September 30, 2013

პოსტსაბჭოთა ლამცა-დრიცა გოპ-ცა-ცა!!!

საბჭოთა დემოკრატია გულაობს... 
Достоевский говорил:
Красота спасет наш мир!
Обосрали мудреца.
Ламца-дрица гоп-ца-ца.

დევიდ სატერის აზრით საბჭოთა რეფორმატორებს ესმოდათ რომ ისინი რუსეთში აგებენ კრიმინალურ კაპიტალიზმს, მაგრამ ეგონათ რომ ეს კრიმინალური კაპიტალიზმი გადაიქცევა რაღაც უკეთესად რაც სინამდვილეში არ მოხდა.
Россия - проблема для самой себя
http://www.svobodanew.com/%D1%80%D0%BE%D1%81%D1%81%D0%B8%D1%8F-%D0%BF%D1%80%D0%BE%D0%B1%D0%BB%D0%B5%D0%BC%D0%B0-%D0%B4%D0%BB%D1%8F-%D1%81%D0%B0%D0%BC%D0%BE%D0%B9-%D1%81%D0%B5%D0%B1%D1%8F/

დევიდ სატერი 1976-1982 წლებში საბჭოთა კავშირში და რუსეთში მუშაობდა «Financial Times»-ის კორესპონდენტად და შემდეგ «Wall-Street Journal»-ის საგანგებო კორესპონდენტად. მან დაწერა წიგნები ელცინის რუსეთზე წყვდიადი გარიჟრაჟზე და მისი წიგნი "სიგიჟის საუკუნე"-ს მიხედვით მან და რეჟისორმა ანდრეი ნეკრასოვმა გადაიღეს დოკუმენტური ფილმი.

//ეს ნაწყვეტია//.

სრული სათაურია " წყვდიადი გრიჟრაჟზე, რუსული კრიმინალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება.".

იქ მოყოლილი იყო 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქების შესახებ. ეხლა შეიძლება ამ ტექსტის ახალი მონაცემებით სევსება, მაგრამ მთავარი უცვლელი იქნება.

ძნელია დანამდვილებით თქმა იმისა თუ რა მოხდა მოსკოვში,ბუინაკსკში და ვოლგოდონსკში.

ცხადია მხოლოდ ის რომ უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა რიაზანში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში დააწყვეს შაქრით თუ ჰექსოგენით სავსე ტომრები და მათ წაასწრეს ამ ამბის ადგილზე.

მათ თავისი მოქმედებები ახსნეს სწავლებით.

ძირითადი ვერსია ისევ ისაა რომლის თანახმადაც ეს იყო სპეცსამსახურების ოპერაცია. ყველა საბუთი ჯერ-ჯერობით მიუთითებს უშიშროების ფედერალურ სამსახურზე.

ე.წ. რიაზანის საქმე დღემდე გახსნილი არაა. ამ წლების მანძილზე არავის დაუმტკიცებია რომ სარდაფებში ჩეკისტების მიერ ვითომ სწავლებისთვის დაწყობილ ტომრებში მართლაც შაქარი იყო და არა ჰექსოგენი და რომ ასაფეთქებელი მართლაც იმიტაციური იყო,როგორც ამას ოფიციალურად აცხადებდა უშიშროების ფედერალური სამსახურის უფრო ნ.პატრუშევი.