![]() |
ფაშისტი ოკულტისტების გურუ ევგენი გოლოვინი, "ფაშიზმის კირილე და მეთოდე". |
მოსკოვური ჯუნგლებიდან - ფაშისტი ოკულტისტების გურუ ევგენი გოლოვინი
http://general-ivanov.livejournal.com/768359.html
ეს არაა პროვინციული ფაშიზმი.
ცნობა გაზეთიდან სტრინგერ //2003//. არის ზოგი უზუსტობა, ზოგადი დილეტანტიზმიც, მაგრამ ძირითადი ფაქტები სწორია.
ჯერ ეს - 2011 წლის 11 დეკემბერს რუსეთის მთავრობის მეთაურმა ვლადიმირ პუტინმა 80 წლის შესრულება მიულოცა მწერალ იური მამლეევს და დააყოლა რომ მისი შემოქმედება იქცა რუსული და მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან მოვლენად.
ეს მამლეევი არის რუსი მწერალი, დრამატურგი, პოეტი და ფილოსოფოსი, 1991 წელს დააჯილდოვეს ანდრეი ბელის პრემიით. ისაა მეტაფიზიკური რეალიზმის კლუბის პრეზიდენტი, ამერიკული, ფრანგული და რუსული პენ-კლუბის წევრი, რუსეთის მწერალთა, ლიტერატორთა და დრამატურგთა კავშირების წევრი.