December 6, 2012

საბჭოთა დემოკრატების კატალოგისთვის - ანტონ სურიკოვი-მანსურ ნარტხოევი:

2009 წლის 23 ნოემბერს იჟევსკში გარდაიცვალა ანტონ სურიკოვი, იგივე მანსურ ნარტხოევი, საბჭოთა სამხედრო დაზვერვა - გრუ-ს გენერალ-მაიორი, ტერორისტი.                 
ზოგი ცნობით 48 წლის რუსეთელი ტერორისტი მოწამლეს. ყველაფერი მით უფრო საეჭვო ჩანს რომ ის გარდაიცვალა კაფეში სადილის დროს. მაგრამ მთავარი ისაა რომ მისი ბიოგრაფიის მრავალი ასე ვთქვათ დეტალი შესაძლებელს ხდიდა მისი ცხოვრების ასეთი დასასრულის პროგნოზს.

სურიკოვი 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში იყო ქართველთა წინააღმდეგ ტერორის ერთ-ერთი ორგანიზატორი. საბჭოთა სამხედრო დაზვერვა - გრუს სახელით მან გადაიბირა ბასაევი და მისი კრიმინალები და მან ჩააბა ისინი საქართველოს წინააღმდეგ ომში. რამაც დიდი როლი შეასრულს ამ ომის დასრულებაში.  ისი იბირებდა და ქირაობდა სხვა ჩრდილოკავკასიელებსაც, ყაბარდოელებს, ადიღევლებს და სხვ. და აბავდა მათ საქართველოს წინააღმდეგ ომში.
 
მანამდე, 1991 წლის ბოლოს და 1992 წლის დასაწყისში სურიკოვი აქტიურად მონაწილეობდა გამსახურდიას დამხობის მიზნით საქართველოში გადატრიალების გეგმის მომზადებაში და განხორციელებაში.