July 26, 2012

ნაჯიბულას მჩევლის მიერ დაწერილი საინტერესო სახელმძღვანელო+რუსული იაკობინელობა-1:

ნეჩაევი 
საინტერესო სახელმძღვანელო, ტერორისტის ფსიქოლოგია:
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განსაზღვრების თანახმად ტერორი არის საზოგადოების მართვა პრევენტიული დაშინების საშუალებით. ესე იგი საზოგადოების შეძრწუნება გარკვეული იდეოლოგიური დებულებების განხორციელებაზე მისი დათანხმების  მიზნით. 
//1. Одесский М., Фельдман Д. Террор как идеологема (к истории развития) // Общественные науки и современность. 1994. № 6; 1995. № 1. Согласно определению, представляющемуся мне наиболее удачным, террор - это "способ управления социумом посредством превентивного устрашения" [1], т.е. система действий, предназначенных для мощного устрашающего воздействия на психику общества с целью добиться санкции последнего на реализацию определенных идеологических установок.//.

ავტორია ფსიქოლოგიის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლეონის ალეკსანდროვი აშკინაზი, იყო ავღანეთის პრეზიდენტი ნაჯიბულას მრჩეველი, ამავე სტატუსით შრომობდა ანგოლაში, შემდეგ პოლონეთში, ყაზახეთში, რუსეთში. 

ასევე შრომობდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტში რომელსაც საზღვარგარეთ უძახოდნენ "ტერორისტთა მომზადების საერთაშორისო ლენინურ სკოლას".
ეს კაცი სოციალურ ფსიქოლოგიას და პროპაგანდას ასწავლიდა თავისი ქვეყნების ხელისუფლებებთან ძალაუფლებისთვის მებრძოლი პარტიების და ორგანიზაციების,მათ შორის ექსტრემისტულ-ტერორისტული ორგანიზაციების წევრებს //პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის მებრძოლებს, ნამიბიის ორგანიზაცია სვაპოს აქტივისტებს,ირანის ფედაინებს და ა.შ.//.

ტერორისტების აღზრდის პარალელურად ის იკვლევდა მათ ფსიქოლოგიას, ურთიერთობდა ტერორისტ მოჯახედებთან. 

ამ პირველ და ერთადერთ პროფესიონალ ფსიქოლოგს ავღანეთში ევალებოდა მშვიდობიან ავღანელთა და საბჭოთა ხალხის მკვლელი აფეთქებების რაოდენობის შემცირება.