![]() |
ვლადიმირ დმიტრის ძე ნაბოკოვი. ი. კ. არციბუშევის ნამუშევარი |
შესვენების დროს ესტრადასთან მხეცურად მივარდა ვიღაც ტიპი და აუტეხა სროლა მილიუკოვს. აშკარად ცდილობდა მის მოკვლას. დარბაზში იყვნენ გადაცმული აგენტები მაგრამ ტერორისტს ეცა ნაბოკოვი. დაცემისას მკვლელმა თან გაიყოლია ნაბოკოვი და მაშინ გაჩნდა მეორე მკვლელი რომელმაც სამი ტყვია დაახალა დაცემულ ნაბოკოვს.
მილიუკოვი გადაურჩა მკვლელების ამ თავდასხმას,მაგრამ დაიღუპა რუს კადეტთა ერთ-ერთი ლიდერი,ცნობილი იურისტი და სახელმწიფო მოღვაწე ვლადიმირ დიმიტრის ძე ნაბოკოვი,სახელგანთქმული რუსი მწერალი ვლადიმირ ვლადიმირის ძე ნაბოკოვის მამა.
იმავე 1922 წელს,იმავე მარტის ბოლოს ივან ალეკსეის ძე ბუნინმა პარიზულ გაზეთში დაწერა რომ ღმერთმა მომავალ "ახალ" რუსეთსაც რომ მისცეს ყველაზე უხვი სიკეთეები ის ვინ იცის როდის იხილავს ისევ ნაბოკოვებს.
მოკლული იყო ნაბოკოვების სახელგანთქმული გვარის უბრწყინვალესი წარმომადგენელი. ის იყო იუსტიციის ყოფილი მინისტრის შვილი,რუსეთის მრავალი ცნობილი მოღვაწის შთამომავალი და ნათესავი., მომავალში რუსული ემიგრაციის ყველაზე ცნობილი პროზაიკოსი ვლადიმირ ვლადიმირის ძე ნაბოკოვის მამა.