October 22, 2013

თანამედროვეთა სახეები - კარო კახკეჯიანი და ა.შ.

დაიბადა 1962 წელს სირიის ქალაქ ალეპოში. მისი ბაბუა იყო ლეგენდარული დრასტამატ კანაიანის //დაშნაკი დროს მცველი. მამამისის სხვა ნათესავებიც მონაწილეობდნენ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში.


მამამისი იყო მახლობელ აღმოსავლეთში გავლენიანი ბიზნესმენი. ის ალიუმინის ქარხანას ხელმძღვანელობდა ნიგერიაშიც.

1970 წლის მაისში კახკეჯიანების ოჯახი გადავიდა ბეირუთში სადაც კარომ ისწავლა საშუალო სკოლაში. შემდეგ კარო სწავლობდა ფრანკფურტში. მან სომხურის გარდა იცოდა არაბული, ქურთული, ინგლისური, გერმანული, თურქული და იტალიური ენები.

ნასწავლი კარო ჩაერთო ოჯახურ ბიზნესში. ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე ის ხელმძღვანელობდა ქარხნის წარმომადგენლობას ლონდონში.

საქმე კარგად მიდიოდა და აიკ კახკეჯიანმა გახსნა წარმომადგენლობა აშშ-ს შტატი კალიფორნიას ქალაქ ფრესნოში.

ახალგაზრდა კარო-კარაპეტი იქ დაუახლოვდა სომეხ პატრიოტებს და სომხურ კულტურულ ცენტრს.

ერთ-ერთ პატრიოტულ საღამოზე მან გაიცნო შაგე აგემიანი ვისთანაც ერთად იბრძოლებს არცახის //მთიანი ყარაბაღის// აზერბაიჯანისგან გამოყოფისთვის

1988 წლამდე კარო-კარაპეტ კახკეჯიანი და მისი მეგობრები აქტიურად მონაწილეობდნენ ამერიკის სომხური დიასპორის ცხოვრებაში,სხვათა შორის ქირაობდნენ სპორტულ დარბაზებს სადაც სწავლობდნენ საბრძოლო ორთაბრძოლის ხელოვნებას.

October 19, 2013

ა.დ.სახაროვის კონსტიტუცია - ამის საფუძველზე ანგრევენ საქართველოსაც

სახაროვს ყვავილებით 
ხვდებიან თბილისში
25. საწყის ეტაპზე, ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკათა კავშირის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენ ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკები. ეროვნულ-ნაციონალური ტერიტორიები და ოკრუგები. რუსეთის ყოფილი საბჭოთა ფედერაციული საოციალისტური რესპუბლიკა ქმნის რუსეთის რესპუბლიკას და რიგ სხვა რესპუბლიკებს. რუსეთი დაყოფილია ოთხ ეკონომიურ რაიონად - ევროპული რუსეთი, ურალი, დასავლეთი ციმბირი, აღმოსავლეთი ციმბირი. ყოველ ეკონომიკურ რაიონს გააჩნია სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა, აგრეთვე, სპეციალური პროტოკოლით გათვალისწინებულ რიგ სხვა ფუნქციებშიც გააჩნია დამოუკიდებლობა.

26. რესპუბლიკებს შორის არსებული საზღვრები ხელშეუხებელია დამფუძნებელი კრების შემდგომი პირველი 10 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ რესპუბლიკებს შორის საღვრების შეცვლა, რასპუბლიკების გაერთიანება, რესპუბლიკების უფრო მცირე ნაწილებად დაყოფა, რესპუბლიკის მოსახლეობის ნების და თვითგამორკვევის პრინციპის შესაბამისად მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა და მასში ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობის გზით ხორციელდება.
რუსული ვრიანტი: http://www.yabloko.ru/Themes/History/sakharov_const.html

ა.დ. სახაროვი
ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკებიკონსტიტუცი
პროექტი
1. ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი (შემოკლებით - ევროპულ-აზიური კავშირი, საბჭოთა კავშირი) - ევროპისა და აზიის სუვერენული რესპუბლიკები ნებაყოფლობითი გაერთიანებაა.

October 1, 2013

ევროპა და დაბეჩავებული კავკასია, საინტერესო გამოცდილება


კომიტეტები ჩეჩნეთი 

1989-90-ან წლებში საბჭოთა დემოკრატიის ლიდერმა აკადემიკოსმა სახაროვმა საქრთველო გამოაცხადა არამზადა სტალინის მიერ შექმნილ მცირე იმპერიად და გამოქვეყნა კონსტიტუციის პროექტი რომლის თანახმადაც საქართველოს უნდა გამოყოფოდა მისი ავტონომიები და ეს ყოფილი ავტონომიები და საქართველოსგან დარჩენილი ნაწილი ცალ-ცალკე უნდა შესულიყვნენ ე.წ.ევროპის და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირში რომლის შექმნაც იგეგმებოდა საბჭოთა კავშირის მაგივრად და ადგილზე. აქართველოს ასე დაჯიჯგვნიდან ათი წლის შემდეგ კი უნდა დამდგარიყო მისი დარჩენილი ნაწილის საზღვრების გადასინჯვის საკითხიც. ყველაფერი ეს ანუ კონსტიტუციის პროექტი ბევრჯერ გამოქვეყნდა რუსულად როგორც საბჭოთა ისე რუსულ პრესაში.

ეს იყო საქართველოსთვის ომის გამოცხადება. შედეგები ცნობილია-დანგრეული თბილისი და დანარჩენი საქართველო, გაუდაბურებული და ნანგრევებად ქცეული ქალაქები და სოფლები, საქართველოს მთელი მხარეების დაცლა  მშვიდობიანი ქართული მოსახლეობისგან.გაჩნდა ასობით ათასი მაწანწალდ ქცეული ლტოლვილი.

ეს ომი დღესაც გრძელდება ჩვენს თვალწინ. რუსეთის  შეიარაღებული ძალები და მათი დამხმარე ნაწილები შიდა ქართლში  ანგრევენ ქართველების სახლებს და ქართველებს აძევებენ მათი მამა-პაპათა მიწიდან.

ასეთია გორბაჩოვის, ელცინის და პუტინის მეთაურობით მოქმედი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დემოკრატიის მიღწევები.

აი ამ ფონზე საინტერესოა ეს გამოცდილებაც. იქნებ მოხერხდეს ევროპელთა დარწმუნება იმაში რომ საქართველოს წინააღმდეგ ომის დამთავრებაც და საქართველოს აღგენაც კარგი იქნება ევროპელებისთვისაც.

არ იქნებოდა ცუდი ალბათ ევროპაში საქართველოს კომიტეტების შექმნაც. ჩეჩნებზე არანაკლებ დაზარალებული სრულიად უდანაშაულო და უმწეო ქართველები იმსახურებენ ამას/

პირველი კომიტეტები ჩეჩნეთი შეიქმნა პირველი რუსულ-ჩეჩნური ომიდან //1994-1996//. 

მათი მისიები იყო საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია ჩეჩნეთში ომის წინააღმდეგ, ინფორმაციის გავრცელება, ჩეჩნების და რუსების მხრდაჭერა ომის წინააღმდეგ ბრძოლით. ხელის შეწყობა საფრანგეთში ჩეჩნების ჩამოსვლისთვის და ჩეჩნების მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმისთვის,ჩეჩენი ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევა.

პუტინს უნდა დიდი ევროპა-ევრაზია ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე


ცოტა ხნის წინ ბერლინში გავლენიანმა გაზეთმა "ზიუდოიჩე ცაიტუნგ" მოაწყო შეხვედრა რომელზეც ქალბატონი ანგელა მერკელის მიწვევით გამოვიდნენ ევროპული ქვეყნების ლიდერები.

რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო და მომხიბლავი იყო პოლკოვნიკი-პრემიერ მინისტრი პუტინის გამოსვლა რომელმაც გამოაცხადა რომ მას უნდა არც მეტი და არც ნკლები - დიდი ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.


მანიაკი ძერჟინსკის ღირსეული მემკვიდრე პოლკოვნიკი პუტინის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის კონტინენტური გეოპოლიტიკის ისტორიული გამოხატულება.

ეს გეოპოლიტიკა იმთავითვე მიმართული იყო ევროპისა და რუსეთი-ევრაზიის სივრცის გაერთიანებისკენ ერთიან ეკონომიკურ,სტრატეგიულ და რესურსულ ზონად.

მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდა ნაპოლეონი რომელიც კონტინენტურ ევროპას უპირისპირებდა კუნძულ ინგლისს. აქედანა მისი პავლესთან და ალექსანდრე პირველთან დახლოების //მაგ.ტილზიტის ზავი// პერიოდები.

მეოცე საუკუნეში ამას ისახავდნენ მიზნად ევროპელი გეოპოლიტიკოსები //"კონტინენტური ბლოკი" ბერლინი-მოსკოვი-ტოკიო//.

საბჭოთა კავშირის ბოლო ათწლეულებში ანალოგიურ იდეებს ავითარებდნენ ბელგიელი ჟან ტირიარი //ევროსბჭოთა იმპერია ვლადივოსტოკიდან დუბლინამდე// და ეხლახანს გარდაცვლილი ფრანგი მწერალი და გეოპოლიტიკოსი ჟან პარვულესკუ //1929-2010// რომელმაც გავლენა მოახდინა ფრანგ პოლიტიკოსებზეცკერძოდ დომინიკ დე ვილპენზე და მთლიანობაში თანამედროვე ნეოგოლიზმზე//.