September 18, 2011

არდავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა : პიკასოს მეგობარი ალექსანდრე შერვაშიძე :

ალექსანდრე შერვაშიძის
პორტრეტი. მხატვარი
ვლადიმირ როსინსკი,
დათრგუნული საქართველოს ღირსეული შვილი, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძე (1867-1968) :
 მამამისი კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე იყო ქართველი თავადაზნაურობის 1832 წლის შეთქმულების მონაწილე. 
 საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მსურველთა ამ შეთქმულების მოსპობის შემდეგ რუსეთის გააფთრებულმა იმპერატორმა ბრძანა რომ კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძეს ეკრძალება კავკასიაში ცხოვრება და შეუძლია ცხოვრება რუსეთის იმპერიის ნებისმიერ ადგილას კავკასიის გარდა.
 კონსტანტინე გიორგის ძე შერვაშიძე აღმოჩნდა ყირიმში სადაც მას გაუჩნდა უფროსი შვილი ალექსანდრე. ბიჭს ელოდა სამხედრო კარიერა. მანაც ისწავლა ნიჟეგოროდის კადეტთა კორპუსში რომელიც ატარებდა გრაფი არაკჩეევის სახელს.


  მაგრამ მისი სამშობლოსა და მთელი კავკასიის დამთრგუნველი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახური ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შერვაშიძეს რბილად რომ ვთქვათ დიდად არ იზიდავდა. და მან აირჩია მხატვრის გზა.