January 30, 2012

გიორგი ვაჩნაძე საბჭოთა პრესაზე


http://www.polpred.com/free/gnv1/book.pdf
აქ  ბევრ ტყუილთან და არასწორ ანალიზთან საინტერესო ცნობების პოვნაც შეიძლება, აი მაგალითი:
" სომხეთის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მისი თანამემულეები შეცდომით ჩაერთვნენ კონფლიქტში, აზერბაიჯანთან ყარბაღის ტერიტორიაზე პრეტენზიის განცხადების მეშვეობით.

ყველაფერი ხომ კგბ-ს მიერ დაქოქილი სომეხი მწერლებით დაიწყო, რომელთაც მან ყარაბაღის სომხეთისთვის დაბრუნების პროვოკაციული მოთხოვნით გამოსვლების მოწყობისკენ უბიძგა.

ერთაშორისი შეიარაღებული შეჯახებების შედეგად, კისერი ამერიკავკასიის - სომხეთის და აზერბაიჯანის ორმა რესპუბლიკამ
მოიტეხა.

January 28, 2012

უძველეს კავკასიაზე ინგლისურად.

http://proteus.brown.edu/archaeologyofthecaucasus/admin/download.html?attachid=6486145&view=1


კარგი იქნებოდა ამის ნელ-ნელა თარგმნა ინგლიდურიდან ქართულად.

January 26, 2012

ჩერქეზები მოსკოვში, ისტორიული შეცდომის ფასი.

ადიღები ეროვნულ
ტანისამოსში
გაძლიერების გზაზე დამდგარი მოსკოვი იზიდავდა არა მარტო ქართველებს. ჩერქეზების ინტერესი განსაკუთრებით გააძლიერა ყაზანის და ასტრახანის აღებამ ივანე მრისხანის მიერ.

1552 წლის ნოემბერში ივანეს კარზე ჩავიდა ჩერქეზთა პირველი დელეგაცია რომლის წევრებს შორისაც იყვნენ ბესლენეის თავადი მაშუკო კანუკო,თავადი ტანაშუკო,რომელიც როგორც ჩანს იყო დასავლეთ ადიღთა ერთ-ერთი წინამძღოლი, აბაზინთა თავადი ტუტარიყო ეზბოლუკო. ჩერქეზი თავადები ჩავიდნენ უორკთა მნიშვნელოვანი რაზმის თანხლებით. ელჩობის მიზანი იყო კავშირის შეკვრა მოსკოვთან ყირიმის სახანოს წინააღმდეგ. ელჩობა მოსკოვში იყო 8-9 თვე. დელეგაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ლაშქრობაში ყირიმის წინააღმდეგ და ჩერქეზეთში დაბრუნდნენ მხოლოდ იმის გამო რომ მათ სამფლობელოებს ემუქრებოდა საფრთხე.

მინიატურული საფრანგეთი, რაც გინახავს ისევ ნახავ


Франция в миниатюре (20 фото)
25 კილომეტრის მოშორებით პარიზიდან,ვერსალის და რამბუიეს სასახლეს ახლოს, ელანკურში, ღია ცის ქვეშ გაშენებულია საფრანგეთის მაკეტი მასშტაბით 1:30. აქ შეგიძლიათ ნახოთ საფრანგეთის ტიპიური ქალაქების და სოფლების 150 პეიზაჟი რომლებიც გარშემორტყმულია მინიატურული ტყეებით,მდინარეებით და ზღვებით. 5 ჰექტარამდე ტერიტორიაზე განმეორებულია 160 ცნობილი ისტორიული ძეგლი ქვეყნის ყველა რეგიონიდან. 60000 პერსონაჟი,20000 ჯუჯა ხე, 5 მდინარე, ზღვის   2 ჰექტარი 100  გემუკით. ავტომაგისტრალები და მონმარტრის მოქმედი ფუნიკულორიც კი. ეს მინიატურული საფრანგეთი მნახველა უქმნის წარმოდგენას ქვეყნის ყველა ცნობილი რეგიონისა და ქალაქის შესახებ.

January 25, 2012

Регионализация

/28.12.2007/
EU Globe No Borders.svg
Европейский союз
Бельгия, Испания, далее везде: механизмы перекройки карты Европы 
Регионализация - это дымовая завеса для воплощения неолиберальных идей.
Ана Демелен, генеральный секретарь Всеобщей федерации
профсоюзов Бельгии

Если на протяжении 2006 года внимание европейской общественности было привлечено к событиям в Стране Басков и Каталонии, следующим летом - к выборам в Шотландии, то в последние месяцы 2007 года в центре европейских дискуссий оказался беспрецедентный политический кризис в Бельгии, оказавшейся на много месяцев без правительства.

გ. ვ. ვეიდენბაუმმა წააქეზა და ეს ბეჩავებიც აყვნენ...


რომანოვების ჩინოვნიკმა გ. ვ. ვეიდენბაუმმა თავის წიგნში - "კავკასიის გზამკვლევი" //ტფილისი1916, გვ.165// წააქეზა სომხები ქართველებს ეცითო. მან განაცხადა, რომ 

ტფილისი ეთნოგრაფიული თვალსაზრისით არის და როგორც ჩანს ძველთაგანვე სომხური იყოო. ს. კარაპეტიანმაც ვერ მოითმინა და ბანი მისცა. თავის წიგნში "ტფილისის მერები" მან დასჭექა, რომ თითქმის 8 საუკუნის მანძილზე ტფილისის ცნობილ მერთა უმრავლესობა სომხები იყვნენ.
 იმედია, რომ ქართველები არ აჰყვებიან ამ იდიოტებს და პატივს მიაგებენ როგორც საიათნოვას, ისე სხვა ნორმალურ სომხებს...
Г.В.Вейденбаум в своем «Путеводителе по Кавказу» говорит, что «в этногра­фическом смысле Тифлис есть и кажется был с отдалённых времен городом армянским». (Тифлис, 1916 г. стр. 165).В книге С.Карапетяна «Мэры Тифлиса» сказано, что на протяжении почти восьми веков сорок пять из сорока семи известных мэров Тифлиса были армянами. Иначе говоря, во все времена город управлялся мэрами-армянами,

January 24, 2012

ბიბლიოფილებისთვის,ვანდალიზმის ისტორია,

Добавьте подпись
ფრანგი სპეციალისტი ლუი როს წიგნი "ვანდალიზმის ისტორია. ფრანგული ხელოვნების მომსპარი ძეგლები", ტ.პირველი ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე,ტ.მეორე მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეები. პარიზი,1959, არის უფრო ახალი და შევსებული გამოცემებიც.
ამ წიგნის დაწერით ავტორმა შეავსო სიცარიელე. საფრანგეთში ამ თემაზე აქამდე არ გამოსულა განმაზოგადებელი ნაშრომი.
შესავალში ავტორი ეხება ცნება ვანდალიზმის წარმოშობას, ვანდალთა ფსიქოლოგიას და ახდენს ვანდალიზმის სახეობათა კლასიფიკაციას. შემდეგ ის არონოლოგიურად  ყვება საფრანგეთში ვანდალიზმის შესახებ და კატეგორიების მიხედვით ჩამოთვლის გამქრალ ძეგლებს //რელიგიური ძეგლები,საერო ძეგლები,ობიექტები და ა.შ.// გეოგრაფიული კლასიფიკაციის შესაბამისად.
ასე გაივლის ჩვენს წინ შუა საუკუნეების ვანდალიზმი, ჰუგენოტთა ვანდალიზმი, მე-18 საუკუნის კანონიკთა შემამკობელ-გამლამაზებელი ვანდალიზმი, რევოლუციის, იმპერიის ვანდალიზმები, თანამედროვე ვანდალიზმი //1814-1914// და  უახლესი ვანდალიზმი, მკვლევარი თავის წიგნს ამთავრებს 1958 წლით. 
დამატებებში შეიძლება ნახოთ დანგრეულ და დასახიჩრებულ ძეგლთა სია...
 ნება ვანდალიზმი 1794 წელს მოიგონა აბატმა გრეგუარმა,რომელიც დიდი ამბიციით და ამავე დროს დიდი ბულუბრყვილობით წერდა:"მე სიტყვა მოვიგონე მოვლენის მოსაკლავად".

January 22, 2012

არქივიდან,კომუნისტური ინტერნაციონალი კომნტერნის პროგრამიდან


Файл:Communist-International-1920.jpg
მესამე ინტერნაციონალის
არაოფიციალური სიმბოლო,1920
რუსეთის კომპარტიის //ბოლშევიკებისა// და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი ვ.ი. ლენინის  მიერ რევოლუციური ინტერნაციონალიზმის იდეების, განვითარების, გავრცელების და კაცობრიობის გაბედნიერებისთვის 1919 წლის 4 მარტს შექმნილი კომუნისტური ინტერნაციონალის
//კომინტერნის, მესამე ინტერნაციონალის, მოქმედებდა 1919-1943 წლებში// პროგრამიდან. 

საბჭოთა კავშირის დანიშნულება და მისი რევოლუციური მოვალეობები:

 რუსული იმპერიალიზმის დამხობისა და მეფის იმპერიის ყოფილი კოლონიების და ჩაგრული ერების განთავისუფლების შემდეგ. შესაბამისი ტერიტორიების ინდუსტრიალიზაციის გზით მათი კულტურულ-პოლიტიკური განვითარების საფუძვლის ჩაყრის, კავშირის სახელმწიფო კონსტიტუციაში ავტონომიური ოლქების ავტონომიური რესპუბლიკების და მოკავშირე რესპუბლიკების სამართლებრივი პოზიციის დადგენის და ერების თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის შემდეგ პროლეტარიატის დიქტატურა საბჭოთა კავშირში ამით უზრუნველყოფს კავშირის  სხვადასხვა ერის არა მხოლოდ ფორმალურ არამედ ფაქტიურ თანასწორორობასაც.

January 20, 2012

კავკასიის მთიელთა კონფედერაციის თანათავმჯდომარე მუსა ტემიშევის განცხადება,

20. 05. 2008, სტრასბურგი.
მუსა ტემიშევი
კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა, რომელსაც შემდეგ დაერქვა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია დაარსდა კავკასიის ხალხთა პირველ ყრილობაზე, 1989 წელს, სოხუმში. ის დააარსეს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების დემოკრატიული ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. მე ვიყავი ყრილობის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი ძირითადი პროგრამული დოკუმენტების ერთ-ერთი შემდგენელი.

კონფედერაციის მთავარი მიზანი იყო ყველანაირად ხელის შეწყობა კავკასიის ხალხთა დეკოლონიზაციისთვის. მთელი დიდი კავკასიის მომავალს ჩვენ ვხედავდით ტოლერანტული დემოკრატიული რესპუბლიკების კონფედერატულ თანამეგობრობაში.

მაგრამ კავკასიის ხალხთა პირველი ყრილობის ძირითადმა „სპონსორებმა" //აფხაზმა ხელმძღვანელებმა//  შეასრულეს მეხუთე კოლონის ბნელი როლი.

წლების შემდეგ გაირკვა რომ ვლადისლავ არძინბა, გენადი ალომია //ალამია?, გ.მ//, სერგეი შამბა და სხვები იყვნენ საბჭოთა კავშირის კგბ-ს შტატში. ამავე "კანტორაში" იყვნენ ინგუში წარმომადგენლებიც //ბესლან კოსტოევი, საიდ ჩახკიევი და სხვ.//.


3 წლის მანძილზე ჩვენ ვდილობდით ოსების და ინგუშების შერიგებას. უნდა ითქვას რომ კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელთა ჩრდილო ოსეთის ნაწილი თანხმდებოდა შერიგებაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოსი ლიდერი სტანისლავ კესაევის დახვეწილი დიპლომატიურობა და პოლიტიკური გამჭრიახობა. მისი მცდელობით მოხერხდა ოსი და ინგუში უხუცესების შეხვედრა ინგუშეთში. მოილაპარაკეს იმაზე რომ მოძმე ხალხების ტერიტორიული თუ სხვა დავა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით. დამშვიდობებისას უხუცესები გადაეხვივნენ ერთმანეთს.

January 16, 2012

კავკასიის მთიელთა სახალხო პარტიის მიმართვა:

 შამილის აული დაღესტანში, 

პროკუდინ-გორსკის ფოტო.

                  მოქალაქეებო!

          1918 წლის 11 მაისს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. და რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ დადებულ ბორკილებში 60-წლიანი ყოფნის შემდეგ ჩვენმა სამშობლომ ისევ მოიპოვა თავისუფლება. თითქოს დადგა ჩვენი ისტორიის ახალი, ნათელი ხანა, თითქოს ჩვენ მოგვეცა ჩვენს საკუთარ თავისუფალ სახელმწიფოში ჩვენი საკუთარი ხელებით ჩვენი ეროვნული ბედნიერების გამოჭედვის საშუალება. 

   მაგრამ ბედმა ისევ მოისურვა ჩვენი გამოცდა. მუხანათმა და დაუნდობელმა მტერმა ისევ დასძრა ჩვენს წინააღმდეგ თავისი ჯარები და ჩვენს, რომლებიც არ ვიყავით სათანადოდ მომზადებულნი გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ისევ აღმოვჩნდით მის უღელქვეშ. მეფის ხელისუფლების შემცვლელმა საბჭოთა ხელისუფლებამ გააგრძელა ჩაგვრის პოლიტიკა, დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და მოსპო ჩვენს მიერ მოპოვებული თავისუფლებები.

January 14, 2012

ზ.ანჩაბაძე აფხაზეთის ისტორიაზე..რუსულად//.

ლაკობისტანში დავიწყებული ადამიანებიდან და ამბებიდან.:



    რუსულად გამოუციათ ცნობილი კავკასიოლოგი ზურაბ ანჩაბაძის ნაშრომთა ორტომეულის პირველი ტომი. მისი შეხედულებების გაცნობა ალბათ ქართველებისთვის და სხვა არამარტორუსებისთვისაც იქნება საინტერესო.

Вышел в свет первый том двухтомника избранных трудов кавказоведа Зураба Анчабадзе.

Вышел в свет первый том двухтомника избранных трудов известного абхазского ученого, кавказоведа Зураба Вианоровича Анчабадзе.
Тираж книги 1000 экземпляров. Составитель и ответственный за выпуск издания доктор исторических наук Арвелод Куправа.
В первый том избранных трудов Зураба Анчабадзе вошли его фундаментальные монографии «История и культура древней Абхазии» и «Из истории средневековой Абхазии (VI-ХVII в.в.).
Книга предназначена для ученых, педагогов, студентов и всех интересующихся историей и культурой абхазов.





ზურაბ ვიანორის
 ძე ანჩაბაძე

ქართველების და აფხაზების თუ სრულიად კავკასიის მტრები ამ ამბებს ხშირად შეგნებულად შლიან ადამიანთა მეხსიერებიდან. ჩვენც გავიხსენოთ:

        ჯერ ზოგი ადამიანი:

   ტარასი //თარაშ// ზურაბის ძე  ანჩაბაძე//1859-1935//, რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, რუსეთ-თურქეთის და რუსეთ-იაპონიის მონაწილე ქველმოქმედი, ბუნების ტრფიალი, მონადირე .პოეზიის ,ოყვარული ბრძანდებოდა. მისი სანადირო თავგადასავლები აღწერილი აქვს რუს მწერალ ევგენი მატკოვს თხზულებაში "ერთი წელი მთებში".
             
    მისი მეუღლე მარიამ //მაშო// ნიკოს ასული დადიანისა// 1870-1958, შალვა დადიანის და// იყო აფხაზეთში წერა-კითხვის განავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი და არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების მოთავე.

January 9, 2012

ნელი ეშბა,საქართველოსთვის იქნებ მხოლოდ ჯერ-ჯერობით დაკარგული ლამაზი და ნიჭიერი ადამიანი:

Эшба Нелли Ражденовна (родилась в 1930 г.) – выдающийся абхазский режиссер
მოქვი 
Нелли Ражденовна Эшба (родилась в 1930 г.) – выдающийся абхазский режиссер, известный постановщик многих спектаклей как в Абхазии, так и за ее пределами, таких как «Призраки» Д. Гулиа, «Голый король» И. Шварца, «Дон Карлос» Ф. Шиллера, «Женская честь» И. Папаскир, «Али-Бей» Д. Чачхалия и др. 
Была главным режиссером Абхазского государственного драматического театра им. С. Чанба. В разные годы работала главным режиссером Тбилисского русского театра им. Грибоедова, Астраханского русского театра, ныне директор и художественный руководитель театра-студии «Время» в г. Москве. 

ნელი ეშბას ტრაღედიის შესახებ

მოსკოვის ამ რუსულ გაზეთში ერთმა აფხაზმა ერთი-ორი კარგი სიტყვა თქვა ქართველებზე და ეს გაზეთი («ობშჩაია გაზეტა») რა თქმა უნდა ამიტომ  დახურეს!!! პოსტბოლშევიკური «ეროვნული თვითგამორკვევის» და ზოგი ადამიანის უფლებათა დაცვის შედეგი:

უკომენტაროდ: 
«მტვრიანი» ქაღალდებიდან : 
«... ოდესღაც ცნობილი თეატრალური კრიტიკოსი ი.გ. მიაგკოვა წერდა მის შესახებ: «ნელი ეშბამ ჩვენს ყოფაში შემოიტანა ამაღლებული რომანტიული თეატრი, რომლის დაჯერებაც შეიძლება»... 

შეიძლება ეს მას გამოუვიდა იმიტომ რომ მისი საკუთარი ცხოვრებაც იწყებოდა როგორც რომანტიული ისტორია...მთები,ოჩამჩირე... ალერსიანი ზღვა...

January 3, 2012

რა განიცადა ევროპამ...რობესპიერის მხეცობანი:


ტუროს ჯარების მხეცობანი-
ვანდეელთა ჟლეტა.



Fichier:Mort de Bara - Jean-Joseph Weerts.jpg

14 წლის ბიჭუნა ტამბურ ბარა,1793 წლის 7 დეკემბერს მოკლეს დეზერტირმა რესპუბლიკელებმა რომლებსაც უნდოდათ ცხენების მოპარვა. რობესპიერმა ის გამოაცხადა მხეცი კონტრ-რევოლუციონერების უმანკო მსხვერპლის სიმბოლოდ და გამოიყენა გაჩაღებული ტერორის გასამართლებლად. //ეს  ვეერტსის 1883 წლის სურათია//.

           საფრანგეთის რევოლუციამ,რომელიც თავიდან სიმპატიით მიიღო ფრანგთა უმრავლესობამ, დასავლეთში და ვანდეაში მალე დაკარგა
პოპულარობა. ამას ჰქონდა მრავალი მიზეზი: ბურჟუაზიამ მიითვისა ეროვნული ქონება რამაც დააზარალა გლეხობა. რევოლუციური წესრიგის მომხრე ლოკალური ხელისუფალნი ზიზღით უყურებენ გლეხობას და მას
უმიზეზოდ ამცირებენ და შეურაცხყოფენ. 1790 წლიდან ახორციელებენ სამღვდელოების საერო კონსტიტუციას. ჩაგრავენ მღვდლებს რომლებიც არ დებენ რომის მიერ სქიზმატურად მიჩნეულ ფიცს. 1791 წლიდან ეს უკმაყოფილება იზრდება და ძლიერდება რაც იწვევს პარიზში საგანგაშო უსტარების გაგზავნას. ამ უსტარებში ლაპარაკია შეთქმულებაზე რევოლუციის წინააღმდეგ. "პატრიოტთა" მიერ ჩადენილი უსამართლობები კი მართლაც აჩენენ მისწრაფებას შეთქმულებისკენ.

January 1, 2012

სევრის ტრაქტატი-პროცესი თურქთა გასასასამართლებლად:


 СЕВРСКИЙ ДОГОВОР - СВОЕОБРАЗНЫЙ «НЮРНБЕРГ» В ПРОЦЕССЕ РЕШЕНИЯ «АРМЯНСКОГО ВОПРОСА»-ИСТОРИК
თანამედროვე სომეხ პოლიტიკოსთა გავლენიანი ნაწილი და განსაკუთრებით დაშნაკები 1920 წლის 10 აგვისტოს დადებულ სევრის ხელშეკრულებას //რომელსაც ხელი მოაწერეს თურქეთმა და პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ქვეყნებმა// მიიჩნევენ დღესაც მოქმედ პოლიტიკურ დოკუმენტად და მიზნად ისახავს მის რეალიზაციას. მათი აზრით ეს იქნება სამართლის აღმდგენი ახალი ნიურნბერგის პროცესი. გამარჯვებული ქვეყნების ზეწოლით

ვილსონის სომხეთი სევრის ტრაქატის თანახმად,დაშნაკთა ოცნება:



Файл:TreatyOfSevres (corrected).PNG