![]() |
რასპუტინი კალიოსტროსაგან განსხვავებით გავლენიანი კაცი გახდა მეფის კარზე. მეფის ვაჟიშვილს სტანჯავდა მემკვიდრეობითი ჰემოფილია. უმცირესი ჭრილობაც კი იწვევდა ძლიერ სისხლისდენას და მას შეეძლო საშიში ხასიათის მიღება. რომანოვთა ბედი დამოკიდებული იყო ოჯახის ერთადერთ ვაჟიშვილ ალექსიზე. ერთხელ როდესაც ალექსი უხერხულად დაიჭრა და მძიმე მდგომარეობაში იყო ვიღაცამ უთხრა დედოფალს რომ დახმარების გაწევა ალბათ შეეძლო სასწაულთმომქმედ რასპუტინს. რასპუტინს უხმეს და მანაც დაიწყო ლოცვა ბავშვის სასთუმალთან. მას შემდეგ რაც რასპუტინმა ლოცვა დაამთავრა ალექსი სუნთქავდა ნორმალურად და მას მშვიდად ეძინა. რასპუტინმა მრავალჯერ უშველა მეფისწულს. ვერავინ ვერ იტყვის ზუსტად თუ რა ძალა ჰქონდა რასპუტინს, მაგრამ მას ნამდვილად შეეძლო სისხლისდენისთვის ხელის შეშლა
ძნელია იმის თქმა თუ რატომ გაიჩინა რასპუტინმა ამდენი მტერი მეფის კარზე. 1963 წელს გამოცემულ ერთ ბიოგრაფიაში გამეორებულია ფართოდ გავრცელებული აზრი რომლის თანახმადაც რასპუტინი ერეოდა პოლიტიკაში და ბოროტად იყენებდა თავის გავლენას დედოფალზე თავისი მეგობრების მნიშვნელოვან თანამდებობებზე დასანიშნავად. შემდეგ კი მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ, დოქტორ ელისაბედ ჟუდასმა ნიუ იორკიდან განაცხადა რომ არაფერი არ ადასტურებს ამას…