April 3, 2011

არც კი ვიცი რა ვთქვა....




დღეს კიდევ ერთი, წარმოუდგენელი, ძალზედ შემაშფოთებელი (არც კი ვიცი რა სიტყვით გამოვხატო) ფაქტი მოხდა კახში. 
კახის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ბასილმა წირვის შემდეგ განაცხადა, რომ ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ოთახში ვეღარ შეუშვებდა ქსოვისა და ინგლისური ენის შემსწავლელ ჯგუფის ბავშვებსა და მოზარდ წევრებს, რადგან აქაური ხელისუფლება ძალზე უარყოფითად არის განწყობილი ამ წრეებისადმიო (?!).
მისი თქმით, მან ეს გადაწეყვეტილება ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მიიღო (?!). 

ცნობისათვის: 
კულტურის ცენტრის შენობის დაწვის შემდეგ, მამოს კურთხევა ვთხოვე, რათა კვირაში ორი-ორი საათით, ეკლესიის დამხმარე შენობის ოთახში  ჩატარებულიყო ინგლისურისა და ინგილოური წინდების ქსოვის გაკვეთილები. მან დიდი სიხარულით მიიღო ეს წინადადება.
ინგლისურს ასწავლიდა ამერიკელი გოგონა, (რომელიც აზერბაიჯანულ სკოლაში ასწავლის). თითქმის ერთი წლის განმავლობაში იგი დამატებით, საკუთარი დროის ხარჯზე, სრულიად უფასოდ ასწავლიდა ყველა მსურველს, როგორ ბავშვებს ასევე უფროსებსაც).
რაც შეეხება ქსოვის შემსწავლელ წრეს, ეს ძალზე მნიშვნელოვანი საქმეა. კახში მხოლოდ ერთმა-ორმა ადამიანმაღა თუ იცი ქსოვა და ეს ხელსაქმე გაქრობის პირასაა და სწორედ ამის გამო, გავხსენით ეს კურსები და ჩემი უახლოესი მეგობრების და ნათესავების დახმარებით მასწავლებელს თვეში 50 აზ. მანათს ვუხდიდით (50 ევრო). 6-7 თვის განმავლობაში ეს საქმე, ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა. იმედის მომცემი შედეგებიც იყო უკვე და თან და თან უფრო მეტი სკოლის მოწაფე და ახალგაზრდა გოგონები ერთვებოდა ამ საქმეში, თუმცა....



ბოლშევიკების მიერ დაპყრობილი საქართველოს ისტორიიდან: გლეხობის აჯანყება აფხაზეთში 1931 წელს

აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს ( წერილი საქართველოდან)
1931 წლის გლეხთა მოძრაობა აფხაზეთში :
აფხაზი გლეხების თავისუფალ ბუნებას მძლავრად დაეტაკა ბოლშევიკების ორი კანონი: 1/ პოლიციური კოლექტივიზაციის გატარება და 2. ხორცის და სხვა პროდუქტების დამზადების გეგმის რეალიზაცია. აქ არ არის ლაპარაკი პოლიციური კოლექტივიზაციის გატარების ხერხებზე. ამის შესახებ ბევრი თქმულა და მას ყველა იცნობს, ვინც საბჭოთა ეკონომიკურ

რომანოვების აგენტი, აღმოსავლელი "ბრძენი" და "მოგვი" გიორგი გურჯიევი

რუსული» «აღმოსავლეთი» და „კავკასია" დასავლეთისთვის:
ერთ დროს გურჯიევის მოწაფე და ბიოგრაფი ლუის პაუელსი ახსენებს წყაროებს რომელთა თანახმადაც გურჯიევი იყო რუსეთის საიდუმლო აგენტი რომელიც მისიით იყო გაგზავნილი ტიბეტში ( Louis Pauwels,Monsieur Gurdjieff, Seuil,1954).
ჟერალდინ ვირელდაზ, ჟორჟ გურჯიევი, საიდუმლოებებით აღსავსე მოგვი:

" დამოუკიდებელი აფხაზეთის" მამა დამფუძნებელთა გამოყვანის მეთოდი-გარუსება და პროვინციული შოვინიზმი

აფხაზეთის ტურათა ხროვის ღამის კონცერტი მეტად წარმტაცია, ვერავითარ მაგის მსგავსს ვერ შექმნიან დაღესტნის ტურები.» ( აფხაზი რევოლუციონერი, აფხაზური ეროვნული საბჭოს პირველი თავმჯდომარე, აფხაზეთისა და ჩრდილო კავკასიის ერთიანობის მომხრე და აფხაზეთისა და საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგე პედაგოგი, ეთნოგრაფი, მხარეთმცოდნე სიმონ ბასარია ( 1884-1942).

აფხაზეთი უახლოეს წარსულში და დღეს :

( წერილი საქართველოდან)





აფხაზეთის სკოლები

ხშირად სკოლა ღაღადებს იქ სადაც დეკრეტები და დადგენილებები სდუმან. ეს განსაკუთრებით ცხადი გახდება ბოლშევიკური სკოლის შესწავლით. არსად არ არის ასეთი ზღვარი სიტყვასა და საქმეს შორის, როგორც აქ. სკოლა ამჟღავნებს იმას რასაც საქმით აკეთებს ხელისუფლება. მივყვეთ ფაქტებს, ვნახოთ რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე.

ჯერ კიდევ ბიუროკრატიული მმართველობის დროს ხელისუფლება ხსნიდა საქართველოში რუსულ სკოლებს ახალთაობის რუსიფიკატორულ ნიადაგზე აღზრდის მიზნით; ზოგან ქართულ ენას სრულიად კრძალავდა,ზოგ ადგილას ასეთი აკრძალვა არც იყო საჭირო... აფხაზეთში მეფის დროს იყო რუსული სკოლები, ქართული კი, როგორც გამონაკლისი. რევოლუციის ხანიდან იწყება ქართული სკოლების ქსელის გაშლა,
მაგრამ რუსული სკოლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გამოუცხადებია,რუსული ენა არავის აუკრძალავს. პირიქით,ამ ენის სწავლებისთვის ქართულ სკოლებში განსაზღვრული თანხები იხარჯებოდა.

რა ხდება ბოლშევიკების დროს აფხაზეთში? ქართული სკოლების ქსელი არც თუ ფარდოვდება, ზოგან მცირდება რიცხობრივად ( გაგრის რაიონი) და ყველგან ეცემა თვისობრივად რუსულ სკოლასთან შედარებით. მაგალითისთვის ავიღოთ გუდაუთის რაიონი: თვით გუდაუთში ქართული სკოლა გაიხსნა 1917 წელს. აქედან მას ემატება თითო ჯგუფი ყოველ წელს და ბოლშევიკების დროს გვაქვს ნორმალური ტიპის ოთხწლედი. ამის შემდეგ გადის ათი წელი და სკოლას არც ერთი ჯგუფი არ ემატება. ყოველ წელს თხოულობს ქართული საზოგადოება ქართულ სკოლას,მაგრამ ამაოდ. და ეს მაშინ როდესაც რაიონში ქართული მოსახლეობა რვა ათასს აღემატება...
რუსული მოსახლეობა კი ძალიან მცირეა. მართალია აქ უკანასკნელად ათასობით ცამოდიან, მაგრამ ეს ახალჩამოსულები ერთ ადგილას არ ჩერდებიან და სკოლაშიაც არავინ შეჰყავთ. პირიქით,რუსები სკოლიდან გამოყვანილ ბავშვებს ამუშავებენ სოვხოზებში რომ ლუკმა პური იშოვონ.

ამრიგად მიუხედავად რუს მცხოვრებთა სიმცირისა გუდაუთაში გვაქვს რუსული ოთხწლედი, შვიდწლედი და ცხრაწლედი. უკანასკნელად გახსნეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, რასაკვირველია რუსული. თვით ქალაქში, სადაც მოსახლეობის 80% ქართველებია,გახსნილია ორი საბავშვო ბაღი, ორივე რუსულ ენაზე; ქართულზე ან აფხაზურზე არც ერთი. დიდი თხოვნისა და თვითდაბეგრვის შემდეგ «დაკმაყოფილდა» ქართველობის სურვილი და 1931-32 სასწავლო წლებში დაემატა ქართულ სკოლას ერთი ჯგუფი,მაგრამ ეს ჯგუფი დაემატა სწორედ ფორმალურად და არა არსებითად. ჯგუფის გაზრდის და მეორე საფეხურის სკოლის მუშაობისთვის აქ არც ერთი მასწავლებელი არ გამოუგზავნიათ. არც დამატებია არც ერთი ოთახი. მეცადინეობას მე-5 ჯგუფთან აწარმოებენ ოთხწლედის მასწავლებლები,როცა დროს იშოვიან. მასწავლებლები არიან ახალგაზრდები და გამოუცდელები. ხელისუფლება იმით ეხმარება ახალგაზრდა მასწავლებლებს რომ ისედაც დატვირთულთ ორ-ორი ჯგუფით, ავალებენ შეკრიბონ ადგილობრივი მცხოვრებნი და ასწავლონ უფასოთ წერა-კითხვა,მოაწყონ წარმოდგენები ავიოხიმიის თუ სხვა ამგვარი ორგანიზაციების ფონდის გასაძლიერებლად და სხვა. ასეთ დატვირთულ მასწავლებლებს, რომლებსაც ერთი საათიც არ რჩებათ დრო პედაგოგიური წიგნების საკითხავად, აბარებენ კიდევ მეხუთე ჯგუფს. აქ გარკვეული მიზანია: «დაკმაყოფილდეს» მოსახლეობის ათი წლის თხოვნა და ჩაიწეროს ქართული შვიდწლედი განათლების განყოფილების მიერ შედგენილ სკოლების სიაში. ეს ქართული სკოლის შესახებ.

აქ არის, სომხური, ბერძნული და თურქული სკოლებიც. მაგრამ მათი ბედი კიდევ უფრო ცუდია ვიდრე ქართულის. პირველი და მეორე ჯგუფის შემდეგ ბავშვი უნდა გადავიდეს რუსულ ჯგუფში. მშობლიურ სკოლაში ნასწავლი მისთვის თითქმის გამოუსადეგარი ხდება და ბავშვი ხშირად ფრთხება მისი სკოლიდან რუსულ სკოლაში გადასვლის დროს, რასაც შედეგად მოსდევს უმეტეს შემთხვევაში სკოლის მიტოვება და ცხოვრების სახსრის ძიება.

ნაციონალური სკოლის ფორმალური არსებობით, ხელისუფლება რა თქმა უნდა არაფერს აგებს, რადგან იცის- « ყველა გზა რომში მიდის». ყოველი ბავშვი რუსულ სკოლაში უნდა შევიდეს თუ სწავლას აგრძელებს.

შევეხოთ ახლა აფხაზურ სკოლებს :

თანახმად აფხაზეთის განათლების სახალხო კომისარიატის დადგენილებისა, აფხაზეთში უნდა გახსნილიყო აფხაზური სკოლები. გახსნეს აფხაზური და გაუგზავნეს რუსი მასწავლებლები. რუსმა მასწავლებელმა ცხადია არ იცის აფხაზური და ასწავლის რუსულად. ამრიგად სახელით გვაქვს აფხაზური სკოლები, შინაარსით კი-რუსული. მაგალითისთვის ავიღოთ სოფელ ზვანდრუფშას სკოლა ( გუდაუთის რაიონი). იქ არიან მასწავლებლები აფხაზი და რუსი. ერთი ასწავლის რუსულად,მეორე აფხაზურად. ე.ი. ერთს ყავს რუსული ჯგუფი, მეორეს აფხაზური. ამ თემში რუსული მოსახლეობა სრულიად არ არის. . ასე რომ სკოლაში არც ერთი რუსი ბავშვი არ სწავლობს. არიან აფხაზები და ერთადერთი ქართველი. რადგან აფხაზურ სკოლაში ნამყოფი ბავშვი უთუოდ რუსულ სკოლაში უნდა გადავიდეს,
ამიტომ აფხაზურ სკოლაში ნამყოფი ბავშვი ყოველთვის მოისუსტებს. ხშირად ნიჭიერი ბავშვებიც სწავლას თავს ანებებენ. ამ მოვლენას აფხაზი მშობლები ამჩნევენ და რადგან აფხაზურ სკოლის გვერდით და თვით აფხაზურ სკოლებშიაც რუსული ჯგუფებია-მოსახლეობას რუსულ ჯგუფში შეჰყავს ბავშვი. აფხაზი გლეხი,
ისევე როგორც ყველა სხვა გლეხები, საკითხს პრაქტიკულად უყურებს. მან იცის რომ აფხაზური ენა ლიხინს რომ გასცილდები მერმედ აღარ იხმარება და ცდილობს ასწავლოს ბავშვს იმ ენაზე რომელსაც ხელისუფლება პრიორიტეტს აკუთვნებს, ესე იგი რუსულ ენაზე. რადგან საკითხი ასე დგას და მოსახლეობასაც ბავშვები რუსულ სკოლებში შეჰყავს ხელისუფლება რუსული სკოლების გახსნას ხალხის მოთხოვნილებად ასაღებს და თავის მიზანს, მოსახლეობის გარუსებას, უფრო კარგათ ემსახურება.

სოფელი ლიხინი აფხაზეთის ისტორიული და ცენტრალური სოფელია. აქ მოსახლეობა მთლიანად აფხაზებია. იგი ქალაქის ახლოსაა ( გუდაუთიდან ლიხინის ცენტრამდე 4 ვერსია) და მოსახლეობა სწავლას უფრო ეტანება ვიდრე ვინემ სხვა სოფლებში.; ჯირხვის, ზვანდრუფშის და მახლობელ სოფლების ბავშვები აქ სწავლობენ რადგან აქ არსებობს 7-წლიანი შრომის სკოლა საკოლმეურნეო სკოლის სახით; აქ არის საბავშვო ბაღიც,სადაც მიჰყავთ აფხაზი ბავშვები. ეს სოფელი ლაკობას სოფელია და იგი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში დგას. 7-წლედში რუსულად ასწავლიან, თითქოს ეს ბუნებრივია, მაგრამ საკვირველი ის არის რომ ხელისუფლება გზას უხსნის ვითომ აფხაზურ სკოლებს, ხოლო ბავშვებს ამზადებს რუსული სკოლისთვის. საბავშვო ბაღშიაც მუშაობა უსუსურ ბავშვებთანაც კი რუსულ ენაზე სწარმოებს, მიუხედავად იმისა რომ ხელმძღვანელებმა აფხაზური ენა მშვენივრად იციან. რუსული საბავშვო ბაღი გზაა რუსული სკოლისკენ. ამრიგად: ყველა სკოლისათვის განვითარების გზები დაკეტილია გარდა რუსული სკოლისა. ქართულ და აფხაზურ სკოლებს ისეთ პირობებს უქმნიან რომ ისინი უკან მიდიან, რუსულ სკოლას კი ზრდის და ანვითარებს აფხაზებისა და ქართველების ხარჯზე მატერიალირადაც და შემადგენლობითაც. ამას ნათლად გვისურათხატებს თვით რუსული სკოლების შესწავლა. ავიღოთ მაგალითისთვის გუდაუთის რუსული 7-წლედი
დავაკვირდეთ მოწაფეთა შემადგენლობას. მოწაფეთა საერთო რიცხვიდან დიდი უმრავლესობა აფხაზებია, აი ცხრილი.

აფხაზები-255 მოწაფე;
ქართველები-21;
რუსები,სომხები, ბერძნები და სხვანი-115.

ამ უბრალო მაგალითიდანაც კი სჩანს რომ იმ სკოლაშიც რომელიც ვითომდა რუსული მოსახლეობისთვის არის დანიშნული, უმრავლესობას აფხაზები და სხვები შეადგენენ. რუსები კი 7-8%-ს არ აღემატება. ამ სკოლიდან 4 ვერსის დაშორებით კი არის რუსული სკოლა რომელიც ზრდის რუსულ ნიადაგზე აფხაზ ბავშვებს ( ლიხინის სკოლა). ქართველი ბავშვების ასე მცირი რიცხვი ამ სკოლაში აიხსნება მით რომ აქაურ ქართველებს ბავშვი შეჰყავთ თავიდანვე ქართულ ოთხწლედში. ქართულ ოთხწლედ დამთავრებული ბავშვი როცა მიდის რუსულ სკოლაში მას სვამენ მესამე ჯგუფში, ესე იგი უკან ახევინებენ ორი წლით იმ საბაბით რომ ბავშვმა ენა არ იცის და ერთი-ორი წელი ენის შესწავლას უნდაო. ეს ერთის მხრივ სცემს ქართული სკოლის პრესტიჟს,მეორე მხრივ ბავშვში კლავს სწავლის ხალისს და ის ხშირად სკოლას სრულიად სტოვებს. მართალია სოხუმში არის ქართული 7-წლედი მაგრამ გუდაუთიდან ან სხვა რაიონიდან იქ ბავშვის შენახვას ვინ შესძლებს ისეთ სიძვირეში და გაჭირვებაში რომელშიც ეხლა არის მოსახლეობა? ამის საშვალება მშობლების 5%-საც არა აქვს. ამრიგად როგორც აფხაზ ისე ქართველ ბავშვისათვის რჩება ერთად-ერთი რუსული სკოლა.

ყველა ტიპის სკოლებში, რუსულ სკოლებშიც სწავლის ხარისხი მეტად დაცემულია. ხელისუფლება და მასზე დამოკიდებული სკოლაც ბავშვს მოთხოვნილებათ უყენებს დაიზეპიროს მოხსენებები მიღწევებზე, გაასაღოს ობლიგაციები, სხვადასხვა ლატარეის ბილეთები, შეჯიბრება, დამკვრელობა და სხვა. აი ყველა ეს ეთვლება მას საზოგადოებრივ მუშაობაში და სწავლის ხარისხი რჩება განზე. ასე მაგალითად სოხუმში გახსნეს სპეციალური ინსტიტუტი რომელმაც ორიწლინახევრის შემდეგ გამოუშვა დიპლომიანი «სპეციალისტები» ,მაგრამ ეს დიპლომიანი ხალხი აღმოჩნდნენ « სპეციალისტები» მხოლოდ პოლიტგრამოტაში და არა იმ დარგში რის დიპლომიც ხელთ აქვთ.

ჩვენ აღვნიშნეთ რომ ბოლშევიკები ცდილობენ მომავალი თაობების გარუსებას სკოლის საშვალებით. აქვე არ უნდა დავივიწყოთ რომ ისინი არ ივიწყებენ სკოლის გარეშე ახალგაზრდობასაც. მათ აერთიანებენ პიონერთა ორგანიზაციაში, ავარჯიშებენ რუსულად, ამღერებენ რუსულად. ერთი სიტყვით ცდილობენ მათ რუსულ საზოგადოებაში გათქვეფას. ეს არ ხდება უნებლიეთ ან შეუგნებლად. ოკუპანტებმა კარგად იციან რასაც აკეთებენ და რასაც ემსახურებიან. დავამტკიცოთ ეს ფაქტებით.

მოსკოვის მიერ საქართველოს დაპყრობამ წყალი აამღვრია. ამღვრეულ წყალში ლოქოს ძიება-ეს ხომ ბოლშევიკების და მათი აგენტების პირდაპირი საქმეა. ამ შექმნილი მდგომარეობით სარგებლობს ზოგიერთი და ბოლშევიკების გაბატონების დღიდანვე ანთხევენ პროვინციული შოვინიზმის შხამს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. ავიღოთ ერთი თვალსაჩინო მაგალითი:

აფხაზეთის მოწინავე ძალები კარგად იცნობენ სიმონ ბასარიას როგორც ბოლშევიკების აგენტს და მათი საქმიანობის პირდაპირ მსახურს. იგი განათლების ფრონტზე მუშაობს, განათლების სახალხო კომისარიატის დაახლოებული პირია. მან აფხაზეთის განსახკომის წინადადებით დასწერა გეოგრაფიის სახელმძღვანელო აფხაზეთის სკოლებისათვის,რა თქმა უნდა რუსულ ენაზე, სახელწოდებით « აბხაზია». ეს წიგნი ამჟღავნებს ავტორს როგორც გამოუსწორებელ შოვინისტს. დავიწყოთ უბრალო ფაქტიდან და გადავიდეთ უფრო დიდებზე:

აფხაზეთი რომ ლამაზი და მომხიბლავი კუთხეა ჩვენი ქვეყნის-ეს ბასარიას პირველად არ უთქვამს. ამ სიმართლეს ევროპიელები და სხვა ქვეყნის მნახველები აღნიშნავენ. მაგრამ ბასარიას უნდა სთქვას რაღაც არაჩვეულებრივი. ყველაფერი უდიდეს სიმშვენიერედ დასახოს და თავისი კუთხის უპირატესობა აგრძნობინოს ყველას. ერთ ადგილას ის სწერს : « ტურათა ხროვის ღამის კონცერტი მეტად წარმტაცია, ვერავითარ მაგის მსგავსს ვერ შექმნიან დაღესტნის ტურები.» მართლაც შედევრია ! ამაზე შორს მართლაც ვერ წავა გეოგრაფიის ცოდნა ! წარმოიდგინეთ,თავისი ქვეყნის ტურების ჩხავილიც კი დიდებულ კონცერტად ეჩვენება,მაგრამ დაღესტნის ტურების « სოპრანო» როგორღაც ყურში არ მოსდის.

ეს პატარა მაგალითი აშკარად გვეუბნება თუ როგორ გეოგრაფიულ ცნობებს აწვდიდა ბასარია ახალგაზრდობას. იგი ტურების «კონცერტით არ კმაყოფილდება და ებრძვის ყოველივე ქართულს. მაგრამ პირველადვე ის ეჭიდება ყველაზე უძლიერეს მოწინააღმდეგეს, სახელდობრ საქართველოს ისტორიას,ენათმეცნიერებას და მასში მომუშავე პირებს. იგი ცდილობს გაილაშქროს პროფ. ხახანაშვილის წინააღმდეგ. პროფ. ხახანაშვილი, როცა ჩვენი ერის წარსულს ეხებოდა, ერთ ადგილას აღნიშნავს რომ აფხაზეთი როცა ძლიერდება როგორც სამთავრო ავიწროებს მის მოსაზღვრე კუთხეს, სამეგრელოს...აფხაზური ენა ახდენს გავლენას მეგრულზე და სხვა. ეს ისტორიული ექსკურსია მწერალს, ცხადია, არავის წინააღმდეგ არ მოუხდენია. ბასარია კი ბრძოლას იწყებს სწორედ აქედან საქართველოს და ქართული მეცნიერების წინააღმდეგ. და ამბობს ამაზე შემდეგს : « საწყენია რომ აფხაზეთის ხალხი ყელზე დაადგა მეცნიერების პირთ (ქართველებს) და ისინი თავისი ნაციონალისტური მიზნებით ჩრდილს აყენებენ აფხაზებს იმის დაბრალებით რასაც თვითონ ეს ნაციონალისტები პრაქტიკაში ატარებენ, ესე იგი სხვისი ტერიტორიის დაპყრობას».

უკანასკნელ მოსაზრებას ბასარია ანვითარებს და დემოკრატიულ ძალთა გაერთიანებას და აფხაზეთის საქართველოსთან ერთად მხარში ამოდგომას ხსნის როგორც აფხაზეთის დაპყრობას. ამგვარად იბრძვის რა საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ იმ საბაბით თითქოს საქართველომ დაიპყრა აფხაზეთი-ხმა-მაღლა და ურცხვად გაიძახის : « აფხაზეთი საქართველო არაა ».

« გეოგრაფიის» ავტორი-ბოლშევიკების აგენტი ეროვნულ პოლიტიკაში სამეგრელოსაც ისე იხსენიებს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. მაგრამ ეს მას გულუბრყვილობით როდი მოსდის ! არამედ ეს განზომილი და მზაკვრული პოლიტიკაა საქართველოს დასამცირებლად და მისი გავლენის გასაქრობად. ბასარია მოსკოვის ენით ლაპარაკობს. ცნობილი დებულება: « დაჰყავი და იბატონე» ბასარიების მონაწილეობით და ხელებით ხორციელდება. ასეთი პირების წყალობით გაძლიერდა « მაფალუისტები»-ს სეპარატისტული მოძრაობა სამეგრელოში და ის დაგვირგვინდა მეგრული გაზეთის გამოცემით ( თუმცა მისი ავტორი დასაჯეს რატომღაც).

ასეთია მოსკოვის აგენტების მოღვაწეობა და მათ მიერ ბოლშევიკების პრაქტიკის თეორიულად დასაბუთების ცდა. მაგრამ მათ საბედნიეროდ მასსა არ მიჰყვება. თვით ბოლშევიკებიც კი აუმხედრდნენ ბასარიას ასეთი დათვური სამსახურისთვის. მაგრამ რას დააკლებენ «ეშმაკები როცა ღმერთი (მოსკოვი) მის მხარეზეა». დაბალ მასსას ბასარიას ნანა სრულიად არ ესმის. მან თავისი აზრი ბოლშევიკებზე უკვე გამოიტანა 1931 წელს. მართალია მას ეს ძვირად დაუჯდა,მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება. ხალხის სურვილი და მისწრაფება 1931 წლის აფხაზეთის გლეხების მასიურმა გამოსვლამ აშკარად გამოხატა». გენო, აფხაზეთი, 1932 წ. შენიშვნა : ეს წერილი დაიბეჭდა საქართველოს პოლიტიკური პარტიების ორგანოში « დამოუკიდებელი საქართველო» ( პარიზი, 1933 წლის აპრილი, ნომერი 88).