркель выступили лидеры многих европейских стран. Одно из самых ярких и запоминающихся выступлений принадлежало российскому премьеру Владимиру Путину, который огласил фундаментальный геополитический концепт – «Великая Европа от Лиссабона до Владивостока». План, изложенный Путиным, является историческим выражением континентальной геополитики, изначально направленной на объединение пространства Европы и  России-Евразии в единую экономическую, стратегическую и ресурсную зону. В конце XVIII начале XIX веков эту политику пытался проводить Наполеон, противопоставлявший континентальную Европу островной Англии – отсюда периоды его сближения с Павлом и даже с Александром I (например, Тильзитский мир). В ХХ веке к тому же стремились европейские геополитики («континентальный блок» Берлин-Москва-Токио). В последние десятилетия СССР аналогичные идеи развивали бельгиец Жан Тириар (Евросоветская Империя от Владивостока до Дублина), а вплоть до настоящего момента эту же концепцию (проект Евразийской Империи)мужественно недавно скончавшийся французский писатель и геополитик Жан Парвулеско (1929-2010), оказавший влияние на многие французские политические круги (в частности, Доминик де Вильпен и современный неоголлизм в целом). Все эти проекты с XVIII века по XXI исходят из идеи объединения промышленного, хозяйственного и военно-стратегического потенциала всей северной зоны Евразийского материка от Атлантического до Тихого океанов. В этом случае будет достигнута такой масштаб, который сделает всю эту зону мировым могуществом вне конкуренции. Но если оппонентом этого континентального проекта на прежних этапах выступала Великобритания и ее морская империя, то сегодня, в XXI веке эта роль перешла к США, а также к другим мировым центрам, претендующим на региональное и мировое могущество – таким, как Китай или объединенный потенциал исламского мира.

Интеграция Европы и России, таким образом, представляет собой проект создания реальной многополярности, то есть такой архитектуры мира, где ни одно из государств и ни один из блоков государств не будет обладать абсолютным превосходством над остальными – ни с военно-стратегической, ни с экономической, ни с энергетической точек зрения. Условия современного мира таковы, что для создания такого самостоятельного полюса уже недостаточно ни одной Европы, ни одной России. Достаточным масштабом обладает лишь полноценный евро-российский, евразийский континентальный блок.

Путин в своей речи, опубликованной «Зюддойче цайтунг», изложил 5 конкретных пунктов того, что вполне можно назвать «евро-российской континентальной программой». Они таковы.
1.    Создание гармоничной хозяйственной общности от Лиссабона до Владивостока. По сути это означает призыв к полной и многоуровневой экономической интеграции и созданию нового экономического союза: на сей раз не только между странами Европы, но в рамках огромного социально-политического и экономического пространства, включающего как саму Россию, так и ряд стран СНГ. Это проект создания Евразийского Союза в его максимальном масштабе.
2.    Общая промышленная политика между Евросоюзом и Россией. Путин пояснил, что речь идет не о возврате к классическому индустриальному порядку, но о совместном развитии высоких технологий, то есть о создании евразийской инновационной экономики. Хотя определенные выводы из финансового кризиса 2008 года сделать и следует, обратив особое внимание на создание финансовых пузырей, оторванных от конкретного производства.
3.    Необходимость создания общего европейского энергокомплекса. Но поскольку Россия является главнейшим поставщиком энергоресурсов в Европу, то без нее этот комплекс будет несостоятельным. Здесь есть обоюдный интерес: Европа жизненно заинтересована в потреблении энергоресурсов, а Россия в их сбыте. Такая комплиментарность, взаимодополняемость, подталкивает нас к созданию общей евразийской энергосистемы.
4.    Необходимость скоординировано развивать науку, образование и научно-технические инновационные центры в пространстве Европы и России. Для этого Путин предложил выработать общую стратегию развития, которая должна была бы воспрепятствовать утечке российских и европейских мозгов и смещению инновационных фабрик мысли за пределы общей евро-российской зоны. Для этого следует использовать как европейский, так и российский потенциал.
5.     Необходимость сделать территорию Европы и России полностью открытой и безвизовой, чтобы социальная интеграция способствовала интеграции экономической, энергетической и академической. Путин подчеркнул, что это является не только желанием российских граждан, но и условием для полноценной интеграции на других уровнях, а следовательно, в интересах Евросоюза.

Путин при этом умолчал о военно-стратегическом партерстве России с Евросоюзом, но эту тему, со своей стороны, развил ранее на российско-франко-германском саммите в Довиле, а затем на Лиссабонском саммите НАТО Президент России Дмитрий Медведев, уделивший вопросам общей системы безопасности самое серьезное внимание. В этом вопросе роли российских лидеров были четко распределены: президент Медведев озвучивал военно-политические и оборонные аспекты европейско-российской интеграции, премьер Путин – экономические и энергетические.
Итак, мы имеем дело с ясно сформулированным проектом Великой Европы от Лиссабона до Владивостока. Это не просто набор лозунгов, но оформление внятной геополитической континентальной философии, имеющей многовековую историю. Лучшие умы России и континентальной Европы всегда стремились найти модель сбалансированных и гармоничных отношений, что многократно умножило бы потенциал обеих составляющих этой конструкции – как российской, так и европейской. Когда Франция или, позднее, Германия вставали на континентальные позиции, они неминуемо искали сближения с Россией. И всякий раз это давало позитивные результаты для всех участников. Другое дело, что враги европейского континентализма не дремали, и как только перспективы такого российско-европейского сближения (под эгидой континентализма) обозначались, по ним наносился удар. Любая попытка континентального блока немедленно торпедировалась сетью агентов влияния как со стороны России, так и со стороны европейских держав под самыми разными предлогами и с использованием самой разной аргументации. От XVIII до первой половины XX века этот саботаж исходил от Англии. Со второй половины ХХ века в авангарде альтернативной геополитической силы, атлантизма, встали США. Для перспективы единоличной американской гегемонии в мире европейско-российский стратегический альянс будет означать только одно: закат безраздельного господства в мире. Соответственно, легко предсказать, откуда на сей раз будет происходить удар по новой версии континентального проекта.

No comments:

Post a Comment