![]() |
აბდულ გაფარ ხანი და მაჰატმა განდი |
//მაჰატმა განდი//.
მან შექმნა მსოფლიოში პირველი ძალადობის უარმყოფელი პროფესიული არმია.
გაფარ ხანს სურდა განათლებული, ერთიანი, დამოუკიდებელი, საერო ინდოეთის შექმნა. ამის მისაღწევად მან 1926 წელს შექმნა ახალი მასობრივი ორგანიზაცია "პახტუნ ჯირგა"
//უშტუნთა ლიგა// და სათავეში ჩაუდგა მას.
1929 წლის ნოემბერში კი შექმნა მოხალისეთა რაზმები «ხუდაი ხამატგარან» («ღვთის მსახურები»), ძალადობის უარმყოფელი,სამხედრო დისციპლინაზე დაფუძნებული პროფესიული არმია. ძალადობის აქტიური უარყოფა შევიდა მათი ფიცის ტექსტში. ხან გაფარი თავის ხალხს მოუწოდებდა ბრიტანული ჯილდოების დაბრუნებისკენ, ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლის და ბრიტანულ სასამართლოებში გამოსვლის უარყოფისკენ. ის ამბობდა:
"მე ვაპირებ მოგცეთ იარაღი რომელსაც ვერ შეეწინაღმდეგება პოლიცია და არმია. ესაა მოციქულის იარაღი, მაგრამ თქვენ არ იცით ამის შესახებ. ეს იარაღია მოთმინება და სამართლიანობა. ვერც ერთი ხელისუფლება დედამიწაზე ვერ დაუპირისპირდება მას"
//ვიკიპედია//.
მაგრამ ინდოეთის გაყოფის შემდეგ მაჰატმა განდი გამოვიდა ინდუსთა და მაჰმადიანთა შეჯახებების წინააღმდეგ და ის მოკლა ინდუსთა ეკსტრემისტული ორგანიზაციის წევრმა ნაციონალისტმა გოძემ რომელიც თვლიდა რომ განდი მაჰმადიანებს ახალისებდა ინდუსთა ხარჯზე.