December 12, 2011

Andrew Andersen – “ТАЮЩАЯ ГРУЗИЯ»: ТЕРРИТОРИАЛЬНЫЕ ИЗМЕНЕНИЯ В ГОДЫ УСТАНОВЛЕНИЯ И ЗАКРЕПЛЕНИЯ СОВЕТСКОЙ ВЛАСТИ (1921-1936)”

საქართველოს რუქა  საქართველოსთვის მძიმე მეოცე საუკუნის ისტორიიდან //ოდნავ შემოკლებით თარგმნა გ.მარჯანიშვილმა//:  


 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა საქართველომ თავისი ტერიტორიის კონსოლიდაციის საშუალება მიიღო 1918 წლის ნოემბრიდან-პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისა და ამიერკავკასიიდან თურქული და გერმანული ჯარების ევაკუაციის შემდეგ //რუსული ჯარები ევაკუირებული იქნა იმავე წლის თებერვალში. საქართველოს ტერიტორიალური ჩამოყალიბება ხდებოდა თბილისის მენშევიკური მთავრობის ძალისმიერი და დიპლომატიური აქციების კომბინაციით,რასაც წარმართავდნენ და შუამავლობდნენ  "გამარჯვებული სახელმწიფოები"- დიდი ბრიტანეთი,საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ტერიტორიის ჩამოყალიბების ეს მეთოდი არ ყოფილა ორიგინალური.ომის შემდეგ აღმოსავლეთი
ევროპის და მახლობელი აღმოსავლეთის როგორც ახალი ისე არც ისე ახალი სახელმწიფოები აფართოებდნენ თავის ტერიტორიებს მეზობლების ან დროებით თვითმმართველი, ასე ვთქვათ უპატრონო ტერიტორიების ხარჯზე. გამონაკლისი მხოლოდ დამარცხებული ქვეყნები იყო.ეს არანაირად არ შეესაბამებოდა გამარჯვებული სახელმწიფოების და საბჭოთა რუსეთის მიერ გამოცხადებული ეთნიკური ჯგუფების