 |
ქალაქური მარტოობა |
კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი დამახიასეთებელი ნიშანია ურბანიზაცია ანუ ქალაქების გაჩენა და ადამიანების კონცენტრაცია დიდ და ზედიდ ქალაქებში. ბოლო საუკუნეებში ეს პროცესი დაჩქარდა. ზოგ განვითარებულ ქვეყანაში ქალაქების მოსახლეობა შეადგენს ქვეყნის საერთო მოსახლეობის 80%-ს. ზოგან ქალაქებმა მიაღწიეს გარკვეულ ზღურბლს და დაიწყო ადამიანების გადასახლება ქალაქებიდან გარეუბნებში მაგრამ განვითარებად ქვეყნებში ქალაქების ზრდის ტემპი 4,5-ჯერ მეტია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
ეს ადამიანურ დონეზეც აჩენს პრობლემებს, აი ზოგი მაგალითი:
«თავისუფლების ფასი: დიდი ქალაქის ანონიმურობა ერთდროულად მეტი თავისუფლებაცაა და მეტი მარტოობაც :
დიდი ქალაქების ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნიშანია ანონიმურობა.