July 31, 2013

სუპერტერორისტები: ლენინი, სტალინი, ნესტორ ლაკობა, კამო....

სუპერტერორისტები - მიქოიანი,
სტალინი, ორჯონიკიძე, ტფილისი, 1925
ბოლშევიკთა მხეცობების ისტორიიდან:
ესერების მსგავსად ბოლშევიკებიც ფართოდ იყენებდნენ ტერორს.

ბოლშევიკებმა შექმნეს თავისი მებრძოლი ორგანიზაცია რომელსაც დაარქვეს «მებრძოლი ტექნიკური ჯგუფი». »ტექნიკური ჯგუფი ცენტრალურ კომიტეტთან», »სამხედრო-ტექნიკური ჯგუფი».


1905 წლამდე ტერორის მოწინააღმდეგე ლენინი 1905 წელს გადაიქცა ტერორის გააფთრებულ მომხრედ .

ლენინი ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნევდა ყველაზე რადიკალურ და მხეცურ მეთოდებს.

ანა გეიფმანს მოყავს დოკუმენტები რომელთა თანახმადაც ბოლშევიკთა ლიდერი მოუწოდებდა რევოლუციური არმიის ყველანაირი ზომის და სულერთია როგორ
//თოფით, რევოლვერით, ყუმბარით, კასტეტით, ჯოხებით, ცეცხლის წასაკიდად ნავთით გაჟღენთილი ჩვრით// შეიარაღებული მინიმუმ ორ-სამ კაციანი ჯგუფების //ბანდების// შექმნისაკენ.

ლენინი მზად იყო ესერებზე უფრო შორს წასასვლელადაც...

ლენინი ამტკიცებდა რომ ბოლშევიკთა ბანდები ყველანაირ საშუალებას უნდა იყენებდნენ აქტიური მუშაობისთვის ანუ ადამიანების ხოცვა-ჟლეტა-ძარცვცისთვის და ქვეყნის ნგრევისთვის.