June 3, 2013

ესეც ევროპაა - წითელი ტერორის მუზეუმი ბუდაპეშტში


http://www.chekist.ru/article/3362
Советский «Вихрь» над Венгрией 
საბჭოთა ქარიშხალი უნგრეთის თავზე. 

1956 წლის პირველ ნოემბერს უნგრეთის მთავრობამ იმრე ნადის ხელმძღვანელობით განაცხადა ვარშავის პაქტიდან უნგრეთის გასვლის შესახებ და მოითხოვა საბჭოთა ჯარების გაყვანა. 
 
იმავე საღამოს რადიოთი გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი იანოშ კადარი და განაცხადა ახალი უნგრული სოციალისტური პარტიის შექმნის შესახებ.

2 ნოემბერს იანოშ კადარი კგბს ოფიცრების თანხლებით ჩააბრძანეს მოსკოვში და წარუდგინეს ნიკიტა ხრუშჩოვს.

დიდმა ლიბერალმა და კიდევ უფრო დიდმა დესტალინიზატორმა ნიკიტა ხრუშჩოვმა,საბჭოთა დემოკრატიის იმედმა, კადარს შესთავაზა ჯერ კონტრრევოლუციის შეიარაღებული ძალით ჩახშობა და შემდეგ ასე დაწყნარებული ქვეყნის სათავეში ჩადგომა.