August 4, 2012

კვდება სირიის ეკონომიკური დედაქალაქი ალეპო :

Portrait de Bachar Al Assad sur un monceau de détritus, dans une rue d’Alep. Malgré la peur, les..."ალეპო, ჩვენი ქალაქი კვდება". ფრანგ კათოლიკეთა გაზეთმა «La Croix» //ჯვარი// მიიღო სირიული ქალაქის მარისტული თემის ორი წერილი.//გთავაზობთ ოდნავ შემოკლებით//.

2012 წლის 26 ივლისის წერილი
"23 საათია. აქ, ალეპოში დღის მანძილზე 40-ზე მეტი გრადუსია. შორიდან მესმის სროლა. მე ვარ ჩემს ოთახში, თემში.
     ალეპო, ჩვენი ქალაქი, ქვეყნის მეორე ქალაქი, ეკონომიკური დედაქალაქი, კვდება. ის ერთ კვირაზე მეტია რაც იგუდეება. ომი ვრცელდება კვარტალებში. ხალხი გარბის, იმალება, ხეტიალობს, ცხოვრობს ქუჩებში, ქალაქის ბაღებში, სკოლებში, ყველგან.მცხოვრებლები იღებენ ნათესავებს. სახლები ღიაა.
    არაა პური, დენი, საწვავი, რძე, წამლები. უხვადაა მხოლოდ ომის ფანტომი. ის ყველგანაა. ქუჩებში დგას გულისამრევი სუნი. ქალაქს ყველა მხრიდან მოადგნენ.
   ყველა შეიძლება გაიტაცონ და მოკლან. ხალხს ეშინია. შიში თრგუნავს, ადამბლავებს, კლავს...
   ისმის კითხვა - რას ვაკეთებთ. გავიქცეთ ისე როგორც ამდენი ოჯახი გაიქცა?
დავრჩეთ დამბლადაცემულები? ვიმოქმედოთ? რა ვაკეთოთ?
   თავიდან ჩვენ ვარჩიეთ ყველა ჩვენი საქმის გაგრძელება. ჩვენ დავიწყეთ არდადაგების კოლონიების, საგანმამათლებლო კურსების პროექტები... მაგრამ თანდათანობით დავინახეთ საფრთხის უზომობა. წინა სამშაბათს გადავწყვიტეთ საქმიანობის შეწყვეტა.
     მაგრამ საქმიანობის შეწყვეტა არ ნიშნავს ჩვენი მისიის შეწყვეტას. საერო პირებმა და ძმებმა ერთად უნდა ვცადოთ საჩქარო პრობლემების გადაწყვეტა. ჯაბალ-ელ-საიდეჰის კვარტალში სადაც ღარიბებთან ვმუშაობთ 25-ზე მეტი წლის მანძილზე ჩვენ ვნახეთ კიდევ უფრო ღატაკი ადამიანები-ლტოლვილები.