August 15, 2012

ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი //2000-2010// სტეპან მესიჩი.

"უნდა ვენდოთ კოლექტიურ გონიერებას":
ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ფრანგ კათოლიკეთა გაზეთში " La Croix" "ჯვარი ",2012 წლის 15 ქგვისტოს, ოთხშაბათის ნომერში.  ინტერვიუს ფრაგმენტის თარგმანი: 

- რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა "შერიგება"?

-კონფლიქტის მიზეზები არ ყოფილა არც ხალხთა ცუდი ურთიერთობა და არც რელიგიური მოსაზრებები.

მთავარ დამნაშავე სლობოდან მილოშევიჩს სურდა იუგოსლავიის ნანგრევებზე დიდი სერბეთის აგება. ფრანიო ტუჯმანი თავის მხრივ ფიქრობდა ხორვატიის ცოტა გაფართოებაზე. არადა ომების დამთავრების შემდეგ საზღვრები მილიმეტრითაც არ შეცვლილა.

ამდენი უსარგებლოდ დაღვრილის სისხლის მერე მილოშევიჩის და ტუჯმანის სცენიდან წასვლის შემდეგ ელიტები ფიქრობდნენ იმაზე თუ როგორ უნდა შეეხედათ მომავლისთვის და როგორ უნდა წასულიყვნენ ამ მომავლისკენ.

ჩემის აზრით სამართალმა თავისი საქმე უნდა აკეთოს პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციით. სამართალი ხელს უწყობს შერიგებას იმდენად რამდენადაც აცხადებს რომ ხალხები არ არიან დამნაშავეები. როდესაც დანაშაული ჩადენილია დამნაშავეს და მსხვერპლს აქვთ სახელი და გვარი. შემდეგ პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქტიული პოლიტიკით უნდა განავითარონ რეგიონის ქვეყნების ურთიერთობა....