August 15, 2013

აკადემიკოსი სახაროვის წინამორბედი ბოლშევიკი ღენერალი სიტინი და მისი გეგმები

საქართველოს გასაბჭოებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ, 1921 წლის 30 აპრილს ბოლშევიკების სამხედრო ატაშემ დემოკრატიულ საქართველოში პაველ პავლოვიჩ სიტინმა  აი ასეთი დოკუმენტი «აფრინა» მოსკოვს:


«უეჭველია რომ ამ საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ხომ არ შევწირავთ ინტერნაციონალისთვის არსებით მიზნებს რუსეთის საბჭოთა ფედერატიულ სოციალისტურ რესპუბლიკასა და თურქეთსა და ანტანტას შორის ტერიტორიულად ესოდენ მნიშვნელოვანი პოზიციის მქონე პატარა ერის შოვინიზმს?...

ადგილობრივი შოვინისტების წინააღმდეგ ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ზომა უნდა იყოს საქართველოს საზღვრებში… რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის წითელი არმიის საკმაოდ ძლიერი ნაწილების დატოვება. ქართული შოვინიზმის მატერიალურად და მორალურად დამასუსტებელ მეორე ზომად ვთვლი აფხაზეთის გამოყოფას... რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკის საზღვარი დაუყოვნებლივ უნდა გადავწიოთ ბზიფის მარჯვენა სანაპირომდე, ე.ი. აფხაზეთთან უშუალო მეზობლობამდე.


თუ კი შემდეგ აფხაზ ხალხს, მაგალითად პლებისციტის ფორმით (მისი ჩატარება შეიძლება უმოკლეს დროში), შევეკითხებით თუ სახელმწიფოებრივი არსებობის როგორ ფორმას მოისურვებდა უეჭველია რომ აფხაზი ხალხი მოისურვებს სრულ შეერთებას რუსეთის საბჭოთა ფედერატულ სოციალისტურ რესპუბლიკასთან. რუსეთის საბჭოთა ფედერატული სოციალისტური რესპუბლიკისათვის უდიდესი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ეს აქტი რუსეთს გადასცემს ქართველების მიერ აოხრებული ამ მხარის უდიდეს ბუნებრივ სიმდიდრეებს. თვითონ საქართველო, საბჭოთაც კი, და
, მით უმეტეს აფხაზეთი ვერასოდეს მოახერხებენ ამ ქვეყნის ტყეების და მთების უზარმაზარი სიმდიდრეების ათვისებას და მეთამბაქოების და მეთევზეობის სწორად დაყენებას...