March 1, 2013

ლონდონის ოკუპანტ პოსტსოვეტიკუსებზე

ურაა პერესტროიკაო, იღრიალეს და ლონდონს შეესია 400 000 რუსი. ეს ოკუპანტები იქცევიან როგორც ბატონები.   ლონდონს გნებავთ  მოსკოვი ტემზაზე დაარქვით, გნებავთ ლონდონგრადი და გნებავთ პატარა რუსეთი,ის იქცა  დემოკრატიზებული პოსტსოვეტიკუსების უზომო სიმდიდრის მიწიერ სამოთხედ.

დემოკრატიზებულმა რუსებმა დაიპყრეს ლონდონი. აქ სულ მცირე 400 000 რუსია. თორმეტიოდე მარტო  სახელგანთქმული ოლიგარქია. საკუთარი სურვილით თუ უნებლიედ გადასახლების შემდეგ ამ უკანასკნელებმა კავშირები დაამყარეს ინგლისურ კომპანიებთან.

ასე აღწერს იტალიური ყოველკვირეული გამოცემა  L'Espresso ბრიტანეთის დედაქალაქის ახალ რეალობას. ამ დედაქალაქს ჟურნალისტებმა ლონდონგრადი დაარქვეს.

რუსები არ არიან არც მეგობრები და არც მტრები. ისინი ახლოვდებიან და შორდებიან მხოლოდ ბიზნესის გამო. მათი შვილები განათლებას იღებენ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში, მათი ცოლები აღმერთებენ ხელოვნებას. ლონდონის საუკეთესო მაღაზიების გამყიდველებს ასწავლეს რუსული ენაც.  კვირაობით მრავალი ფერარი და მერსედესია ენისმორ გარდენსის მართლმადიდებელთა ეკლესიასთან.