June 30, 2013

ვლადიმირ პუტინი - მზის ღმერთი!

ამ პესიმისტის აზრით თუ არ იქურდებს საბჭოთა დემოკრატების ერთი ჯგუფი იქურდებს საბჭოთა დემოკრატების ჯგუფი მეორე...


ლიუკ ჰარდინგის წიგნი "მაფია სახელმწიფო". დაიბეჭდა წერილიც "პუტინი ნათლიმამა"
“//Putin, der Pate”//


რა არის რუსეთი - ავტოკრატია, ოლიგარქია, პლუტოკრატია თუ მაინც მართული დემოკრატია?

ლიუკ ჰარდინგის თქმით რუსეთი არის მაფიური სახელმწიფო. ხელისუფლებასა და კრიმინალს შორის საფუძველში არაა არავითარი განსხვავება. ორგანიზებული კრიმინალი და ძალისმიერი ორგანოები შეერთდნენ ერთ მთლიანობად.

ლაპარაკია მხოლოდ ქურდობაზე. სახელმწიფო ხელისუფლების მწვერვალზე სულაც არ კამათობენ რეფორმატორები და მკაცრი ხაზის მომხრეები. 

სინამდვილეში ერთმანეთს გადამტერებულ-გადაკიდებული დაჯგუფებები ერთმანეთს ებრძვიან უზარზმაზარი იმპერიის წიაღისეულის უზარმაზარი მარაგის წილების გამო. რუსეთის ელიტის მრავალი წარმომადგენელის თქმით თუ ისინი არ მოიპარავენ მოიპარავენ სხვები.

ვლადიმირ პუტინი კი არის ამ კორუფციული სტრუქტურის შემაკავშირებელი წებო.
რუსეთის მმართველი ზედაფენა დარწმუნებულია რომ მხოლოდ მას შეუძლია ამ სისტემის არსებობის და ფუნქციონირების გახანგრძლივება.

June 26, 2013

პომერანც-სახაროვის და სოლჟენიცინის დავა-კამათი და ა.შ.

მასალები არა მარტო საქართველოს ნგრევის ისტორიისთვის.
ჩეჩნეთზე წერილის ავტორია სახელგანთქმული მოსკოველი დისიდენტი, ფილოსოფოსი, კულტუროლოგი და პუბლიცისტი, თვითგამოცემებით გავრცელებული ფილოსოფიური ნაშრომების ავტორი გრიგორი სოლომონოვიჩ პომერანცი.


მისმა ნაწერებმა 1960-70-ან წლებში უარმაზარი გავლენა მოახდინეს საბჭოთა ლიბერალების მსოფლმხედველობაზე.

მისი უკვე სტუდენტური ნაშრომი ჩათვალეს ანტიმარქსისტულად და მისი საკანდიდატო დისერტაცია მოსპეს მას შემდეგ რაც ის დაიჭირეს 1949 წელს.1950-53 წლებში გადასახლებული იყო 5 წლით,გაანთავისუფლეს ამნისტიით და 1958 წელს რეაბილიტირებული იყო.

მოკლედ 1918 წელს ვილნოში დაბადებული გრიგორი სოლომონოვიჩი სტაჟიანი ანტისოვეტჩიკი იყო. 

პომერანცზე დიდი გავლენა მოახდინს უნგრეთის 1956 წლის მოვლენებმა და პასტერნაკის დევნამ. მას გაუჩნდა საბჭოთა რეჟიმთან უშუალო, პირდაპირი დაპირისპირების აზრი იატაკვეშეთის ექსპერიმენტის და შეიარაღებულ ბრძოლაში მონაწილეობის ჩათვლით, რა თქმა უნდა თუ კი ასეთი ბრძოლა დაიწყებოდა,
1959-60 წლებში პომერანცის ირგვლივ იქმნება ერთგვარი ნახევრად იატაკქვეშა ფილოსოფიურ-ისტორიული და პოლიტეკონომიური სემინარი //"მსუბუქად კონსპირაციაში მაგრამ არაორგანიზებული"//.

June 15, 2013

რასპუტინის მოკვლამ გაუხსნა გზა ძერჟინსკის, ანდროპვს, გორბაჩოვს და პუტინს...

რასპუტინი

ოველივე ამის და კიდევ მეტის წაკითხვა შეგიძლიათ კოლინ ვილსონის წიგნში « ოკულტური, ადამიანის ფარული ძალები»,ინგლისური ორიგინალი « The Occult გამოიცა 1971 წელს, მისი ფრანგული თარგმანი კი 1973 წელს.
 
რასპუტინი კალიოსტროსაგან განსხვავებით გავლენიანი კაცი გახდა მეფის კარზე. მეფის ვაჟიშვილს სტანჯავდა მემკვიდრეობითი ჰემოფილია. უმცირესი ჭრილობაც კი იწვევდა ძლიერ სისხლისდენას და მას შეეძლო საშიში ხასიათის მიღება. რომანოვთა ბედი დამოკიდებული იყო ოჯახის ერთადერთ ვაჟიშვილ ალექსიზე. ერთხელ როდესაც ალექსი უხერხულად დაიჭრა და მძიმე მდგომარეობაში იყო ვიღაცამ უთხრა დედოფალს რომ დახმარების გაწევა ალბათ შეეძლო სასწაულთმომქმედ რასპუტინს. რასპუტინს უხმეს და მანაც დაიწყო ლოცვა ბავშვის სასთუმალთან. მას შემდეგ რაც რასპუტინმა ლოცვა დაამთავრა ალექსი სუნთქავდა ნორმალურად და მას მშვიდად ეძინა. რასპუტინმა მრავალჯერ უშველა მეფისწულს. ვერავინ ვერ იტყვის ზუსტად თუ რა ძალა ჰქონდა რასპუტინს, მაგრამ მას ნამდვილად შეეძლო სისხლისდენისთვის ხელის შეშლა

ძნელია იმის თქმა თუ რატომ გაიჩინა რასპუტინმა ამდენი მტერი მეფის კარზე. 1963 წელს გამოცემულ ერთ ბიოგრაფიაში გამეორებულია ფართოდ გავრცელებული აზრი რომლის თანახმადაც რასპუტინი ერეოდა პოლიტიკაში და ბოროტად იყენებდა თავის გავლენას დედოფალზე თავისი მეგობრების მნიშვნელოვან თანამდებობებზე დასანიშნავად. შემდეგ კი მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ, დოქტორ ელისაბედ ჟუდასმა ნიუ იორკიდან განაცხადა რომ არაფერი არ ადასტურებს ამას…

პერესტროიკის ძირებთან, მოსკოვური მამაძაღლობა და ოკულტიზმი

მოსკოვური ჯუნგლებიდან - ფაშისტი ოკულტისტების გურუ ევგენი გოლოვინი 


ფაშისტი ოკულტისტების გურუ
ევგენი გოლოვინი,
"ფაშიზმის კირილე და მეთოდე".
http://general-ivanov.livejournal.com/768359.html
ეს არაა პროვინციული ფაშიზმი.
ცნობა გაზეთიდან სტრინგერ //2003//. არის ზოგი უზუსტობა,ზოგადი დილეტანტიზმიც, მაგრამ ძირითადი ფაქტები სწორია.

ჯერ ეს- 2011 წლის 11 დეკემბერს რუსეთის მთავრობის მეთაურმა ვლადიმირ პუტინმა 80 წლის შესრულება მიულოცა მწერალ იური მამლეევს და დააყოლა რომ მისი შემოქმედება იქცა რუსული და მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან მოვლენად.

ეს მამლეევი არის რუსი მწერალი, დრამატურგი, პოეტი და ფილოსოფოსი, 1991 წელს დააჯილდოვეს ანდრეი ბელის პრემიით. ისაა მეტაფიზიკური რეალიზმის კლუბის პრეზიდენტი, ამერიკული, ფრანგული და რუსული პენ-კლუბის წევრი, რუსეთის მწერალთა, ლიტერატორთა და დრამატურგთა კავშირების წევრი.

ეხლა უფრო ყურადღებით დავაკვირდეთ ბატონს ვინც ესოდენ გამოარჩია კგბს პოლკოვნიკმა პუტინმა.

1960-ანი წლების ბოლოს მოსკოვის ცენტრში, იუჟინის სესახვევში, მწერალ იური მამლეევთან იკრიბებოდა ხოლმე ანდერგრაუნდ-იატაკქვეშეთის ბოჰემის მრავალი გენიოსი - მხატვრები ანატოლი ზვერევი, ვლადიმირ პიატნიცკი, პოეტები გენრიხ საპგირი, იური კუბლანოვსკი, ლეონიდ გუბანოვი, მწერალი ვენედიქტ ეროფეევი. ამ შესახვევში ქადაგებდნენ კაბალას, შავი მაგიის,პითაგორეველთა, შუა საუკუნეების ოკულტისტთა და ალქიმიკოსთა ფეთქებადსაშიშ ნარევს და არა მარქსიზმ-ლენინიზმს.

June 9, 2013

ანდროპოვი და საბჭოთა კავშირის ევროპისა და აზიის საბჭოთა შტატების კავშირად გადაქცევის გეგმები

საბჭოთა კავშირის ევროპისა და აზიის საბჭოთა შტატების კავშირად გადაქცევის გეგმები 
აკკპ ცკ-ს პოლიტბიუროს გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი, კგბს თავმჯდომარე იური ანდროპოვი, თავდაცვის მინისტრი დმიტრი უსტინოვი, სკკპ ცკ-ს მდივანი და მომავალი გენერალური მდივანი კონსტანტინ ჩერნენკო. 1978 წლის 23 თებერვალი
Генсек Леонид БРЕЖНЕВ, глава КГБ Юрий АНДРОПОВ, министр обороны Дмитрий УСТИНОВ, секретарь ЦК КПСС и будущий генсек Константин ЧЕРНЕНКО после вручения медалей «60 лет Вооруженных Сил СССР» офицерам. 23 февраля 1978
http://eg.ru/daily/politics/35641/

ამათ უნდოდათ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის გადაქცევა ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს რამედ, ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირად //იხილეთ აკადემიკოსი ანდრეი სახაროვის კონსტიტუციის პროექტი,ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის კონსტიტუციის პროექტი.//  

June 3, 2013

ესეც ევროპაა - წითელი ტერორის მუზეუმი ბუდაპეშტში


http://www.chekist.ru/article/3362
Советский «Вихрь» над Венгрией 
საბჭოთა ქარიშხალი უნგრეთის თავზე. 

1956 წლის პირველ ნოემბერს უნგრეთის მთავრობამ იმრე ნადის ხელმძღვანელობით განაცხადა ვარშავის პაქტიდან უნგრეთის გასვლის შესახებ და მოითხოვა საბჭოთა ჯარების გაყვანა. 
 
იმავე საღამოს რადიოთი გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი იანოშ კადარი და განაცხადა ახალი უნგრული სოციალისტური პარტიის შექმნის შესახებ.

2 ნოემბერს იანოშ კადარი კგბს ოფიცრების თანხლებით ჩააბრძანეს მოსკოვში და წარუდგინეს ნიკიტა ხრუშჩოვს.

დიდმა ლიბერალმა და კიდევ უფრო დიდმა დესტალინიზატორმა ნიკიტა ხრუშჩოვმა,საბჭოთა დემოკრატიის იმედმა, კადარს შესთავაზა ჯერ კონტრრევოლუციის შეიარაღებული ძალით ჩახშობა და შემდეგ ასე დაწყნარებული ქვეყნის სათავეში ჩადგომა.