March 13, 2013

პუტინი როგორც ევროპული ლიტერატურის პერსონაჟი:


Немецкий журналист обвиняет Путина в связях с мафией
28.08.2003
გერმანიაში გამოვიდა წიგნი «განგსტერები აღმოსავლეთიდან".

გაზეთი Berliner Zeitung აღნიშნავს ამ ამბავს და ამბობს რომ მისი ავტორი, ფრანკფურტელი ჟურნალისტი იურგენ როტი პირველად წარმოადგენს დაწვრილებით კომპანია სპაგ-ის უკან არსებულ გარემოებებს და ამასთან დაკავშირებით ასევე დაწვრილებით ჩერდება პუტინის კავშირებზე რუსულ მაფიასთან. 

გერმანიის ფედერატულ რესპუბლიკაში  “აღმოსავლეთის განგსტერებს” ყურადღება მიაქციეს წელს 13 მაისს, როდესაც სისხლის სამართლის ფედერალური პოლიციის თანამშრომლებმა შტურმით აიღეს რიელტორის კომპანია St. Petersburg Immobilien und Beteiligungs AG (SPAG)-ის ოფისი ქალაქში მერფელდენ-ვალდორფ (მიწა ჰესენი). ეჭვი ჰქონდათ რომ ეს კომპანია ათეთრებდა ფულს.

იმავე დღეს პოლიციური აქციის შესახებ შეატყობინეს ფედერალურ კანცლერ გერჰარდ შრიოდერს, შესაბამისი შეტყობინება მივიდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ჟურალისტის აზრით პოლიციის არაჩვეულებრივი საინფორმაციო პოლიტიკა განაპირობა იმან რომ ამ ოპერაციას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დიპლომატიური გართულებები ვინაიდან ძიება ეხებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გარემოცვას.

March 12, 2013

იური აფანასიევის გაფრთხილება.

იური აფანასიევი
იური აფანასიევი იმაზე რომ გარიგება კრემლისტანის ნეოტოტალიტარიზმთან ცუდია რუსეთისთვისაც და სხვებისთვისაც.

იური აფანასიევი რუსეთის და ევროპის შერიგებაზე:
07-10-2011 (13:29)
იური აფანასიევი 1989 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატად. დეპუტატთა რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრი, 1990 წელს წევრი მოძრაობისა "სამოქალაქო ქმედება", ერთ-ერთი დამაარსებელი და თანათავმჯდომარე მოძრაობისა "დემოკრატიული რუსეთი". 1993 წელს უარი თქვა რუსეთის სახალხო დეპუტატობაზე და განაცხადა რომ მიდის პოლიტიკიდან. მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ-საარქივო ინსტიტუტის ყოფილი რექტორი //1986-1991//, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის დამაარსებელი,ყოფილი რექტორი //1991-2003// და პრეზიდენტი //2003-2006//.

რუსეთის და ევროპის შერიგების შესაძლებლობები და რეალობები:
10-10-2011
რამდენად შესაძლებელია პრინციპულად რუსეთის და ევროპის შერიგება? საკითხის ამგვარად დაყენებაში პირველ ადგილზე თავისთავად გამოდის აუცილებლობა იმის გაგებისა თუ ვისი ვისთან შერიგებაზე და ამ შერიგების რა საფუძვლებზეა ლაპარაკი.

March 1, 2013

ლონდონის ოკუპანტ პოსტსოვეტიკუსებზე

ურაა პერესტროიკაო, იღრიალეს და ლონდონს შეესია 400 000 რუსი. ეს ოკუპანტები იქცევიან როგორც ბატონები.   ლონდონს გნებავთ  მოსკოვი ტემზაზე დაარქვით, გნებავთ ლონდონგრადი და გნებავთ პატარა რუსეთი,ის იქცა  დემოკრატიზებული პოსტსოვეტიკუსების უზომო სიმდიდრის მიწიერ სამოთხედ.

დემოკრატიზებულმა რუსებმა დაიპყრეს ლონდონი. აქ სულ მცირე 400 000 რუსია. თორმეტიოდე მარტო  სახელგანთქმული ოლიგარქია. საკუთარი სურვილით თუ უნებლიედ გადასახლების შემდეგ ამ უკანასკნელებმა კავშირები დაამყარეს ინგლისურ კომპანიებთან.

ასე აღწერს იტალიური ყოველკვირეული გამოცემა  L'Espresso ბრიტანეთის დედაქალაქის ახალ რეალობას. ამ დედაქალაქს ჟურნალისტებმა ლონდონგრადი დაარქვეს.

რუსები არ არიან არც მეგობრები და არც მტრები. ისინი ახლოვდებიან და შორდებიან მხოლოდ ბიზნესის გამო. მათი შვილები განათლებას იღებენ ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში, მათი ცოლები აღმერთებენ ხელოვნებას. ლონდონის საუკეთესო მაღაზიების გამყიდველებს ასწავლეს რუსული ენაც.  კვირაობით მრავალი ფერარი და მერსედესია ენისმორ გარდენსის მართლმადიდებელთა ეკლესიასთან.